BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

· · [ ]

> დაკარგული ბავშობა, ერთი ოჯახის ისტორია...

| |
DIKARKA
post Mar 9 2009, 01:08
#1 

Amateur+ Amateur+
28,968


Aრც კი ვიცი მაქვს უFლება თუ არა დავწერო ის რასაც ვაპირებ
( მე არ ვარ ჯურნალისტი) მაგრამ…
მინდა მოგიყვეთ ჩემი დღევანდელი დღის შესახებ …

დღეს 8 მარტია ,ქალთა საერთაშორისო დღე,ისეთი თარიღია გეგონება აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი,გაღიმებული სახით მაგრამ…


გაიცანიტ ეს Nინი შპეტიაშვილია -10 წლის

(ადამიანმა რომელიც უზომოდ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ,ის დიდი ადამიანია…სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!)

მინდა მოგიყვეთ მის შესახებ …

როგორც უკვე ვთქვი ნინი 10 წლის არის ,ცხოვრობს მოსკოვის პროსპექტზე (სრულიად შემთხვევით მოვხვდით მაგასთან ,როგორც ხდება ხოლმე ძირითადად თბილისში,ვიღაცა-ვიღაცის ნაცნობის მეზობელი და ა.შ)


ცხოვრობს მარტო თუმცა არა არასწორად ვიძახი,ცხოვრობს ბებიასთან ერთად,


ბებია ლოგინში არის ჩავარდნილი უკვე 3 წელი… ( ვერც კი ჟდება,სხვა რომ არაFერზე ვილაპარაკო...სულ წევს…)


ყველაFერი ამ ბავშვზეა…

ერთი ჩვეულებრივი დღე იმით იწყება რომ დგება 7 საათზე,მიდის სამზარეულოში



,ამზადებს საჭმელს,აჭმევს ბებიას .



მაგიდა რომელიც ბებიას ლოგინის გვერდით დგას... უტოვებს საჭმელს



და მიდის სკოლაში…
სკოლიდან დაბრუნებული შედის ბებიის ოთახში
(Fაქტიურად ამ ერთ ოთახში ცხოვრობენ) …მარტო დარჩენის ეშინია,ნინიც სულ გვერდით უზის,მეცადინეობს (ეგეც შეძლებისდაგვარად ,რადგან რვეულები,კალმები… ეს არაFერი არ არის თითქმის… რომ არა კლასელები,მეზობლები…)
შემდეგ ჭურჭლის გარეცხვის დრო მოდის და აი უკვე საღამოსკენ სარეცხისთვისაც იცლის…
ამ ყველაFერს აკეთებს 7 წლიდან…



ალბათ კითხვა გაჩნდება კი მაგრამ ნინის მშობლები სად არიან,რატომ არის ბავშვი ასეთ დღეში?და ეს ლოგიკურიც იქნება…

დედა – ალლა …


წასულია საქართველოდან ,გათხოვდა რუსეთში და ნინის ბედით არც კი დაინტერესებულა…
თუმცა არა იყო შემთხვევა როდესაც დაინტერესდა,ნინი 4 წლის იყო,როდესაც წაიყვანა ციმბირში და იქ ბავშთა სახლში ჩააბარა,შემდეგ იქ ვიღაცამ “იშვილა” … ეს ქალი ამუშავებდა პატარა ნინის (ოთახებს ალაგებინებდა,ჭურჭელს არეცხინებდა),როდესაც საქართველოში მყოFმა მამამ და ბებიამ გაიგეს თუ რა ბედი ეწია Nინის ,ციმბირში ჩავიდნენ და წამოიყვანეს…


მამა – ზურაბი …



ამჟამად იმყოFება კოლონიაში,მას 3 წელი მიუსაჟეს
( ნასვამ მდგომარეობაში,მაღაზიის ვიტრინის გატეხისთვის)

სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს იურიდიული თვალსაზრისით,მაშინ როდესაც ოჟახის ერთადერთი მარჩენალი ეს ადამიანია,ნუთუ არ შეიძლებოდა რომ სასჟელი შემცირებული ჰყოFილიყო ან არ ვიცი რამე სხვანაირად რომ მომხდარიყო,თუნდაც უბრალოდ ჟარიმა რომ გამოეწერათ…

არ ვიცი შეიძლება არასწორს ვიძახი…

ბებიაზე უკვე დავწერე,ეს არის ნინის მთელი ოჯახი,თუმცა არა არის კიდევ ერთი წევრი...

მამიდა (სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ )
ადამიანი რომელიც ულამაზებდა ნინის ცხოვრებას (მისივე სიტყვებიდან )



ალბათ ისევ კითხვა დაიბადება კი მაგრამ ახლა სად არის მამიდა?
Aქაც ძალიან მარტივი პასუხია – მამიდა ქალთა კოლონიაში იხდის სასჯელს ( შეიძლება გახსოვდეთ,გახმაურებელი ამბავი იყო Pროკრედიტ Bანკიდან თანხის მოპარვაზე ,საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი ,მაგრამ … სად არის ეს Fული? ესეც გაურკვეველი ამბავია…)

რამდენი აქვს მისჯილი ესეც არ ვიცი მაგრამ Fაქტი ის არის რომ დღეს ნინი არის ამ ოჯახის უFროსი …
არ ვიცი მართლა ვერ აგიხსნით ჩემს ემოციებს ,აპარატი ძლივს მეკავა ხელში ,ვუყურებდი და ვFიქრობდი ასეთი ულამაზესი ბავშვი…თუმცა არა ის უკვე იმდენად დიდია რომ ,ნაადრევად გაიზარდა ,ცხოვრებამ გაზარდა,პირობებმა…

- თოვლის ბაბუის გჟერა ნინი ?
- Aრა,აი ისეთების არ მჟერა ირმებით რომ დაFრინავენ თორე ისე კი არის,ოღონდ ჩემთან არ მოდის...

Dიდი ადამიანია და მაინც მასში ცხოვრობს ბავშვი ,არ დაუკარგავს ეს “თვისება”

- ოცნება თუ გაქვს ?
- მობილური,ძალიან მინდა რომ მქონდეს…ტელევიზორი…

Mომღიმარე სახე,თუმცა ამ ღიმილის ქვეშ არავინ ვიცით რა არის,რა ხდება მის სულში …



- დღიურს არ ჭერ?
- Aდრე ვწერდი…მერე დავკარგე,ახლა არ მაქვს არაFერი რაშიც შესაძლებელია წერა..ეს ჩემი საყვარელი რვეულია,ხომ ლამაზია? ჩემმა კლასელმა მაჩუქა,დედამ ჩამოუტანა საიდანღაც ,ბევრი ჰქონდა და ერთი მე მომცა,ძალიან მომწონს…



- არ გადამიღო კარგი ჭურჭEლს რომ ვრეცხავ?!...მრცხვენია …
( და ესეც კი მომღიმარე სახით ნათქვამი… )
- არ გადაგიღებ… -)


-Iცი მეც მინდა ჟურნალისტობა მაგრამ თუ არ გამომივა მაშინ ექიმი მინდა რომ გამოვიდე,ხო ხო ექიმი მინდა ვიყო … ( ალბათ ეს ლოგიკურიც კი იქნებოდა,ბავშვს იმდენჯერ გამოუძახებია სასწრაFო…ხშირი “ურთიერთობა” აქვთ …

Oჯახის მთელი შემოსავალი შეადგენს 69 ლარს
(პენსია… ახლა…ადრე რამდენი იყო იცით? ) და ამის ნახევარი მიდის ბებიას წამლებში…კომუნალურ გადასახდელებში…

- აქ რითი თბებით?
- Aი იქით პატარა პლიტა რომ დგას იმით,თუმცა ვერ ვრთავთ, დენი…ძალიან ძვირი ღირს,არ გვეყოFა Fული არაFერში მერე…

- საჭმელი?
- ადრე მეზობლებს მოჰქონდათ,ვის რა ჰქონდა,მაგრამ ახლა ყველას უჭირს …რაღაცეებს ვყიდულობთ მაღაზიაში , ვალითაც გვაძლევენ,მერე პენსიას რომ ვიღებთ ვისტუმრებთ…


- ტანსაცმელი?
- ბებიამ მითხრა ახლა პენსიას რომ აიღებს ბოტასებს მიყიდის…ეს კურთკა ჩემმა კლასელმა მაჩუქა…შარვლები…მამიდა რასაც მყიდულობდა ყველაFერი დიდი მქონდა ახლა ვიცმევ და კარგად მაქვს…

Aმას უკომენტაროდ დავტოვებ,ალბათ თქვენით ხვდებით რისი კეთებაც უწევს ნინის,ის ხომ ამ ოჯახის "დიასახლისია" ...


- ეს რა სურათია ნინი?
- ეს…ჩემს ძველ კლასელებთან ერთად ვარ ,აი ასეთი ვიყავი 3 წლის წინ…



- ამ ოთახში გიყვარს ჰყოFნა?
- არა ახლა აღარ,ადრე მიყვარდა,ვცეკვავდი აქ ბევრს ახლა დრო არ მაქვს უბრალოდ…


- ეზოში ჩადიხარ სათამაშოდ?
( ღიმილი) – არა დრო არ მაქვს მაგისთვის,ბებიას ხომ არ დავტოვებ?!აი მხოლოდ მაღაზიაში როდესაც ჩავდივარ…

" მე ნინის ბავშობა წავართვი,სიკვდილს ვნატრობ მაგრამ ეგეც არ არის" იმდენად იმოქმედა ჩემზე ბებიის ამ სიტყვებმა რომ...



Vერ აგიხსნით მართლა რა ვნახე ჩემი თვალით…Nინიმ თითქოს გამზარდა,თითქოს შემცვალა,
YველაFერს სხვა თვალით შევხედე და სრულიად სხვანაირი გამოვედი ამ პატარა ქალბატონის სამყაროდან…

- Fანჟარაში ხშირად იყურები?
- Aრა,აქედან არ მიყვარს ,აი იმ ოთახიდან…


სადარბაზოდან როგორ გამოვედით,როგორ ჩავჯექით მანქანაში ,როგორ მივედით რედაქციაში არაFერი მახსოვს გეFიცებით,მთელი გზაც სიჩუმე იყო, სამი ადამიანიდან ვერც ერთი ვერ ვბედავდით ხმის ამოღებას…

მარტო ნინიზე ვFიქრობდი,ერთადერთი ის მომენტი იყო…მანქანაში რომ ვჟდებოდი ჩვევა მაქვს ყოველთვის ზევით ვიყურები ( ბავშობიდან ვარ მიჩვეული,სახლიდან ყოველთვის ისე მაცილებდნენ რომ Fანჯრიდან იყურებოდნენ,დღემდე დამრჩა -)) ზევით ავიხედე და … ნინი Fანჟრიდან იყურებოდა ,იღიმოდა და ხელს გვიქნევდა…

Aრასდროს დამავიწყდება ამ ბავშვის სახე,თვალები,ლაპარაკი და არც უნდა დამავიწყდეს!..

Aრ ვიცი რატომ დავწერე აქ ეს ყველაFერი თუმცა … მე მინდა ამ ბავშვს დავუბრუნო ბავშობა,მართლა მინდა,შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და მე მარტო არაFრის გაკეთება არ შემიძლია მაგრამ… მარტო ვარ??

Gავახილოთ თვალები…


Mე იქ აუცილებლად დავბრუნდები…


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Reply to this topicStart new topicStart Poll
(240 - 262)
ANA
post May 8 2009, 14:37
#241 

Amateur Amateur
1,133


sad.gif

რა შემიძლია ამ ბავშვის დასახმარებლად გავაკეთო?
ძალიან შემეცოდა. : (

ჩემი ყულაბის ხურდებით ვერაფერს ვუშველი ხო? :|


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rebecca
post May 9 2009, 01:45
#242 

Amateur+ Amateur+
5,674


ANA,
QUOTE
რა შემიძლია ამ ბავშვის დასახმარებლად გავაკეთო?
ძალიან შემეცოდა. : (

მთავარია მონოდმება , მართლა !! დაფიქრდი გადაიკითხე თემა და აუცილებლად შეძლებ შენც მის გვერდში დადგომას!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post May 10 2009, 17:00
#243 

Amateur+ Amateur+
28,968


დღეს ვიყავი ნინისთან angel.gif gavcitldi2.gif

ცოტა უკეთ არიან ...ყოველშემთხვევაში გასართობი მაინც აქვს ტელევიზორის და მობილურის სახით ....

ბებია ისევ წევს ...


დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის
ვინც უბრალოდ გვერდით ამოუდგა -)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post May 10 2009, 18:43
#244 

Amateur Amateur
4,340


DIKARKA,
პროფილში უპირებენ გადაღებას მგონი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rebecca
post May 11 2009, 04:16
#245 

Amateur+ Amateur+
5,674


QUOTE
პროფილში უპირებენ გადაღებას მგონი

არ ქნან რა ეგ sad.gif ar varga.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post Jun 1 2009, 18:45
#246 

Amateur Amateur
4,340


http://rustavi2.com/news/video_progs.php?i...1&ftp2=0&ftp3=0

ჩვენ პატარა ნინის 7 000 ლარი აჩუქა მაგთიმ. ბებიას უმკურნალებენ და მომვლელ ექთანსაც მიუჩენენ.
ნინის შეეძლება სექტემბრიდან სკოლა აღარ გააცდინოს და
ეზოშიც ჩავიდეს ბავშვებთან სათამაშოდ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Jun 2 2009, 01:29
#247 

Amateur+ Amateur+
28,968


wub.gif wub.gif wub.gif vasha.gif vasha.gif vasha.gif

ძალიან ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ
ვოტ
-)

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Jun 2 2009, 13:06
#248 

Amateur+ Amateur+
3,330


დიკარკა თამამად შეილება ითქვას რომე ს ყველაფერი შენი დამსახურებაა !!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sebastian
post Jun 5 2009, 00:06
#249 

Photographer Photographer
868


ვამაყობ შენით !
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Jun 6 2009, 16:43
#250 
Unregistered





ვინც წამოიწყო და ვისი დამსახურებაცაა ის არ ჩანს მარტო..

ტეხამს
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post Jun 6 2009, 16:59
#251 

Amateur Amateur
4,340


kakha kakhiani,
რა საჭიროა რომ ჩანდეს?
მთავარი ჩემი აზრით შედეგია..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Jun 7 2009, 03:53
#252 
Unregistered





მთავარი შედეგია მაგრამ კაი საქმისთვის მადლობაც საჭიროა
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Sofo Uznadze
post Jun 7 2009, 14:46
#253 

Amateur Amateur
10,118


მალადეც დინა.. ეს ყველაფერი შენ გააკეთე..

ძალიან მახარებს ნინის ამბები.. მალადეცც bravo.gif



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Jun 7 2009, 20:16
#254 

Amateur+ Amateur+
28,968


აუუუუუ!!!!
angry.gif

ირაკლი დახურე რა ეს თემა გეხვეწები
არ მინდა მსგავსი რაღაცეები იპოსტებოდეს
გეგონება რაღაცის გულისთვის ვაკეთებდი რამეს და საერთოდ ჩემი დამსახურება არც არაFEრია აქ

უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ნინი კარგად არის აი უზომოდ(სწორად ეგ იყო ჩვენი მიზანი) და მოვრჩეთ !
ბოკემ თავისი საქმე შესანიშნავად შეასრულა
და მე ჩEმი სახელით უბრალოდ მადლობის თქმა მინდა ყველასთვის
ვსე



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Jul 28 2009, 14:28
#255 

Amateur+ Amateur+
28,968


ბებია გარდაეცვალა ნინის 2 კვირის წინ...


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Infanta
post Jul 28 2009, 22:17
#256 

Amateur Amateur
1,584


უი..
და ნინი ვისთან არის ეხლა?

მამა არ გამოუშვიათ ისევ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Jul 28 2009, 22:33
#257 

Amateur+ Amateur+
28,968


ხვალ მივდივარ მაგასთან და დავწერ მერე რა ხდება

მამა გამოუშვეს უკვე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
cundruka
post Jul 29 2009, 01:02
#258 

Amateur Amateur
1,042


კაია მამა მაინც თუ გამოუშვეს...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Jul 30 2009, 00:48
#259 

Amateur+ Amateur+
28,968


ყველაFერი კარგაად არიიის
angel.gif ესეც დღევანდელი დღე

user posted image

user posted image

user posted image

მადლობა იკი ბაზაძეს და ეკატერინა 77
-)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Jul 30 2009, 01:31
#260 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


ძალიან ლამაზი გოგოა ნინი..
შენ კიდე ძალიან ყოჩაღი ხარ,,
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Infanta
post Jul 30 2009, 11:22
#261 

Amateur Amateur
1,584


რა ლამაზიაა wub.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ninukala
post Aug 6 2009, 12:58
#262 

Amateur Amateur
11,927


ძალიან საყვარელია...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
David Giorgadze
post Sep 11 2009, 18:41
#263 

Amateur Amateur
4,497


ძალიან მძიმეა cry.gif აუცილებლად უნდა დახმარება !
Added @
ძალიან ლამაზი გოგოააა angel.gif angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 1st June 2024 - 12:32

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'