18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით იგეგმება ფოტოკლუბი ბოკეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, რომლიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დუშეთის მზრუნველობა-მოკლებულ ბავშვთა სახლს "პირმისაანთკარი".
გამოფენაზე იგეგმება ბოკეს 2007 წლის საუკეთესო ფოტოსურათების წარდგენა. დღეისათვის სულ მიღებულია 40-მდე ფოტოსურათის საბეჭდი ვერსია. ფოტოების ავტორებს ვთხოვთ დააფიქსირონ საქველმოქმედო მიზნით გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის თანხმობა.
უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია გეგმავს საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებას. გამოფენა-გაყიდვის მიზანი იყო და არის გაგველამაზებინა ახალი წელი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ერთი სახლის ბავშვებისათვის მაინც. საგამოფენო დარბაზის გამოყოფის თხოვნით ჩვენ მივმართეთ არაერთი დარბაზის ხელმძღვანელობას. გამოფენის ბოლო წუთამდე ველოდით თანხმობას რომელიმე გალერეიდან. ერთადერთი, ვინც უსასყიდლოდ შემოგვთავაზა საგამოფენო დარბაზი, იყვნენ ჯეობარის წარმომადგენლები. აგრეთვე, მათ შეგვპირდნენ გაეშვათ დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის თაობაზე სატელევიზიო ანონსი, რაც მოიზიდავს დამატებით მნახველს და მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ დასახულ მიზანს.
გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება 18 დეკემბერს 16:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათისთვის. 19-დან 21 დეკემრბის ჩათვლით გამოფენა-გაყიდვა იმოქმედებს 16:00 საათიდან გვიან საღამომდე.
საგამოფენო დარბაზი მდებარეობს გორგასლის ქუჩა 3/2 (აბანოებთან).
ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია იმედს იტოვებს, რომ კლუბის წევრები გაგებით მოეკიდებიან და გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტთან მიმართებაში.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიზნიდან გამომდინარე, თითო ფოტოს ფასი ჩარჩოს გარეშე იყოს 50 ლარი. თქვენ რას ფიქრობთ?
საგამოფენო დარბაზის გამოყოფის თხოვნით ჩვენ მივმართეთ არაერთი დარბაზის ხელმძღვანელობას. გამოფენის ბოლო წუთამდე ველოდით თანხმობას რომელიმე გალერეიდან. ერთადერთი, ვინც უსასყიდლოდ შემოგვთავაზა საგამოფენო დარბაზი, იყვნენ ჯეობარის წარმომადგენლები. აგრეთვე, მათ შეგვპირდნენ გაეშვათ დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის თაობაზე სატელევიზიო ანონსი, რაც მოიზიდავს დამატებით მნახველს და მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ დასახულ მიზანს.
მიხარია რომ ბოკე ასეთ კეთილშობილურ საქმეს აკეთებს! მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ახალ წელს ცოტათი მაინც უხალისებს! ბრავო ბოკეს ადმინისტრაცია! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
მერე რა რომ ჯეობარში ეწყობა, ხომ ხედავთ სხვა საგამოფენო დარბაზები დაკავებულია და ამის გამო ასეთი კეთილშობილური საქმე უნდა ჩავშალოთ?!
ნამდვილად კარგი იდეაა, რა სჯობია იმას, რომ რამდენიმე ბავშვს, რომელსაც ბევრი არაფერი აქვს ცხოვრებაში გასახარელი, ერთ დღეს მაინც გაულამაზებ. молодцы ребята
მოგესალმებით ყველას მეც ვაპირებ ასეთივე აქციის გაკეთებას ოგონდ შიდცით იმფიცირებულთა დასახმარებლად. მინდა როო მოეწყოს პატარა აქცია, სადაც გაიყიდება სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები და შემოსული თანხა მოხმარდება 25 წლამდე შიდცით იმფიცირებულ ადამიანებს. თქვენ შეგიზლიათ თქვენი ნამუშევრით დაგვეხმაროთ ამ აქციის მოწყობაში. დამატებითიი იმფორმაციისთვის პმ ში მომწერეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვი!!...