კი ეხლა კარგადაა, სახლშია, არც ტვინის შერყევა არაა და არც ძვალი არაა დაზიანებული, უბრალოდ ურჩიეს რომ სახლსი იყოს 1 კვირა, მაგრამ ეგ არაა 1 კვირა სახლში გამჩერებელი
ხო მეც როგორც ვიცი ეხლა უკვე კარგად არის, ნუსა გაყვა გუშIნ საავადმყოფოში და ბოლომდე იქ დარჩა, ძალიან ცუდ დღეში იყო თავიდან რომ იტყვიან სკალპერი ქონდა გადამძვრალი , მაგრამ ეხლა ყველაფერი კარგად არის, ტონოგრაფიამ დაზიანება არ აჩვენა, თავის ქალაც და ტვინიც გადარჩა. იმედია დაუჯერებს ექიმებს და სახლში იჯდება.... თუმცა ნიკას ამბავი ხომ იცის საღამოსვე ხვალ გამოცდა მაქვსო იძახოდა....
RedCrimsonCactus, რა დაემართა და გუშინ მზიურში დაჯდა ძმაკაცის ველოსიპედზე და აყირავდა, გადაიტყავა თავი....და იცინოდას რაც შეეხება ეგ აყირავების მერეც იცინოდა და ალაბტ ეხლაც იცინის
ველოსიპედიდან დაგმართში გადმოვარდა და თავი მაგრად დაარტყა! თვითონ კი იცინოდა მგონი არ გავიტეხეო მაგრამ სისხლი მოსდიოდა და თავი კანი ეკიდა სასწრაფომ ძლივს წაიყვანა არ მიყვებოდა
ეხლახანს მის დას ველაპარაკე, მითხრა უკეთ არისო დღეს საავადმყოფოში იყვენნ გადახვევებზე, 10 დღე უნდა იწვეს... გუშინ ტომოგრაფიიით თავის ქალის და ტვინის დაზიანება არ დადგინდა.. 30 ნაკერი დაადეს და სახლში გამოუშვეს
მოკლედ, ბევრი ჭკუა-დარიგების მოსმენა მოუწევს ნიკუშას ველოსიპედის ავ-კარგიანობაზე...
ახლა ზემოთთქმულ ჭორებს რაც შეეხება - მადევს (მედო) არა 30, არამედ სულ რაღაც 24 ნაკერი და არავის დაუვალებია იწექიო..
უკვე მშვენივრად ვარ რამდენიმე დღეა.
ჰო ნუ... ეს ამბავი გარკვეულწილად.... არა, არ შევარბილებ, საკმაოწილად ჩემი დოყლაპიობის ბრალი იყო. თავში დედამიწა დამეცა.. თავში ჩამახედეო ითხოვდა და კიდევ კაი არ დავთანხმდი.
ეგაა რომ თმას კრიჭი მოუვიდა. და ალკოლოგიური დეპარტამენტიდან 2თვიანი შვებულება მაქვს.