მე კიდე დათ ა, ო, უნა, როგორც გინდათ ოღონდ დათი არა. მოკლედ უმეტესობისთვის მაინც დათუნა ვარ, ანუ უმეტესობა დათუნას მეძახიან მარა მაინც გამოერევა ხოლმე ერთი ორი ურჩი რომელიც დათას ან დათოს დამიძახებს. გვარი მორბედაძე. (მასწავლებელები ვერასოდეს იმახსოვრებენ ხოლმე რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს) დავიბადე 27 იანვარს 1992 წელს გაგანია ავტომატის გუგუნსა და ერთ უბედურებაში. სულაც არ ვარ აგრესიული. პირიქით. არ მიყვარს ჩხუბი და აყალ; მაყალი, კამათი და ა შ... კიდე ვერ ვიტან სკოლას. მძულს სკოლა, განსაკუთრებით ვეკუა. კიდე რა უნდა ვთქვა? ხო ვარ ძალიან უცნაური და გაუგებარი. ჰობის რაც შეეხება მიყვარს ტელევიზორის ყურება. ბოკეში კომენტარების დაწერა. კიდე უბრალოდ წერა (კითხვა მაინც და მაინც არა) და რა თქმა უნდა ფოტოების გადაღება ამჟამად ჩემი მიზანია გავხდე amateur-ი ხო თვალის ფერი ცისფერი... თმა: წერა ვარ, გრძელი ხუჭუჭა თმა ამქ და კიიიდო რა... მეტი არც არაფერი კიდე არავითარი სპორტი მე არ მიყვარს... ნუ ცურვას სოპრტადარ მიოვიჩნევ... ცურვაზე ვაფრენ. მიყვარს საქართველო, რაც საქართველოს ეხება ყველაფერი(ნაკრებიც კი ფეხბურთის) კიდე მიყვარს ჩემი მეგობრები... დათა, ივიკო, გური და მიკა.... კიდე ორი იკა და ნინო და კიდე ერთი ნინო. და მეტი რა ვთქვა აბა. და ძXმა არ მყავს... ვარ ეგოისტი და არც მინდა მყავდეს. მუსიკა... ვაბოდებს doors-ზე... ჯიმ მორისონზე და ყველაფერი რაც დორსს ეხება ჩემი ცხოვრების აზრია პატივს ვცემ ჰიპებს. იმ დროში რო მეცხოვრა ვიქნებოდი ჰიპი. მოკლედ ეს მე ვარ თქვენი მონა მორჩილი დათუნა მორბედაძე. P.S. მინდა გამოვიდე ინტერიერის დიზაინერი Added @ ჩემი მემგონი ყველაზე დიდი გამოვიდა
veto ნინო ვაშაკიძე დავიბადე 1991 წლის 19 იანვარს ქ.თბილისში ვსწავლიფ ამერიკულ აკადემიაში, ვარ 11 კლასში(ნუ 10 დავამთავრე და სექტემბრიდან 11_ში ვიქნები) პროფესია ჯერ არ ამირჩევია სტატუსი single მეტი არაფერი არ მახსენდება საკუთარ თავზე
კარგი წამოწყებაა, ჩემი წევრობის სტაჟის გათვალისწინებით დავაგვიანე. მაგრამ იშვიათად ვახერხებ შემოსვლას ამიტომ მხოლოდ ფოტოებს ვუყურებ , ფორუმში იშვიაათად შემოვდივარ
ნიკი giga 1.გიგა ბათლიძე 2. 27 წლის იურისტი, მაგისტრი (ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია) 3. ჰობები: რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, მაგრამ არა მარტო. ძალიან მიყვარს ბუნება, განსაკუთრებით მთა, ვცდილობ ხშირად ვიარო, მაგრამ ვერ ვახერხებ. 4. კიდევ რა... მყავს მეუღლე , რომელიც ძალიან მიყვარს. 5. უკვე 7 წელია გერმანიში ვცხოვრობ და ვმუშაობ (ერთ თვეში სამუდამოდ ვიბრუნდები სამშობლოს, და ძალიან მიხარია, თუმცა გერმანიაც მიყვარს...)
ნიკი: EKATERINE სახელი: ეკა შაფათავა დაბადების დღე: 10 ნოემბერი, 1976 პროფესია: ფსიქოლოგი. ვმუშაობ შიდსისა და ნარკომანიის საკითხებზე. უკვე 5 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ჩემი ნება რომ იყოს დიდ სიამუვნებით ფოტოგრაფიას ძირითად პროფესიად გავიხდიდი. ჰობი: მიყვარს ფოტოგრაფია, ჯერ-ჯერობით ყველანარი სახის სურათებს ვიღებ, მაგრამ ძალიან მინდა კარგი პორტრეტები გადავიღო. მიყვარს ასევე ცეკვა, თხილამურები. მინდა ვისწავლო სერფინგი, თუმცა პირველი მცდელობის შემდეგ სიკვდილს ძლივს გადავრჩი . თბილისში დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ და იმედია მალე. დიდი ხანი არ არის რაც BOKE აღმოვაჩინე და ამ ბოლო დროს ძალიან გამიტაცა თავისი ყველა ნიუანსებით იმედი პირადად გაგიცნობთ ბევრს როცა თბილისში ვიქნები.
გიორგი ძაან ბანალურია და ამიტომ ბევრი ზედმეტ სახელი მაქვს... ოღონდ მანგუსტს არავინ მეძახის, უბრალოდ რეგისტრაციისას ეს პირველი სიტყვა იყო რომელიც გამახსენდა
დაბადებული 1989 წლის 13 დეკემბერს... ბევრს ეშინია 13 რიცხვის... თარსიაო და რამე... ჩემთვის ჩVEულებრივი დღეა... და საერთოდ არ ვარ ცრუმორწმუნე(და არც მაინც და მაინცმორწმუნე)
ვსწავლობ .... სად ვსწავლობ ჯერ არ ვიცი ადრე "სსც" ერქვა ახლანდელ სახელს სექტემბერში გავიგებ(ი.ჭავჭავაზის უნივ. შეუერთდა და )
ჰოდა ახლა მესამე კურსზე გადავედი სპეციალობა: კომპიუტერული მონტაჟი(იმედია ვინმე მაინც მიხვდა ეს რა არის ბევრისთვის ახსნა მჭირდება ხოლმე )
ჰობი: ფოტოგრაფია( თან ახლახანს ვიპოვე მამაჩემის ნახმარი სახლის ლაბორატორია )
xatunia ხათუნა ლაფაჩი, პროფესიით იუსრისტი. ამჟამად ვსწავლობ მაგიოსტრატურაში. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ჩემი ჰობია ფოტოგრაფია, ხეტიალი და საქსოფონი და კიდევ საპნის ბუშტების გაშვება. კიდევ ის რომ ეს საიტი ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ფოტოგრაფია კი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია
ამ თემაში 2005 წელს დავპოსტე და ახლა სულ სხვა რაღაცეებს დავწერდი. ხოდა, დავწერ სახელი და გვარი - იგივე. უკვე 21-ის ვარ ჟურნალისტი და ვმუშაობ სიამოვნებისთვის NGO-ებისგან ამჯერად შორს! ბავშვობის მონატრების ისევ მეშინია, და აღმოვაჩინე, რომ კიდევ რაღაცეების მეშინია და რაღაცეების მწამს კიდეც - ვიდრე მივხვდი კინაღამ 2-ჯერ კისერი მოვიტეხე. კარგი თავგადასავალი გამოვიდა და შედეგიც არანაკლები. არც არის საჭირო სხვის შეცდომებზე სწავლა, თორემ ცხოვრებასაც ის სხვა იცხოვრებს შენს ნაცვლად. ვოტ
ფოტოგრაფია ჰობია. სასწაულების აღმოჩენაც. და ცხოვრებაც - პრინციპში.
სალამი სუყველას! მე ვარ ირმა კიკნაძე, პროფესიით იურისტი. ჰობი-ფოტოგრაფია და ხელოვნება. მიყვარს ბუნება და ცხოველები. აგრეთვე მუსიკა. ინტერესი: პოლიტიკა და კიდევ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია
1.დავიბადე 1985 წლის 7 თებერვალს ქალაქ თბილისში 2. ბაზაძე ირაკლი 3. ვმუშაობ ს.ს "ბაზისბანკში" ქორპორატიული სესხების ექსპერტად 6. ვარ დაოჯახებული 7. მენატრება ძველი ბოკე ვერავის ვეღარ ვცნობ თითქმის უკვე აქ
თავადი: ბოკე თქვენთვის დროს ყოველთვის მოვნახავ გახლავართ აბაშიძე დავითი დავიბადე 1986წლის მიწურლს დეკემბრის 18-ში ქ. რუსთავში. გავიზარდე და ვცხოვრობ აქვე გინდათ ბნელი უძახეთ მიყვარს ჩემი ქალაქი. პატარაა ყველას იცნობ და ყველაფერი შენია. ახლა თსუს მე-4 კურსის სტუდენტი ვარ, ნავთობტექნოლოგი ვიქნები, ხოლო რამდენიმე წელში BPის პრეზიდენტი
ბოკე: გვარი კარგი გაქვთ ნამდვილად, არ მიწყინოთ მაგრამ ბატონყმობა ხომ გადავარდა რაღა ფუნქცია აქვს თქვენს ნიკს?
თავადი: გეთანხმებით ბატონყმობა გადავარდა, არც ბატონი ვარ და არც ყმები მყავს(იცინის) მაგრამ თავადური სისხლი და გენები დამრჩა და ვარ კიდეც თავადი ამაზე პრეტენზია ყოველთვის მექნება, რადგან ნაწილობრივ გავიზარდე ბაბუასთან რომელიც მართლა თავადი იყო და თავადურათაც ცხოვრობდა.
თავადი: მეცნიერულ ნაშრომს ვაკეთებ როგორი უნდა იყოს თანამედროვე თავადი (იცინის) როგორც მოგახსენეთ სტუდენტი ვარ. ცოტახანი ვიმუშავე ITად და მივხვდი რომ ეგ სათავადო საქმე არ არის. ვცდილობ ვიყო დამოუკიდებელი და ახლა ბიზნესის ორომტრიალში ჩავები რა გამოვა ჯერ არ ვიცი. ასევე ჩოხოსანთა დასშიც ვირიცხები და ხანდახან იქაც რაღაცას ვაკეთებ.
ბოკე: სპორტი თუ გიყვართ, ან ჰობი თუ გაქვთ და რაზე ოცნებობთ თუ საიდუმლო არ არის?
თავადი: სპორტი მიყვარს. კალათბურთს ვთამაშობდი მთელი ბავშვობა და რამდენჯერმე ჩემპიონობაც მოვიპოვეთ. თუმცა არ გავყევი. ცურვაზე გადავერთე და იქაც მქონდა მიღწევები, აქ მხოლოდ მეორე ადგილს დავჯერდი. ჰობი ბევრი მაქვს: თევზაობა, ნადირობა, ტყე-ღრეში ხეტიალი, კლდეებზე ფორთხვა, ყველანაირი ექსტრემი და ფოტგრაფიაც დაემატა ამ ბოლო პერიოდში. ოცნება? ბევრი არ ჩამოვთვლი
ბოკე: აღარ მოგაცდენთ დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ. კარგად ბრძანდებოდეთ
თავადი: მადლობა თქვენ. ყოველთვის ბედნიერი ვიქნები თქვენი ნახვით. ერთს დავძენ, ისევე როგორც ყველგან ჩვენთანაც არეულია ოჯახი,მაგრამ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება და ბოკე დაიბრუნებს დიდებას. დიდი მადლობა, რომ მესტუმრეთ მომავალ შეხვედრამდე
1. ეკა - სახელი 2. გ. - გვარი 3. იურისტი - პროფესია 4. მიყვარს : მუსიკა, ავტომობილები, სიჩქარე, მოგზაურობა, სილამაზე, ბუნება, ზღვა და მზე 5. 33 - ასაკი
beshqena - ბექა კოკაია დავიბადე თბილისში, 1983 წლის 25 ნოემბერს.
მყავს ცოლუკა და მარტის დასაწყისში ველოდებით ბაღანას
2005 წელს დავამთავრე თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წლიდან ვმუშაობდი სხვადასხვა ტელევიზიაში (მე-9 არხი, მზე, საზოგადოებრივი არხი (მოამბე), Music Box)... ბოლოს ტელევიზიები მომბეზრდა და PR-მა გამიტაცა. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ სეროზულ ორგანიზაციაში PR-მენეჯერად და მომწონს ეს საქმე. 5 წელი ვთამაშობდი ფეხბურთს სხვადასხვა გუნდებში, მერე ტრავმა მივიღე და...
უი, ხო, თსუ-ს დამთავრების შემდეგ უცებ მომინდა თეატრალურში ჩაბარება სარეჟისოროზე (მაშინ ეროვნული გამოცდები პირველად ჩატარდა), გავედი გამოცდებზე და ჩავაბარე. გამიკვირდა და თან გამიხარდა.
პირველი კურსი რომ დავხურე მივხვდი, რომ არ მომწონდა და საბუთები გამოვიტანე.
მიყვარს კარგი მუსიკის მოსმენა, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს, თუ კარგია რეპსაც მოვუსმენ, ელექტრონულ ჯაზსაც და ჰარდროკსაც.
ვწერ მოთხრობებს. 2005 და 2007 წლებში მონაწილეობა მივიღე (და ფინალში მოვხვდი) ლიტერატურულ კონკურსში PEN-მარათონი, 2007-ში ჩემი ნაწერი 10 საუკეთესო ნაწარმოებთა კრებულში მოხვდა და გამიხარდა.
ვუკრავ გიტარაზე (მეგობრები ამბობენ კარგად უკრავო), ტამტამზე, ტუჩის გარმონზე... შიგადაშიგ სიმღერებსაც ვწერ.
ფოტოების გადაღება სულ რამდენიმე თვეა დავიწყე. ძაან გამიტაცა. მგონი ნელ-ნელა ვამუღამებ...
ჰო, ძალიან მიყვარს იტალია, იტალიელი ხალხი, ენა, კულტურა და რა თქმა უნდა Squadra Azura (იტალიის ფეხბურთელთა ნაკრები)!
პროფესიით მშენებელ-კონსტრუქტორი (ვიყავი), ტურიზმისა და სასტუმრო მეურნების მარკეტინგის სპეციალისტი... და ა.შ. 15 წელია სამოქალაქო ავიაციაში ვმუშაობ (ეარ ჯორჯია, აირზენა, საქართველოს ავიახაზები...). ამჟამად შვეულმფრენების კომპანიის მენეჯერი ვარ... მიყვარს ზამთარი, თხილამურები და ქართულ სუფრაზე კარგი მოლხენა... ბავშვებს, რომ დავაბინავებ და პენსიაში გავალ აუცილებლად ბაკურიანში გადავალ საცხოვრებლად...
გამარჯობათ,პირველად გავეცანი ამ საიტს,ძალიან ძალინ საინტერესოა,ძალიან მიყვარს ლამაზი,აზრიანი და შინაარსიანი ფოტოები,უზარმაზარი ესთეტიური სიამოვნება მივიღე,ხშირი სტუმარი ვიქნები წესებს რაც შეეხება საერთოდ ’’ინტ’’ში ცუდად ვერკვევი ,იმედია აქ ''წესებს'' არ დავარღვევ. მე ტასო ვარ 23 წლის,პროფესიით ექიმი ვარ без 5 минут წელს დავამთავრე უნივერსიტეტი ფოტოგრაფიას რაც შეეხება მოყვარული ვარ
sopuna-სოფო (სოფუნა, ფოფო, სოფ). . . . მაისურაძე1989 წლის 28 ივლისიდან მოყოლებული ვცხოვრობ დედამიწაზე..... ვისწავლე რამოდენიმე სკოლაში და დავამთავრე 53ე ... ამჟამად სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეუფლები იურისპრუდენციას , როგორც ბევრი ბოკელთაგანი როგორც აქ შევნიშნე არადა ტურიზმის მენეჯერი ვიქნებოდი დიდი სიამოვნებით , ან სულაც ტურისტი მიყვარდა მიყვარს მეყვარება ხელოვნება--სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა დარგი მიტაცებდა,ხოდა აი დადგა ფოტოგრაფიის ჯერიც ცეკვა რო მიყვარს მუსიკა, გართობა, სიყვარული და გაგება ეს მემგონი ჰობი არ უნდა იყოს ხო კიდე სიარული მიყვარს სანამ დავიღლები საქართველო მიყვარს უსაზღვროდ და ძალიან მინდა მთელი საქართველო ვნახო კუნჭულ-კუნჭულ ...... გაზაფხულს ველოდები აცივდება თუ არა იმ დღიდან ( აი უკვე ველოდები) როცა რაიმეს უკეთ ახსნა მინდა რუსულად ვიწყებ ლაპარაკს არ ვიცი ეს კარგია თუ ძალიან ცუდი მაგრამ ეს ასეა კიდე რა გითხრათ ჩემზე....... კიდე რაღაცეები ახასიათებს სოფუნას და ეგ ისე მერე პირადად გაიგებთ ვისაც გაგიცნოობთ ვისაც უკვე გიცნობთ კიდე ძალიან მიყვარხაააართ
ნიკი - ხევსური სახელი, გვარი - მინდია გოგოჭური პროფესია - ეკონომისტი (ვარ ბუღალტერი, მანამდე ათას რაღაცას ვედებოდი და არა მგონია ეს იყოს საბოლოო ) ჰობი: ლაშქრობა, პოეზია, ხევსურეთი ოცნება: სიცოცხლე ინტერესი: ფეხბურთი, ინტერნეტი
1. ნიკი : FF-GeBo ისე მხოლოდ Gebo-ს მეახიან 2. სახელი, გვარი : გიორგი ბარათაშვილი 22 წლის
დავამთავრე მედია-მეეჯმეტი და შემდეგ სწავლა განვაგრძე აუდიო ვიზუალზე ( ამჟამადაც ვსწავლობ ). ვმუშაობ ფოტოგრაფიის განხრით ასევე ვარ Web-დიზაინერი, ჰობი კალათბურთი
ვსწავლობ: რაღათქმაუნდა სკოლაში და კაი ხანს ჯერჯერობით ვერც გავცდები.. -(((( ( :სკოლაჩემიტკივილი: ) + ვსწავლობ ს.ს.ი.პ. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებო დაწესებულება, ქ.თბილისის სამხატვრო სასწავლებელი (ათწლედი, 7 კლასში ვარ უკვე :P )
დავამთავრე: საბავშვო ბაღი
სამუშაო გამოცდილება: არ მაქვს თუიმას არ ჩავთვლით რომ მინანქარზე ვმუშაობხოლმე... : ))
ჰობი: ძალიაან მრავალFეროვანი ადამიანი ვარ ამიტომ მაქვს 1000 ჰობი.. -DDD ძირითადად: ხატვა, მინანქარი, FოტოგრაFია რაღათქმაუნდა, მუსიკა, კითხვა, კოლექციები (პატარაობიდან ვაგროვებდი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნივთებს, 1-2 კოლექცია დღემდე მაქ შემორჩენილი : )) ), და სხვა..
არაჰობი: სასტიკად არ მიყვარს გაკვეთილების მეცადინეობა ... ( :სკოლაჩემიტკივილი2: )
საყვარელი ქვეყანა: ინგლისი საერთოდ მიყვარს სხვადასხვა ქვეყნები და მათი ისტორიები, კულტურა, ხელოვნება, რელიგიები...
limo- ლიკა მოშენაშვილი დაბადების თარიღი- 23.03.86 დაბადების ადგილი - ქალაქი თბილისი
14 წლის ასაკში წამოვედი ისრაელში სასწავლებელი პროგრამით. 4 წელი უმშობლებოდ ჯერჯერობით საუკეთესო წლები და საუკეთესო მოგონენები დავამთავრე 12 კლასი, 2004 წელში წავედი ჯარში( მთავარი ფარმაცევტის ასისტენტი, ფორმა - თეთრი ხალათი) ხაკის ფერი და ავტომატი მინდოდა მარა მამამ არ გამიშვა... 2005 წელში ჯარი დავხურე, და მუშაობა დავიწყე... 2006-2007 სასამართლო მდივნის კურსების დიპლომი.. ვმუშაობ ჯანსაღი კვების კლუბში... აი ესეც მრავალფეროვნება , გადავხედე და მეთითონ გამეცინა
მიყვარს: სიმღერა, ცეკვა, ფოტოგრაფირება, ხატვა, ხატვა, ხატვა და ისევ ხატვა , მიყვარს ხელოვნება, მუსიკა და კაი კახური ჩურჩხელები მინდა შევისწავლო ინტერიერის და ტანსაცმლის დიზაინი , მინდა გავხდე პროფესიონალი ფოტოგრაფი , ცოტა მესმის და მინდა უკეთესად ვიცოდე ესპანური და იტალიური ... მინდა ბევრი ვიმოგზაურო მოკლედ მინდა ყველაფერი ამ ცხოვრებისგან და კიდევ ბევრი სხვაა ....
მინდა მყავდეს საკუთარი ოჯახი და ვიყო ბედნიერი ეს პირველ რიგში რათქმაინდა და ყველას ვუსურვებ ამას !!!!
7 წელია საქართველო არ მინახავს და უზომოდ მენატრება!!! საქართველოსთან მუდმივ კავშირში ვარ ბოკეც იმიტო მიყვარს ბევრი ქართველი როა აქ ბლოომად , და რათქმაუნდა იმიტო რო საინტერესოც არის ...
ვსო მგონი ყველაფერი ჩამოვწერეეე Added @ ეხლა ძველ გრეხებს ნუ გამიხსენებ
[/quote]
გრეხი გრეხია მაგას სროკ გოდნოსწი არ აქვს ძველი ახალი არ ვიცი
1990 წ. დედიკომ თავის ქმარს ყავაში ბუზი ჩაუხარშა...იჩხუბეს...ამიტომ "დე" იძულებული გახდა მეზობელ აზიზასთან გადასახლებულიყო...
9 months later...
1991 წლის 21 დეკემბერს "დე"-მ "დამყარა." "დედი ერთა" ვიყავი და ეგოისტურადაც არ ვიზრდებოდი...კარგად მახსოვს ბალღობა... აზიზა "მამიტო" წყალს ხარშავდა და მრეცხავდა ხოლმე...არ მიყვარდა...ტურტლი ვიყავი,ნამდვილი ტურტლი...3 წლამდე გივი მერქვა...შემდეგ,როცა გაირკვა რომ გოგო ვიყავი მარიკელა დამარქვეს...მამა არ მახსოვს... მიმატოვა...დედა ძველი ნირვანისტკაა,ამიტომ ჩემთვის არ ეცალა...
მე მარი ვარ 15 წლის აქ მგონი 80 % ვიცნობ და მიცნობს მაგრამ მაინც დავწერ ჩემს შესახებ . ვსწავლობ სკოლაში მეათე კლასში. მიყვარს სპორტი და ჰობია ფოტოგრაფია. მომავალში ვაპირებ ვიყო მომღერალი და სპეციალობით იურისტი. მაგარი შეხამებაა არა? მაგრამ ესეც ხდება ხოლმე სიმღერით ბავშვობიდან ვმღერი. და მემგონი კარგადაც გამომდის. მყავს უამრავი მეგობარი რომლებიც ძალიან მიყვარან და აქაც ბევრია ესეთი რომლებიც ძალიან მიყვარს. ხოდა რას ვამბობდი კიდე, ცოტას ვწერ კიდევაც ჩემთვის. და როგორც მითხრეს მშვენიერი ორგანიზატორი ვარ სულ ეს იყო ჩემს შესახებ დამატებითი ინფორმაციებისთვის PM ში თუ შეიძლება
რა მაგარი თემაა, სამწუხაროა რო ბევრი ძველი ხალხი, ბოკეს სათავეებში რო იყვნენ ახლა წერიან როგორც "Unregistered" მე აღარც მახსოვს მიწერია ამ თემაში რამე თუ არა. ნიკი _ ni ისე ნინო ქავთარაძე, ვარ 21 წლის, ჟურნალისტი, მიყვარს ფოტოგრაფია და ბოკეზე ვარ (ახლა დავინტერესდი და ვნახე, აღარც მახსოვდა) 2005 წლის 19 ოქტომბრიდან
გამარჯობა ადამიანებო ზრდილობის საკითხია და პირველ პოსტს რომ წერ ფორუმზე, ალბათ ხალხს უნდა გაეცნო მე მარიტა რატიანი ვარ, პროფესიით ეკონომისტი, ჰობით ფოტოგრაფი (ნუუ, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ), პოეტი (ესეც). ვარ პორტალ literatura.ge-ს ერთერთი ადმინი. აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მიშას და გუჯას, რომელთაც ლიტ.კონკურს "წერო"-ს ერთერთი ფინალისტი წლის საუკეთესო 100 ფოტოში შესული წეროს სურათით დააჯილდოვეს. ამას წინათ მე და ჩემმა მეგობარმა დავასკვენით, რომ ფორუმი ალბათ ერთი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში ახლა კი მინდა ამას შევეწინააღმდეგო კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ
მოგესალმებით ყველას.მე ვარ თამუნა წიკლაური. აქ მგონი ყველაზე პატარა მე ვარ 16 წლის. ( სკოლის მოსწავლე) ჩემი ჰობი ფოტოგრაფია ნამდვილად არ არის . შემთხვევით აღმოვჩნდი აქ, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ თქვენი ნამუშევრები ძალიან მომწონს. მომავალში კი ვაპირებ გავხდე ფსიქოლოგი.