პაულ კლეე (Paul Klee; IPA: kleː) (*18 დეკემბერი, 1879 - 29 ივნისი, 1940) — წარმოშობით გერმანელი შვეიცარიელი მხატვარი. მისი ნამუშევრები მრავალი სხვადასხვა მიმდინარეობის გავლენას განიცდის, მათ შორის ექსპრესიონიზმის, კუბიზმისა და სიურრეალიზმის. მის მეგობარ რუს მხატვარ ვასილი კანდინსკისთან ერთად ის ასევე ცნობილი იყო, როგორც ბაუჰაუზის ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლის პროფესორი.
ამ ზამთარს ვიყავი ზუსტად პიკასო კანდინსკი კლეეს გამოფენაზე, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა დიდად ვერ აღვფრთოვანდი: ძირითადად ფანქრით შესრულებული ესკიზები იყო, მე კი სხვა რამეს ველოდებოდი. ისე კლეეს რაც შეეხება რამდენიმე მისი ნამუშევარი ძალიანაც მომწონს მაგრამ ბევრს "ვერ ვამუღამებ" . ამ თემაში არის რამდენიმე ჩემი Fეივორიტი
როგორ მინდა ჩემი სკანერი მუშაობდეს ეხლა და ცისარტყელაზე ზღვის ლომები რომ მყავს ლუარსაბებივით და დარეჯანებივით მოგორიალე ლაქებად დახატული ის მივასკანერო და განახოთ
არადა ფერებით, ტონაობებით როგორ მგავს კლეე მე
პ.ს. მეტყობა მე ეხლა ამ პოსტით, რომ ხელოვნებათმცოდნეობა მაქვს დამტავრებული? (არადა თან ვხუმრობ და თან არა :P)