მინოლტა 7000 მაქვს, ეხლა მინდა რომ ვუყიდო ფილტრები. მეც მინდა მხატვრული ფოტოების გადაღება ხოდა, სად ვიყიდო არ იცით? მშრალ ხიდზე ხომ არ ექნებათ ნეტა? 50 მილიმეტრიანია ობიექტივი და ალბათ მეც 50 მილიმეტრიანი ფილტრები დამჭირდება ხო? ისე ყველაზე ეფექტური რომელი ფერებია? თუ ძალიან ჩაინიკური კითხვაა არ დამცინოთ
Mishka Ramishvili, აუ არადა ეგ არ ვთქვი თავიდანვე? რამდენ მილიმეტრიანი ობიექტივიც აქვს იმდენიანი ფილტრი მინდა-თქო. ლუზერ რას ამირიე დალაგებული თემა :* Added @ ხოდა სად ვიყიდო? მშრალ ხიდზე იქნება?
Lasha Palavandishvili, ვაა, მართლა? ხვალ გავალ აბა? 49 მილიმეტრიანი მჭირდება, ისა და იქ რომ არ მომატყუონ დაახლოებით რა ღირს ეგ ფილტრები? თავისი ჩასადებიც უნდა მოყვებოდეს? ანუ თუ არ დაგეზარება დეტალებში დამიწერე, გთხოვ, იქ რომ არ დამაბოლონ იმიტომ
Lasha Palavandishvili, ისე პოლარიზებული ფილტრი პორტრეტის ამბავში კარგია? იქნებ ვინმემ მითხრათ დაახლოებით რა ღირს ხოლმე ასეთი ფილტრები, არ მინდა რომ მშრალ ხიდზე მომატყუონ!
marianita, მომილოცავსახალი აპარატი, თან 50მმ იანი თუ მოყვა ძალიან კარგი. looser-მა სწორედ გითხრა, შენ გაქვს 50მმ იანი ობიექტივი და ეს ნიშნავს რომ focal length(ქართულად ალბათ ფოკუსური მანძილი) აქვს 50 მმ. და 49 მმ ი არის ობიექტივის გარე ხრახნის დიამეტრი და ფილტრიც უნდა იყიდო 49 მმ იანი. ფერადი ფირისთვის შეგიძლია გამოიყენო UV ან SkyLight ფილტრი რომელიც თვალისთვის ძნელად შესამჩნევ გავლენას ახდენენ ფოტოზე. ასევე პოლარიზატორი რომელიც დაგეხმარება ვთქვათ ანარეკლების გაქრობაში, ასევე ცაზე ღრუბლებს უფრო გაგიმკვეთრებს. კიდე ფერადზე იყენებ ცისფერ ფილტრს ნათურის ყვითელი შუქის გასანეიტრალებლად. კიდე იყენებენ ნეიტრალურ ნაცრისფერ ფილტრს, რომელსაც იყენებ მაშინ როცა ძაან დიდია განათება და ჭირდებათ გაღებული დიაფრაგმა ან დაბალი სიჩქარე. შავთეთრზე (არა ც41 პროცესის შავთეთრზე)შეგიძლია გამოიყენო ყველაფერი რაც ფერადზე + ფერადი ფილტრები. მაგალითად წითელი რომელიც ციფერს ფერს მუქად გამოაჩენს და წითელ ფერს ღიად ფირზე. ცისფერ ღურბლიან ცას რომ გადაუღთებ გამოგივა ძაან მუქი ცა და თეთრი ღრუბლები, დაახლოებით მაგრამ ცოტა უფრო სუსტი ეფექტი აქვს ფორთოხლისფერ ფილტრს.... კიდე არი ბევრნაირი ფილტრი ....