ფოტოკონკურსი - ,,დაიზღვიე ბედი შეიკარი ღვედი” ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” მუშაობს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და საზოგადოების ჩართვაზე პრობლემების მოგვარების საქმეში. ამ მიმართულებით ფონდი ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ კამპანიას და პროექტს, მათ შორის პროექტს: ,,საქართველოში უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია”, რომელიც საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის ფონდი (FIA Foundation), კომპანია BP), რომლის ფარგლებში ცხადდება ფოტოკონკურსი 8 იანვრიდან 10 თებერვლამდე, სახელწოდებით: ,,დაიზღვიე ბედი შეიკარი ღვედი!”. კონკურსის მიზანია, რომ უფრო პოპულარული გახდეს უსაფრთხოების ღვედების მოხმარების კულტურა საქართველოში და მასში ჩაერთონ ახალგაზრდა მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები, რომლებიც საინტერესო ფორმით აჩვენებენ ამ საკითხს. კონკურსანტები თავისუფალნი არიან გადაწყვეტილებაში ფოტოგრაფიის რომელ ჟანრში ან რა ფორმით შეასრულებენ ნამუშევარს. ფოტოს მთავარი გზავნილი: • უსაფრთხოების ღვედი იცავს ადამიანს და მისი გამოყენება ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ამიტომაც, დაიზღვიე ბედი და შეიკარი ღვედი!
საკონკურსო ფოტოებიდან შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა ექსპოზიცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში დამთვარიელებლების წინაშე, ხოლო მათ შორის შეირჩევა 3 საუკეთესო ნამუშევარი, რომელთათვისაც დაწესდება სპეციალური პრიზები. ასევე, საუკეთსო ნამუშევრები დაიბეჭდება სხვადასხვა პლაკატებად, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით გავრცელდება ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში. კატეგორიულად იკრძალება ინტერნეტში მოძიებული მასალების (ფოტოები, პოსტერები და ა.შ.) გამოყენება კონკურსის ფარგლებში. კონკურსი გულისხმობს ახალ იდეას, რომელიც იქნება საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის. გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. საპრიზო ადგილები: I ადგილი - Notebook; II ადგილი - Ipod touch; III ადგილი - Ipod nano; დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები (jpg. ფაილი 150 kb.) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@safedrive.ge იხილეთ ჩვენი საიტის მისამართი: www.safedrive.ge
ხო მეც მომეწონა ეს კონკურსი . ღვედს რაც შეეხება ჩემს მანქანაში ეგ აუცილებელი მოთხოვნაა უკვე დიდი ხანი რაღაც ფოტო გადავიღე უკვე და კიდე მინდა რაღაცეების გადაღება მარა აი ამინდი ხელს მიშლის
ერთი კვირის წინ გავაგზავნე ფოტო საკონკურსოდ. არ ვიცი რამდენად საჭირო იყო, მაგრამ არ მიმითითებია საკონტაქტო ინფორმაცია (მაგ. მობილურის ნომერი)დაახლოებით როდისთვის იგეგმება გამოფენა? პასუხებს სად გავიგებთ?
იმათ რა უნდა ვუთხრა ერთი სიმპატიური მაგრამ უტვინო გოგო იყო! მე არ უნდა მიმეღო მონაწილეობა რომ ატყობ რომ უაზრო პირობებია არ უნდა მიიღო მონაწილეობა. ისე ყველაფერში არაპროფესიონალიზმი როგორ შეიძლება იყოს ვერ ვხვდები ლამაზი გოგოები სხვა ქვეყნებშიც ყავთ ოფისებში მაგრამ მდივნებათ იმათი საქმე გადაწყვეტილებების მიღება არა ცოტა სხვა ფუნქციები აქვთ არადა ვითომ სერიოზული ორგანიზაცია ჩანდა.
თუ მართლა ლამაზია მაშინ ღირს გატრაკება )) პ.ს. ჩემი პირადი აზრი არის რომ აზრი არ აქვს პროტესტს და ჩივილს და მსგავს საქციელს არაფერი არ შეიცვლება. უბრალოდ კიდევ დავკარგავთ დროს ისინი კიდევ ერთი ყურიდან მეორეში გაუშვებენ თუ როგორც არის )
ხალხო, მე ც მაგრა გამიტყდა მიუხედავად იმისა რომ დიდი ვერაფერი ნამუშევრები გავაგზავნე, მარა მაგათი დასაწუნი მართლა რა არი საიტს რომ ნახავ გული აგერევა ისეთი უაზრობები უდევთ.
იტოგში თუ მხარს ამიბავთ მე ეგეთ სემოთავაზება მაქ რომ ვისაც რა ნამუშევრები გაქვთ სადმე გამოვფინოთ (აქ ბოკეზე მაინც) და ერთი ვნახოტ რა გახდა ასეთი მაგათი მოწონების მოპოვება )