მოკლედ გუშინწინ ობიეტივმა პატარა დარტყმა მიიღო მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა ახლა რა სჭირს აუტო ფოკუსი დაეკარგა და შუქს აღარ უშვებს. მოვხსენი ობიექტივი და გავხედე და შიგ რაღაც კბილანები ჩანს ჩამოყრილი 3-4 ცალია (ნახევარ მთვარეს გავს) მოკლედ მოტორი მუშაობს მაგრამ ფოკუსს ვერ იჭერს დადის მარტო წინ და უკან მანუალ მოდში კი ასწორებ ფოკუსს მაგრამ გამირბის სულ მე არ ვარ მაგ დონის პროფესიონალი და კითხვა იმაში მდგმარეობს ეგეთი პრობლემა ხომ არ გსმენით ვინმეს რომ ქონდეს ან რომელ ხელსანს მიუტანო? ზოგი მეუბნება ნიკოო ოღონდ ფხიზელი თუ იქნებაო ზოგიც ჩატვალე რომ გადასაგდებიაო ... მოკლედ თქვენზე კომპეტენტურ ხალხს ვერ ვიპოვი და მირჩიეთ რამე პ.ს ბოდიში თუ თემას არ ვხსნი სათანადო ადგილას
ე.ი. ზუსტად ეგ ლინზა ზუსტად ეგრე გამიფუჭდა, თუ დარტყმის მერე საერთოდ არ ამოძრავე ფოკუსი და კბილანები არ ჩატეხე მაშინ არის შანსი რომ გაკეთდეს მარა თუ ჩატეხე მაშინ გაგიკეთებენ მარა უზუსტობით. მე ჩატეხილი მქონდა ეგ კბილანები და გავაკეთებინე ნიკოს კი გამიკეთა ლინზა მუშაობს ავტო ფოკუსი ყველაფერი უბრალოდ ფოკუსს ბოლომდე ვერ მიჯენს და ეგაა. ჯერ ჯობია ვიგენასთან მიიტანო ფილარმონიასთან და თუ გაგიკეთა ხო კაი და თუ არა და ნიკოსთან.
გაკეთება 30 ლარი დამიჯდა, უბრალოდ ცოტა ფოკუსს აცილებს მარა კაცი მაინც გადაიღებს ცოტა ბლარავს ფოტოს. თუ კბილანები გადარჩა მაშინ სავარაუდოდ გაგიკეთებენ კარგად. ჯერ ვიგენასთან მიიტანე ფილარმონიასთან იქ ნახე.