1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
შეიცისფრა აყვითლებულ-ახურებული ჰაერი, საღამო ასფალთზე გაწვა და თანდათან ჩემს ქურქს სიგრილე შეაპარა, ლოყა კიდე უფრო მივაჭმუჭნე იდაყვს, ვეცადე თვალებში შემოპარული მკრთალი მზე მუცლისკენ გამეგზავნა, იქ სადაც ამოწეული ქვა მელოტ ცივ თავს ითბობდა. დისკომფორტმა თავისი ქნა და თვალები მაინც გავახილე, ძილ ბურანიდან გამოგდებულმა შევამჩნიე რომ სიზმარში ნანახი იდაყვი სულაც არ მქონდა, არც ქურქი მეცვა და მითუმეტეს ჩემს მუცელზე მელოტი ქვა სულაც არ ითბობდა გაყინულ თავს, ადამიანი? ადამიანი ხომ საერთოდაც არ ვიყავი, ისევ ისეთი ძველი ყურშა დავინახე გუბეში როგორსაც ნაწვიმარ ასფალტზე ვერსად ვემალები. მუცელის ქვეშ შემალულმა ძვალმაც ძველებური მადის ამღძვრელი სურნელი აუშვა. ტვინის გუგუნით მოსიარულე ხმაურიანი ადამიანები ქაოსურად დადიოდნენ, ისევ ისეთივე უბედურები იყვნენ, როგორც მათ შეეფერებათ და არა ჩვენ (ძაღლებს).