BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

· · [ ]

> Olympus EVOLT E-520, ოფიციალური ანონსი

| |
Magdu
post May 14 2008, 11:20
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


კომპანია Olympus-ის პრესს სამსახურმა გამოაცხადა ახალი "სარკული" ციფრული ფოტოაპარატის გამოშვების შესახებ - EVOLT E-520.



სიახლის წონა 475 გრამია და გამოირჩევა თავისი შავი კორპუსის ერგონომიური დიზაინით. კამერის გაბარიტებია 136 x 92 x 68 მმ. ამავე დროს აპარატი აღჭურვილია 10 მეგაპიქსელიანი სენსორით Live MOS, ფორმატით 4/3 - აქტიური ფართობით 17,3 x 13 მმ. გამოსახულების დამუშავების პროცესორი - TruePic III. ჩამონტაჟებული მექანიკური სტაბილიზატორით დაფუძნებული მატრიცის გადაადგილებაზე და სენსორის მტრვირსგან დამცავი სისტემით - Supersonic Wave Filter.
ამის გარდა, აღსანიშნავია რეალიზებული მხარდაჭერა Face Detection Technology და Shadow Adjustment Technology ტექნოლოგიების. გააჩნია 2,7 დიუმიანი TFT-ეკრანი HyperCrystal II ფუნქციით Live View. ეკრანის გარჩევადობაა 230000 პიქსელი და ხედვის კუთხე 176 გრადუსი.


რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიურ მახასიათებლებს, ესენია:

* თავსებადობა ZUIKO DIGITAL ობიექტივებთან;
* ოპტიკური ვიზირი (видоискатель) პენტაპრიზმის ბაზაზე;
* მაშუქი (Flash) ფუნქციონარობის 7 რეჟიმით;
* გარე მაშუქის სამაგრი;
* შესაძლებლობა გამოიყენოს Compact Flash (Type I/II), Microdrive და xD-Picture Card ტიპის მეხსიერების ბარათები;
* გადაღებული სურათების მაქსიმალური გარჩევადობაა 3648 x 2736 ფიქსელზე (JPEG და RAW);
* მრძნობელობა 100–დან 1600–ომდე (ISO);
* 21 სიუჟეტური პროგრამა , თეთრის ბალანსის 11 პოზიცია (მათ შორის ავტომატური), გამოსახულების პარამეტრების არჩევის ფართე შესაძლებლობა;
* ინტერფეისი USB 2.0 Hi-Speed;
* ვიდეო (PAL/NTSC);
* ლითიო–იონური აკუმულატორი BLM-1 მოცულობით 1500 (მას).

Olympus EVOLT E-520 ბაზარზე გამოჩენა მოსალოდნელია 2008 წლის ივნისში.



სტატია განთავსებულია რესურსზე (http://www.3dnews.ru).
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topic
(1 - 7)
Guja
post May 14 2008, 12:08
#2 
Club Founder

Master Master
14,574


როგორც ჩანს ფოტოკინასთვის ოლიას ახალი კამერააქ შემონახული
წინა ფოტოკინაზე არაფერი უჩვენებია, მერე გამოუშვა E-3 და ახლა
ალბათ რაიმე ახალს გამოაგდებს. E510 და E520 შორის სხვაობა რა არის მაინც ვერ გავიგე ბოლომდე, ნუ მცირე რაღAცეები ჩემი აზრით უმნიშვნელო
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tandila
post May 15 2008, 09:18
#3 

Photographer Photographer
6,717


მინდა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gottfried Lenz off
post May 15 2008, 11:10
#4 

Photographer Photographer
1,128


fuf
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopho Nadareishvili
post May 15 2008, 13:32
#5 
Club Founder

Administration Administration
14,588


სიამოვნებით შევიძენდიsmile.gif

ძალიან მინდოდა E300-ის ყიდვა და ვერ მოვახერხე, მერე ქენონზე გადავერთე და ის ვიყიდე, მაგრამ ოლი მაინც მინდაsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gogia
post May 15 2008, 20:55
#6 

Master Master
7,645


Magdu,
მაპატიე მარა
ეს კამერა რა მოსატანია? smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 15 2008, 21:08
#7 
Club Founder

Administration Administration
4,838


Gogia,
საინფორმაციო თვალსაზრისით. (არა როგორც რაღაც საოცრება)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
7day
post May 18 2008, 00:19
#8 

Amateur+ Amateur+
3,249


კარგია! მიყვარს ოლი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 17th June 2025 - 19:08

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'