ხუთშაბათს, 11 მაისს, 14 საათზე გალერია კოპალაში ტარდება ფოტო-ინფორმატიული გამოფენა - "მედეა პროტესტი".
გამოფენის ორგანიზატორებს სურვილი აქვთ საგამოფენო ფართის ნაწილი დაუთმონ ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრებს. ნამუშევრების თემა: პროტესტი (დღევანდელი ქართული რეალობიდან გამომდინარე სამი ძირითადი განხრა: 1. მედიის თავისუფლება 2. სასამართლოს თავისუფლება 3. ბიზნესის თავისუფლება )
თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ამ გამოფენაში, გთხოვთ ფოტოს საბეჭდი ვერსიები გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე nkuprashvili@yahoo.com მიუთითოთ გსურთ თუ არა ფოტოს თან დაერთოს თქვენი სახელი და გვარი.
გამოფენაში მონაწილეობა (ფოტოს დაბეჭდვა და გამოფენა), ისევე როგორც დასწრება, უფასოა.
სულ აირჩევა 20 საკონკურსო ნაშრომი. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 9 მაისი 22 საათი.
ველით თქვენგან გამოხმაურებებს და გამოფენაზე კი ყველას!!!