და რაც მთავარია ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ პირველ გვერძე მეორე გვერძე გადასვლის სურვილი აღარც კი გამჩენია.... აქ მე ბუნტს კი არ ვაწყობ და იმას კი არ მოვითხოვ რომ მოდერებმა ახლა სასწრაფოდ არიქა და დაერიონ ამ ფოტოებს და მოდერებს კი არ ვადანაშაულებ უბრალოდ ადამიანო შემოდიხარ ფოტოკლუბში სადაც არიან მცოდნე ხალხი და შენს ნამუშევარს დებ იმისათვის რომ ახალი გაიგო ფოტოგრაფიაში და რაღაცა ისწავლო წახვიდე ახალი გადაიღო უკეთესი იმ ელემენტარულს მაინც დაუკვირდი სად ტვირთავ შენს ფოტოს თუ არ აქვს მნიშვნელობა რას იღებ და რა დაერქმევა შენს ნამუშევარს? არა მამენტ მეც გული ამეწვა ახლა ჟანრს რომ გადაუარეს ასე ამიტომ ალბათ მარა ნუ მეთქი შევალ რაღაცეებს ვნახავ და არ დამხვდა ბაღ ვენახი ყვავილნარი ია კოკორი ბუჩქები და უბედურებები ........
დავუკვირდეთ მეგობრებო დავუკვირდეთ...
ბოდიში მომითხოვია თუ თემა არასწორ ადგილას გავხსენი მაგრამ საჩივრები განყოფილება ვერ ვიპოვე და რა მექნა აბა?
Levan Sikharulidze, ლევან, 100% მართალი ხარ, მაგრამ
QUOTE
ჯერ საერთოდ ეს სიუჟეტი სიტყვა მოსაცილებელია და უნდა ერქვას მარტო ჟანრი ჩემი აზრით
აქ შეგეკამათები:
სიტყვა ჟანრი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების კრებითი სახელია. ხელოვნების ნებისმიერ დარგში არსებობს მრავალი ჟანრი:
მაგალითად, მუსიკაში: კლასიკური ჟანრი, ალტერნატიული ჟანრი... კინიოში: ცხოვრებისეული ჟანრი, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრი და ა.შ. ასევეა ფოტოგრაფიაში: მაკროც ისეთივე ჟანრია, როგორც პორტრეტი და პეიზაჟი.
ზოგადად, ცნება "ჟანრი სიუჟეტი" არაგამართულად მეჩვენება. მაშინ უნდა იყოს "ჟანრი მაკრო", "ჟანრი ცხოველები"...
ფოტოს, რომელიც რაღაც ქმედებას აღწერს უკვე სიუჟეტია (რეპორტაჟის გარდა. რეპორტაჟი უბრალოდ კონკრეტული ადგილიდან მოტანილი ამბავია). ანუ, პირიქით, სიუჟეტი კი არა სიტყვა ჟანრია მაქედან მოსახსნელი...
აუ არ შეიძლება ყველა გალერეას ფოტოს განთავსების წინ პატარა ახსნა განმარტება ქონდეს თუ რა შედის ამ გალერეაში? განმანათლებელი 2-3 ხაზიანი ახსნა თუ რას ნიშნავს ესა თუ ის მიმდინარეობა მერე რო აღარ დაიწყონ უი დედა არ ვიცოდიო
და გამოსავალი, ალბათ დაუზარელო მოდერების ყოლაა =) იავი სხვა ვერაფერს ვხედავ ჯერჯეროჰბით თუ ვნახე, დაგანახებთ უცილებელო =) Added @ შეფასების უფლების ქონაც უნდა გართულდეს ცოტა
ანუ ამატურებში გადასვლაც
იავი ია ტაკ დუმაიუ მარა თუ ცალკე თემაა ეს მე მომიტევეთ, უბრალოდ წამოვწიე
და გამოსავალი, ალბათ დაუზარელო მოდერების ყოლაა =) angel.gif იავი სხვა ვერაფერს ვხედავ ჯერჯეროჰბით თუ ვნახე, დაგანახებთ უცილებელო =)
"ხელოვნები" ხომ იცი როგორი ხალხია? "მე მიმაჩნია, რომ ეს ჭიქა არის ჟანრი" მოდერატორის საქმე არ არის ასეთი სურათების გადატანა.. თუ 100% არ შეესაბამება თემატიკას (სხვა განყოფილებებში) მაშინ - კი..
თვითონ ავტორმა უნდა შეიგნოს ეს..
პ.ს. განყოფილებას მარტო ჟანრი ხომ არ ქვია.. სიუჟეტიცაა
ფორუმზე არავინ დაძვრება ერთი ორის გარდა განმანათლებელ განყოფილებებში, მარტო გასართობად გონიატ ფორუმი...
ხოდა რავი მგონია ეგ რო გაკეთდეს მერე მართლა ვერავინ იტყვის არ ვიცოდიო და დაივორნოს ის ადამიანი ვინც არასწორად დადებს ფოტოს, თორე ნამეტანი ქაოსია გალერეებში...
უბედურება ისაა, რომ ჩვენ მწერლები ვართ და მკითხველები არა
არ ვიცი ბატონო მაგ ენაზე კითხვა რა ვქნა მაშინ ? ბევრი თემა გაქრა იმის გამო რომ ქართულად არ იყო ნაწერი და ეხლა რუსულად ვარკვიოთ რა არის ჟანრი და რა ნატურმორტი? ვისაც აინტერესებს აქაც წაიკითხავს და სხვაგანაც მოძებნის, ვისაც არა და ფოტოს ატვირთვისას რომ გაუკრა დიდი წითელი ასოებით მაინც არავინ შეხედავს პ.ს. ანუ გამოდის, რომ ისევ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს და პაწა ადმინისტრაციამაც რაცხა ქე უნდა ქნას