თემა კვირაში ორჯერ გაიხსნას. ხუთშაბათს, სამშაბთს საღამოს 9 საათზე. თემას ეყოლება ერთი სტუმარი, რომელთანაც შევთანხმდები რომ მან საათ ნახევრის განმავლობაში უნდა უპასუხოს ყველა იმ კითხვას რომელი კითხვებიც მის მიმართ იქნება დასმული. კითხვები მომივა მე PM-ით მანამდე სანამ თოქ შოუ დაიწყება. ყველა სწორად დასმულ საინტერესო კითხვას დავსვამ სტუმართან... სტუმარი თოქ შოუს ეყოლება მხოლოდ ხუთშაბათს, ხოლო სამშაბათს იქნება ღია დისკუსიები ბოკელებს შორი... წამოიჭრება თემა, დავუშვად იმსახურებს თუ რა რომელიმე წევრი კონკრეტულ სტატუსს... ან იმსახურებს უფრო მაღალ სტატუსს ან არ იმსახურებს არსებულ სტატუსს. იქნება დისკუსია, იქნება არგუმენტები, ფაკტები, პროტესტი... ეს დემოკრატიაა ეს, ფიქრია ფიქრი კიდევ განვითარებაა... აი სიტყვაზე მოვიწვიეთ ილიკო ფოფხაძე შეიძლება ის არ დათანხმდეს თოქ შოუში მონაწილებაზე, მაგრამ შეიძლება დათანხმდეს და საინტერესო პასუხებიც გაგვცეს, ფოტოგრაფიაზე პირად შეხედულებებზე და მის ცხოვრებაზე... იქნება რა თქმა უნდა სკანდალური კითხვებიც აბა მაგის გარეშე როგორ? ბოკე მხოლოდ ვირტუალი არ არის ამაში დამეთანხმებით. ბოკეზე დარეგისტრირებულნი ერთმანეთს ცხოვრებაში ხვდებიან და რომ ხვდებიან აქ უკვე ყველაფერია კონFლიკტი სიყვრული პოლიტიკა და ღალატი ერთი სიტყვით ხელის გულები მეფხანება... აბა რას იტყვით ?
მე ფეხის გულები მეფხანება მერე იმ თემებს ვინ წამოჭრის? ორგანიზება უნდა მაგას, და არამგონია რო მოხერხდეს ორგანიზება და ისე იდეაში საინტერესო კია წამოვჭერი თემა, არ იმსახურებ იმ სტატუსს რაც გაქ LოL მიუწერეთ ამ ადამიანს პლიუსი ვახ, (მთელი სერიოზულობით ვამბობ)
მოიცა მე გავაკეთებ მაგის ორგანიზებას მე ვიღებ საკუთარ თავზე ამას ყველაფერს... ზუსტად ორ კვირაში, ხუთშაბათს 5 ივნისს იქნება პირველი თოქ შოუ სტუმარი ჯერ არ გახმაურდება. რადგან მისგან მინდა თანხმობა. ერთი კვირით ადრე გავხმაურებ სტუმარს. რომ ვისაც რაიმე კითხვა აქვს გამომიგზავნოს PM-ით. ხუთშაბათი სტუმრის დღეა.
ანუ სამშაბაობით იქნება კონკრეტული პრობლემა წამოჭრილი და ამაზე იქნება ღია დისკუსია ერთი საათის გნმავლობაში. შემდეგი ნახევარი სააათი იქნება ბოკეს რომელიმე წევრთან ერთად თავისივე სტატუსზე დისკუსია განხილვა, მისი ფოტოების მაგალითად მოყვანა და ფოტოების განხილვა... ფოტოს მაგალითად მოყვანისთვის აუცილებელია იყოთ შეთანხმებული ჩემთან.
LოL კითხვები, თავშეკავებულებს და მათ პასუხებს? და პასუხს კითხვა როგორ უნდა დაუსვა? კითხვა-პასუხი რო დაარქვა? ან ნუ რავიცი, არ მაქ მაგ ამბავში Fანტაზია მე ან ღია დებატები, თუ რაღაც ეგეთი სახელები როა ხოლმე LოL Added @ xatunia, 5ივნისიდან როგორც მე ვიცი
მაშინ ამაზე შემდეგ გავხსნი პოლს ვარიანტები შეგიძლიათ მომწეროთ PM-ით. საავტორო უფლებები იქნება ნათქვამი. კითხვის ავტორიც სტუმრთან თუ მას ექნება სურვილი იქნება ცნობილი, შეუძლია იყოს ანონიმიც, რა თქმა უნდა ეთიკის ფარგლებში.
ყველაფერს დრო უნდა. კარგად მოვემზადები და ისე დავიწყოთ. მინდა რომ პირველი არ ჩავარდეს ასე რომ ამას ყველაფერს დრო უნდა. 5 ივნისს 9 საათზე პირველი. სტუმარი 29 მაისს გახმაურდება.
Levan Sikharulidze, ჯერ ჩვენთვის გეკითხა და თემა მერე გაგაეხსნა ურიგო არ იქნებოდა
თუ მხოლოდ ფოტოგრაფიაზე საუბრებით შემოიფარგლებით, რამე ფოტოს განიხილავთ, რომელიმე კონკრეტულ საკითხზე ისაუბრებთ, მაგ: კომპოზიციას, შუქჩრდილებს და ა.შ... ძალიან კარგი, საინტერესო იქნება ყველასთვის და მისაღები. მაგრამ აი ეს:
QUOTE
დავუშვად იმსახურებს თუ რა რომელიმე წევრი კონკრეტულ სტატუსს... ან იმსახურებს უფრო მაღალ სტატუსს ან არ იმსახურებს არსებულ სტატუსს. იქნება დისკუსია, იქნება არგუმენტები, ფაკტები, პროტესტი...
ეს დაივიწყეთ სამუდამოდ.
ტყუილად აგიხსენით და გთხოვეთ წინა დღეების თემებში, რამე გაურკვევლად დავწერე თუ ადმინისტრაციის ნათქვამს თქვენთვის არანაერი ფასი არ აქვს?
ბოდიში იმისათვის რომ წინასწარ არ ჩაგაყენეთ საქმის კურსში.
მე მინდა თქვენი ყურადღება მივიბყრო ერთი საინტერესო მიდგომით. ჩვენ ნებისმიერი წევრის სტატუსს ვარჩევთ მისივე ნებართვით და მისივე მონაწილეობით, ანუ როდესაც თვითონ იმ წევრს არანაირი პროტესტი არ აქვს ეს იმას ნიშნავს რომ ამით არანაირი მორალური კანონი არ ირღვევა. მე მგონი ეს წინ გადადგუმული ნაბიჯია იმისაგან რომ დავეთხოვოთ გონებრივად ნელნელა ანონიმურობას რაც ჩვენი არა სენი არამედ საბრთხეა. სიტყვაზე აქ გავარჩიეთ აი ყველაზე გარანტირებული სტატუსის მქონე ფოტოგრაფი ნაჭყებია. ანუ ეს იმ წივილ კივილს კი არ დაემსგავსება, იმსახურებს არ იმსახურებს, არამედ შემეცნებითი სახისაც იქნება. და თუ ვინმე გაკრიტიკდა ჯანსაღად, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჰაიდა ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა მოხსნას ის არსებული სტატუსიდან. რავიცი მე ვხედავ რომ სიტყვა და აზრი ამ შემთხვევაში გვესაჭიროება, შეიძლება მცდარია ჩემი შეხედულება. ეს პირველ რიგში თქვენი საიტია და თუ თქვენ არ გაქვთ სურვილი რომ ასეთი რამ გავაკეთო მაშინ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს.
Levan Sikharulidze, გასაგებია თქვენი პოზიცია და იმ ფარგლებში რაც ეხება სურათის გარჩევას და სხვა ფოტოგრაფიულ საკითხებს თქვენს გვერდით ვართ, მაგრამ აი ნებისმიერი წევრის სტატუსის გარჩევას ჩვენ პრეროგატივად ვიტოვებთ და ეს არ უნდა გახდეს ვინმე კონკრეტული ფოტოგრაფის ან/და მთელი ჯგუფის განსჯის საკითხი ფორუმზე (ფორუმზე, თორე მეგობრულ წრეში ვინც გინდა აკრიტიკეთ)