ვერნერ ბიშოფმა ფოტოგრაფია შეისწავლა ციურიხის ხელოვნების სკოლაში (1932 – 1936 წლებში). შემდეგ მან გახსნა სარეკლამო-ფოტო სტუდია, რომლისთვისაც 1939 წლამდე მოუწია თავის დანებება სამხედრო სამსახურის გამო. 1942 წელს ბიშოფი თანამშრომლობს „ Du magazine„ -თან თავისუფალ ჟურნალისტად, რის შედეგადაც 1945 წელს მოიპოვა მსოფლიო აღიარება რეპორტაჯით “War's Devastation”.
მომდევნო წლებში, ბიშოფი, მოგზაურობს იტალიასა და საბერძნეთში . 1948 წელს მან გადაიღო ზამთრის ოლიმპიადა სან-მორიცში, ჯურნალ ლაიფისთვის(Life). აღმოსავლეთ ევროპასა და სკანდინავიაში მოგზაურობების შემდეგ, ღებულობს შემოთავაზებებს ობსერვერისგან(Observer) და პიქჩერ პოსტისგან(Picture Post) და ხდება პირველი ახალი ფოტოგრაფი, რომელიც შედის სააგენტო “MGNUM”–ის დამფუძნებლებში, 1949 წელს.
ბიშოფს არ მოსწონდა ჟურნალების “ზედაპირული და სენსაციური” ხედავა, ამიტომ თავისი სამუშაო ცხოვრება მიუძღვნა წესრიგს და სიწყნარეს ტრადიციულ კულტურაში. მას არ იზიდავდა ჟურნალის რედაქტორები, ვისაც სენსაციური მასალები სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა 1951 წელს, ლაიფ-მა ბიშოფი გააგზავნა ინდოეთში შიმშილობის თემაზე რეპორტაჯის მოსამზადებლად. მოგვიანებით მან მუშაობა განაგრძო: იაპონია, კორეა, ჰონკონგსა და ინდოჩინეთში. მის მიერ მუშაობის პერიოდში გადაღებული ფოტოები ხვდება მსოფლიოს წამყვან გამოცემებში.
1954 წელს იგი მოგზაურობს მექსიკასა და პანამაში. ჭეშმარიტების ძიების სწრაფვამ, ბიშოფი მოახვედრა პერუს შორეულ რეგიონში, სადაც ფილმის გადაღებას აპირებდა. სამწუხაროდ, შემთხვევით მისი ჯიპი გადაიჩეხა კლდიდან, ანდებში. 1954 წლის 15 მაისს. ბიშოფი დაიღუპა, „MAGNUM“-ის დამაარსებელი რობერტ კაპას, ინდოჩინეთში დაღუპვამდე, 9 დღით ადრე.
ვერნერ ბიშოფი დაიბადა ქ.ციურიხში 1916 წელს ფარმაცევტული კომპანიის მფლობელის ოჯახში. 1932-1936 წლებში "Kunhstgewerbeschule"-ში ჰანს ფინსლერთან ეუფლებოდა ფოტოგრაფიას. შემდეგ გახსნა ფოტოსტუდია "Fotografik ", ამავე დროს მუშაობდა სარეკლამო სააგენტო " Amstutz & Herdeg"-ში. 1939 წელს ვ.ბიშოფი პარიზს გაემგზავრა. მას მხატვრად მუშაობა სურდა, მაგრამ ომის დაწყების გამო შვეიცარიაში დაბრუნება მოუხდა. მორიგი ორი წლი სამხედრო სამსახურში გაატარა. 1942 წელს თავისუფალ ფოტოგრაფად მუშაობდა ჟურნალ "DU"-ში. 1943 წლს კი უკვე თავის საეტაპო ფოტოებს ბეჭდავს. 1943 წელსვე იგი ხდება "Allianz artists’ group"- ის წევრი. 1945 წელს ვ.ბიშოფი იწყებს ომისშემდგომი ევროპის ფირზე ასახვას. იმყოფებოდა: სამხრეთ გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდაში.გადაღებული მასალა მოწმდებოდა “Schweizer Spende”-ში. მომდევნო წლებში ვ.ბიშოფი კვლავაც არძელებს ამ თემაზე რეპორტაჟს და სტუმრობს: გერმანიას, იტალიას, საბერძნეთს, უნგრეთს, რუმინეთს, ჩეხოსლოვაკეთს, პოლონეთს, ფინეთსა და ნორვეგიას. იგი პირველი ახალგაზრდა ფოტოგრაფი გახლდათ, რომელიც მაგნუმის დამფუძნებელ ჯგუფს შეუერთდა 1945 წელს. ამის შემდგომ, მისი ფოტოები უამრავ წმყვან ჟურნალ-გაზეთში იბეჭდება : “Picture Post”, "Illustrated", “Observer”, "Life" and "Epoca".1945 წელსვე ვ.ბიშოფი ცოლად ირთავს როსალინა მადლენს( მეუღლე მან ევროპაში მოგზაურობისას, ქ. მილანში გაიცნო). ერთი წლის თავზე კი პირველი ვაჟიც შეეძინებათ. 1950 წელს ვ.ბიშოფმა "Migros-Genossenschafts-Bund"- ის დაკვეთით დიზაინი gაუკეთა წიგნს "Mutter und Kind". და განაგრძო მოგზაურობა ევროპაში. ამჯერად ჩავიდა ისლანდიაშიც და მაინც, ვ.ბიშოფს მსოფლიო აღიარება 1950 წელს "LIVE"-ში გამოქვეყნებულმა ბიჰარის რეპორტაჟმა მოუტანა. მომდევნო წლებში იგი მუშაობდა იაპონიაში, კორეაში, ჰონ კონგში, ინდოჩინეთში, ინდოეთსა და ცეილონში. მისი ფოტორეპორტაჟები მსოფლიოს წამყვან ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. 1953 წელს ვ.ბიშოფი მშობლიურ ციურიხს უბრუნდება და აზიიდან ჩამოტანილ მასალას გამოფენისთვისა და "Menschen im Fernen Osten"-ის გამოცემისთვის ამზადებს. გეგმავს ვრცელ მოგზაურობას სამხრეთ ამერიკაში. ოთხ თვეს ატარებს აშშ-ში, სადაც იღებს სხვადასხვა შტატების გზებსა და მაგისტრალებს. 1954 წელს ვ.ბიშოფმა იმოგზაურა მექსიკასა და პანამაში. იღებდა მაგნუმისა და "LIFE"-ისთვის. ჭეშმარიტების ძიებამ მალე პერუს შორეულ ნაწილში გადააგდო, სადაც ფოტოგრაფმა ფლმის გადაღება განიზრახა. სამწუხაროდ ეს ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოვიდა , რადგან ანდებში მგზავრობისას მისი ავტომობილი კლდიდან გადავარდა და მეორე ვაჟის დაბადებამდე ცხრა დღით ადრე ვ.ბიშოფი გარდაიცვალა. Added @ Added @