BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივა, "ფოტომატიანე"

| |
D_A_D_A
post Mar 17 2010, 13:55
#1 

Amateur+ Amateur+
7,957


იმეილით მივიღე ამ წამს, მგონი ბევრს დააინტერესებს :

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აგრძელებს 2009 წელს დაწყებული პროექტის - ”დავწეროთ ახალი მატიანე ” ფარგლებში ხელნაწერთა შეგროვებას. პროექტის მიზანია, მომავალ თაობას შეუნახოს უამრავი ადამიანის თვალით დანახული გასული წლის მოვლენები, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სოციალური თემატიკა. ”მემატიანეების” ნაწერები იქნება თანამედროვე ეპოქის ერთგვარი სარკე, სადაც შესაძლებელი გახდება წარსულის გაცოცხლება.
2010 წელს პროექტს დაემატა ახალი მიმართულება ”ფოტომატიანე”. მასალის წარმოდგენა შეიძლება ფოტორეპორტაჟისა და ვიდეოჩანაწერის სახითაც.
ხელნაწერები, ფოტო და ვიდეო მასალები შეინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, იგეგმება ნამუშევრების პრეზენტაცია.
აღნიშნულ აქციაში მონაწილების მისაღებად დაუკავშირდით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ან გააგზავნეთ მასალები შემდეგ მისამართზე: info@manuscript.ac.ge
გახდით ”ახალი მემატიანე”, დაუტოვეთ წარსული მომავალს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 3rd May 2025 - 17:30

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'