ფოტომოყვარულთათვის გთავაზობთ ფოტო-კონკურს, რომელიც დღეიდან იქცევა GO! Electronics-ის ტრადიციად.
„მხიარული ზაფხული და GO! Electronics-ი“ „ფერადი შემოდგომა და GO! Electronics-ი“ „ჯადოსნური ზამთარი და GO! Electronics-ი“ „ხალისიანი გაზაფხული და GO! Electronics-ი“
ყოველი სეზონის დასაწყისში გამოცხადდება კონკურსი GO! Electronics-ის სეზონური კრეატივებისთვის, გამოვლინდება გამარჯვებული ფოტოების ავტორები 2 კატეგორიით: ერთი კატეგორია GO! Electronics-ის ჟიურის წევრებისგან და მეორე კატეგორია ჩვენი გვერდის მეგობრების like-ბის რაოდენობის მიხედვით (შესაბამისად საკონკურსო ადგილების რაოდენობა ჯამში შეადგენს 6 ადგილს, ხოლო დამატებით 2 საკონკურსო ადგილი სახასიათო ფოტოების ნომინაციით)
დამატებით საკონკურსო ადგილებს წარმოადგენს სახასიათო ნომინაციის ფოტოები: ყველაზე ხალისიანი ფოტო ყველაზე ორიგინალური ფოტო
ასევე გამარჯვებულებს ელით განსაკუთრებული საჩუქრები და ბევრი სურპრიზი!
ამ ეტაპზე ცხადდება ზაფხულის თემაზე კონკურსი - „მხიარული ზაფხული და GO! Electronics-ი“
ფოტოს კონცეფცია არის შემდეგი ტიპის: ცხოვრებისეული საზაფხულო მხიარული სიტუაცია სადაც ფიგურირებს თანამედროვე სამომხმარებლო ელექტროტექნიკა.
ფოტოში შერჩეული ტიპაჟების ასაკი შეზღუდული არ არის.
დაშვებულია ფოტო-კორექციისთვის ფოტოშოპის მინიმალური ეფექტების გამოყენება.
პრიზები: I-ადგილი: GO! Electronics-ის მიერ არჩეული 1-ლი ადგილი: Nikon Coolpix S80 Facebook-ის რჩეული 1-ლი ადგილი: Panasonic Lumix FP1
II-ადგილი: GO! Electronics-ის მიერ არჩეული მე-2 ადგილი: Sony S2000 Facebook-ის რჩეული მე-2 ადგილი: Sony S2000
III-ადგილი: GO! Electronics-ის მიერ არჩეული მე-3 ადგილი: Golla g-bag Facebook-ის რჩეული მე-3 ადგილი: Golla g-bag
დამატებით საკონკურსო ადგილებისთვის პრიზები: ყველაზე ხალისიანი ფოტო ???? ყველაზე ორიგინალური ფოტო ????
საკონკურსო ფოტოების მიღების ბოლო ვადა - 2011 წლის 27 ივნისი. გამარჯვებული გამოვლინდება 2011 წლის 30 ივნისს.
გადაწყვეტილების შემთხვევაში, GO! Electronics-ი შეიძენს შერჩეული ფოტოს ორიგინალ (მაღალი რეზოლუციის) ვარიანტს (ფასი ავტორთან შეთანხმებით) და შეძენილი ფოტოს გამოყენებით შეიქმნება GO! Electronics-ის სარეკლამო კრეატივები.
ფოტოს პარამეტრები: - ორიგინალი ფოტოები, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს: პიქსელების რაოდენობა 2500-დან 5000-მდე რეზოლუცია - 300 DPI
საკონკურსო ფოტოს გაგზავნის პირობები: საკონკურსო ფოტოები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: go2go@goelectronics.ge . გადაწყვეტილებისამებრ, შესაძენი ფოტოს ორიგინალი ვარიანტების გადაცემა მოხდება საავტორო უფლების შეძენისას.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე ან ჩვენს გვერდზე.
წინასწარ გიხდით მადლობას მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! . .
რომელია შენი ფოტო??? არა, შანსი არაა გადაგდების ვადები გადაწიეს, იმიტომ რომ მაგარი პრიზებია და 30 ფოტოზე მეტი არ შესულა, მაქედანაც თემას სულ5 თუ პასუხობს,,,