არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვხსნი თემას, ცნობილი ფოტოგრაფებიო ქვია თემას, ცნობილია ალბათ და ფოტოგრაფის გარდა არის ჟურნალისტი, პუბლიცისტი და კიდე ბევრი რამ, და მე პირადად დამაინტერესა არა როგორც ფოტოგრაფმა, მისით დავინტერესდი მისი საქართველოსადმიდ დამოკიდებულებით... თუმცა მაინტერესებს მისი ფოტოები რომლებიც ვერ მოვიძიე ვერსად და თუ ვინმეს გაქვთ იქნებ ან ლინკი დადოთ ან რამე ქნათ... ამას რადიოში მოვისმინე, კითხულობდენენ ჩანაწერებს ადამიანის რომელიც 1987 წელს სვანეთში ჩამოწოლილი ზვავის შემდეგ ჩავიდა სვანეთში იური როსტთან ერთად, ჩანაწერების ძალიან მაგარი იყო, ამის მერე ვეძებდი იური როსტის იმ ფოტოებს რომელიც იქ გადაიღო მაგრამ ვერ ვნახე... გადაღებული აქვს სპიტაკის მიწისძვრის შედეგებიც და კიდევ ბევრი საინტერესო... მაგრამ ეს ფოტოები ვერ ვნახე, ვნახე მხოლოდ პეიზაჟები რომლებიც მგონი ისლანდიაშია გადაღებული და რომლებიც გამოიფინა მოსკოვის მეტროში იყო მოძრაობა Я Грзин -ის მონაწილე, არ მოვიყვან ბიოგრაფიას და დავდებ რამოდენიმე ლინკს
ძალიან დიდი მადლობა ნიკა მართლა ვისიამოვნე როგორც Fოტოებით ასევე სტატიებითაც რა ბედნიერებაა როდესაც ადამიანს შეუძლია ასე იმეტყველოს,წეროს და ასე "დონესტი დო ნას სვოუ მისლ"(ვერ გადავთარგმნე)-))
ხო მეც წავიკითხე რომ 9 აპრილის ფოტოებიც აქვს და დღეს ვნახე ტელეგადაცემა სადაც ამ პეიზაჟების გარდა კიდევ სხვა ფოტოები აჩვენეს და... დავიწყე ძებნა მაგრამ ვერაფერი ვერ ვიპოვე
რამდენიმე ფოტო მაქვს რომელიც როსტმა საქართველოში გადაიღო, მაგრამ თემას გადავხედე და ამ ერთის გარდა შენც გინახავს უკვე დანარჩენები. ოთარ იოსელიანის პორტრეტია... მე მომწონს... კიდევ მაქვს რაღაცეები.. მერე ავტვირთავ...