ამ თემას იმიტომ ვხსნი,რომ მართლა გული მწყდება რომ ბოკე აღარ არის ისეთი,როგორიც იყო... მახსოვს როგორ მიხაროდა აქ შემოსვლა და რამდენი კარგი ფოტო მხვდებოდა ,ფოტოს რომ ვდებდი გულისცემაც კი მიჩქარდებოდა(თქვენ წარმოიდგინეთ) და სულ ვცდილობდი რომ უკეთესად გადამეღო ფოტოები ...მართლა ბევრი რამ ვისწავლე აქ და მადლობა ამისთვის! დღესდღეობით კიდევ რაღაც გაურკვეველი ხდება,საშინელი ფოტოები, საშინელი დღის ფოტოები ( თანაც 1 კვირით) , პასიური მომხმარებლები და გაურკვეველი მიზეზით და დამსახურებით არსებული სტატუსები... მოკლედ ,მინდა ვისურვო,რომ ყველაფერი დალაგდეს თავის ადგილზე...ისევ გამიხარდეს აქ შემოსვლა და მომინდეს ფოტოს დადება ან სხვა ფოტოს შეფასება და უბრალოდ,როგორც ადრე ძალიან,ძალიან მომეწონოს ფოტო!!!
მეც, მაგალითად, 1 წლის წინ დავრეგისტრირდი დაახლოებით და მაშინდელი თითქოს ჯობია ახლანდელს... მარა შეიძლება ახალი ხილი იყო და მაგიტომ მგონია ასე... შეიძლება მართლა ჯობდა...
მარა ამ ტერმინმა "ძველი ბოკე" არასრულფასოვნების კომპლექსი ქე ამკიდა ამ 24 წლის კაცს
საკუთარი თავები გავაცოცხლოთ, მეტი მოვთხოვოთ, ვიაქტიუროდ ძველებმა და ახლებმა და ნუ მოკლედ, აშენდება სოფელი. კიდევ ძველს ნუ მივტირივათ, ამით აწმყო კარგავს თავის ხიბლს. ყველაფერი ჩვენს ხელშია Added @ Sopho Nadareishvili,