მაინტერესებს თითოეული თქვენგანის აზრი. თუ რატომ აირჩიეთ ფოტოგრაფია?
მე პირადად ბავშობიდან გაგიჟებული ვარ პოეზიაზე და უსაზღვროდ ბევრი რამ ვიცი პოეზიის შესახებ შეიძლება ბევრი თქვენგან არ დამეთანხმოს მაგრამ პირადად მე ვიტყვი რომ პოეზიას უდიდესი ადგილი უჭირავს ხელოვნებაში. და დავკავდი ფოტოგრაფიით იმიტომ რომ მინდა ხელოვნებას კიდევ უფრო ღრმად ჩაწვდე. მე თუ მკითხავ იმისთვის რომ სურათი გადაიღო მხოლოდ ლამაზი ხედი (ან გარემო) არაა საკმარისი ამას სულით უნდა გრძნობდე. მაინტერესებს თქვენი წარსული თუ რატომ აირჩიეთ ფოტოგრაფია? (ან თუნდაც რატომ მოგწონთ?)
რატომ ფოტოგრაფია?! ალბათ იმიტომ,რატომაც ხატვა ან თეატრი... მხოლოდ შესრულებაა სხვაგვარი, აღქმა,სურვილი და ჟინი ერთია, იმიტომ,რომ ხელოვნებაა...ფოტოგრაფიის ყველაზე დიდი ხელოვნება კი ხედვაა,შენმიერ აღქმული სამყაროს მეტად საინტერესოდ და შენებურად წარმოჩენა.( ისევე,როგორც მხატვრობის და არამარტო...)
მე ესე რომ მკითხო რატომ ვერ გიპასუხეებ..სურათზე კარგ კომენტარებს რომ მიწერენ და მაღალი ქულით მიფასებენ ჩემზე ბედნიერი არავინაა..ყველა ადამიანს აქვს რაღაცა ნიჭი იმას კი არ ვამბბობ უნიჭიერესი ვარ ფოტოგრაფიაშითქო..უბრალოდ კარგად ვგრძნობ თავს სურათის გადაღების დროს მითუმეტეს თუ კარგი გამომდის ხომ საერთოდ...:D:D
წინა თემაშიც დავპოსტე ანალოგიური მაგრამ არ მეზარება ალბათ იმიტომ რომ იგი აყმაყოფიელბს ჩემს ყველანაირ ინერესს :P და მე ამ სფეროში თავს კონფორტულად ვგრძნობ : ) ვოტ : P
მე იმის შეგრძნება მსიამოვნებს როცა იცი რომ დრო მიდის და ყველაფერი თან მიაქ, მაშინ დააკლიკებ და ხვდები, რომ წამი გააჩერე და ეგ მომენტი არასდროს დაიკარგება... ბრრრრრრრრრ