მოკლედ რა უნდა გთხოვთ ჩემო კეთილო ადამიანებო ჩემი მეგობარი ქორწინდება და ეძებს ქორწილისთვის ფოტოგრაფს. ყავს მხოლოდ ერთი კანდიდატურა, რომელმაც მოსთხოვა 250 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ალტერნატივა არ აქვს, ამ ბიჭმა არ იცის, ეს როგორი ფასია
იქნებ დამეხმაროთ, ან თქვენ მომცეთ ვინმეს კოორდინატები, ან რა ვიცი, ამ სფეროში რაც იცით გამაგებონოთ
სანამ ეს ფასები იქნება ივენთ ფოტოგრაფიაზე, მანამ იქნება ხლამი, შტამპი და ოცლარიან ალბომში ჩაწებებული ფოტოები. სამწუხაროა... არ ვედრები ძირმომპალ კაპიტალისტებს, სადაც 4-10 ათასამდე ღირს ეს მომსახურება და მხატვრული სთორი-თელინგ სტილით კეთდება, მაგრამ ისიც ვერ ამიხსნია, 15-20 ათასს ქორწილის ჭამა-ყლაპვის კომპონენტზე რო ხარჯავს წყვილი (უფრო ხშირად მშობლები) და 1000-1500 გადახდა ენანება იმისთვის, რაც მთელი ცხოვრება უნდა გაჰყვეს, განსხვავებით შუსტრად მონელებული გოჭი-ტორტის კომბინაციისგან.