ყველაფერი იმით დაიწყო რომ ჩემმა მეგობარმა სალიმ შეიძინა აპარატი.გადავიღეთ ბევრი ფოტო და სალიმ მითხრა შენი ფოტო ფორუმზე უნდნა დავდოო მე რახაც მირკის მსგავსი მეგონა და რა უნდა დადოთქო!! სალიმ მითხრა შედი ერთი ნახეო და მერე მელაპრაკეო ხოდა შემოვედი დავათვალიერე მომეწონა და 2005 წლის 28 სექტემბერს დავრეგისტრირდი.იმის მერე კიდევ ბევრი ჩემი მეგობარი ჩავრთე ბოკეში და ესე ჩართულები ვართ ეხლა და მთელი დღეები ვუზივართ
ყველაფერი იმით დაიწყო რომ თავდაპირველად ვანიჩკებისგან და კოტე იანტბელიძისგან შევიტყვე ამ ფორუმის არსებობაზე და რომ შემოვედი და ვნახე ასევე ჩემი უახლოესი ადამიანები მაგალითად ეკატერინა ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე გავწევრიანებულიყავი ამ ფორომზე რასაც დღემდე არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება არ ვინანებ როგორც "ბოკელობას" ასევე "კარაველობას"
აი ასეთია ჩემი ხანმოკლე ისტორია ბოკესთან დაკავშირებით
მე ფოტოსამყაროში რო მივიტანე დასაბეჭდად ჩემი ფოტოები, მკითხეს ბოკე-ზე დებ ხოლმეო? მე კიდე გაკვირვებული მზერით ეგ რა არის - მეთქი... და ამიხსნეს.... მერე გადავწყვიტე მენახა რა იყო და ასე მოვხვდი აქ.... ეს იყო 2005 წლის ნოემბერ -დეკემბერში... გაუმარჯოს ბოკეს, მაგარი საიტია!
მე ცოტა უცნაურად მოვხვდი აქ ...... ცხოვრებაში პირველად სურათი გადავიღე რომელიც ცოტა არ იყოს და მომეწონა ხოდა დავაყენე ავატარად მესენჯერში მერე ვიღაცეები მთხოვდნენ ამ სურათის გაგზავნას და მეც ვუგზავნიდი.... ერთ დღესაც ერთმა მკითხა ეგ სურათი ბოკედან გაქვსო ხო იქ არისო.....კი დამრჩა პირი ღია პირველი ფოტო და ისიც მომპარეს ხოდა შემოვედი ჩემი ფოტოს სანახავად და მასე შევრჩი აქ ბუსავით და მოსვენება დავაკარგვინე ხალხს
ორი თვის განმალობაში იმედნი მოვახერხე ჩემი კომენტარებით რომ ბოკეს 80% ვერ მიტანს (არადა სულ არ ვარ ცუდი ბიჭი )
ცქნაფიმ გამაუბედურა მე და ჩემი უფროსი რაც აქ შემოვედი, აღარც მუშაობა მინდოდა და აღარც ჭამა პირველი შთაბეჭდილებები: შემოვედი... დავათვალიერე გალერეა, ძალიან მომეწონა... მერე დავრეგისტრდი... დიდხანს ვიფიქრე, დავდო რამე თუ არა თქო... მერე გავრისკე და დავდე "ქალაქი" გულის ფანცქალით ველოდებოდი კომენტარებს [ახლაც ასე მომდის ზუსტად... არაფერი შეცვლილა]... პირველი კომენტარი nini-მ გააკეთა "ეს რა ქალაქიაო გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა... ცოტა ხანში ეკატერინამ მომწერა კარგი შედარებაა ყოჩაღ-ო ხოდა ძალაინ გამიხარდა [მას მერე სულ ასე მიხარია ამ საიტზე შემოსვლა] მერე რამდენიმე კომენტარის შემდეგ პირველი კონსტრუქციული კომენტარი ბატონმა გუჯამ მომწერა. მაგრად მესიამოვნა, რომ ვინმემ სცადა რამე აეხსნა ჩემთვის [ახლაც ზუსტად ასე მსიამოვნებს ხოლმე გუჯასთან საუბარი] ჰოდა მას მერე თითქმის არაფერი შეცვლილა ჩემს და ბოკეს დამოკიდებულებაში. კსტატი, მაგდუ მეც ქალი მეგონა ვენიკოს კომენტარებზე მაგრად ვიკაიფე პირველივე წამებიდან ნიკა მეც პატარა ბიჭი მეგონა, ვისაც მანქანა მისცეს და ავატარზე დააყენა ეგრევე. გუჯა ეგრე, 24-26 წლის მეგონა მოკლედ რა..
მინდა ერთი რამ გითხრათ რა... ძალიან შემიყვარდა ეს საზოგადოება და მისი ყველა წევრი. 2005 წლის 9 სექტემბრის მერე შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი რაღაც ჭრილში და მას მერე ასეც ვცხოვრობ. ჩემთვის ბოკეს დააბდების დღე 9 სექტემბერია [ჩემს მე3 დაბადების დღესთან ერთად] ხოდა მაშინ 9სექტემბერს, ცქნაფის, ჩემი დაბოკეს გაცნობას და თქვენ ყველას გაგიმარჯოთ!!!!!!!!!!!!! [ჰიმნის ხმა, ცრემლიანი თვალები, და დიდი , აღვირახსნილად დიდი ყანწები!!!!!]
დაახლოებით ერთი წლის უკან, მე სრულებით შემთხვევით vaa.hit.ge-დან მოვხვდი photo.hit.ge-ზე (თუ არ ვცდები), სადაც დამხვდა "ბოკე", რაც თავისთავად საკმაოდ სასიხარულო ამბავი იყო და არის განსაკუთრებით რაც ხანი გადის უფრო ბევრი კარგი ადამიანია აქ შეკრებილი და ბევრს დიდ პატივს ვცემ . . . გუდ ლაქ ყველას!
ახლა ვნახე და ზუსტად ერთი წლის წინ დავრეგისტრირებულვარ. კარგი ერთი წელი იყო და მრავალი ყოფილიყოს!!!!! ზაფხული მოდის, მანამდე მოკლეებზე გავსულიყავით და ახალ წევრებსაც ცოცხალში გავიცნობდით. თუ ოფტოპია)))
ესე იგი... ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვეძებდი საიტებს ფოტოგრაფიაზე და აი ასე აღმოვაჩინე ბოკე იმის მერე აქ ვზივარ, ვწერ და ვდებ ჩემს ნაჯახირებ ფოტოებს ისე შემიყვარდა ეს საიტი რომ მოვყარე და მოვყარე ხალხი. ძალიან მიყვარხართ ყველა!
მოკლედ ინტერნეტში ვეძებდი ქართულ ფოტოგრაფების საიტებს და შემთხვევით თუ გამიზნულად ავკრიფე foto.ge. იქ გავიცანი ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი MaRi რომელმაც მომცა და მასწავლა მერე www.boke.ge კარგა ხანს გაკვირდებოდით.
მერე გავბედე სურათის დადება. ეგრევე მინუს 4 მერე კიდე -5, ამის მერე ცოტა ამოვედი მინუსებიდან და ეხლა ნიჩიაა მარა გუჯამ დაგლიჯა მისი + რო დავინახე
მაგრა გამიტყდა nachyebiasi და sofo nadareishvilis. აქ ლპარაკაკობდნენ და მინდოდა მათ დისკუსიში ჩაბმა და პატარა ძაღლს რო დაუცაცხუნებენ ისე გამოუიდათ. მერე შევეპასუხე და ორივემ ეგრევე თითქოს ჯავრი იყარესო მინუსები მგლიჯეს. შეიძლება ფოტო არ მოეწონათ მართლა, მარა ეს იმ საუბრისას მოხდა იმ წამსვე და ამან გამიტეხა.
მარა არა უშავს, თანდათანობით გავიცანი ყველა აქ თავიანთი კომენტარებით, რჩევებით თუ ლაქიობით.
დიდი თხოვნა მექნება სუყველამ შემიფასედ, თუ გინდ ძირფესვიანად ამომძირკვოთ
თანდათანობით გავიცანი ყველა აქ თავიანთი კომენტარებით, რჩევებით თუ ლაქიობით.
[/quote]
ეს სიტყვები არანაირად არ მიიღოს თავის თავზე არც nachxebiam და არც sofo nadareishvil-მა, ორივენი არაჩვეულებრივები ხართ. ეს სიტყვები მიხვდებიან ვისთვისაცაა
მე კიდევ, ჩემს მხარეს მონატრებული, ვიჯექი და ვეძებდი საქართველოს ფოტოებს, ვიარე ვიარე ინტერნეტის საიტებში და უცებ დავინახე *საოცარი საქართველო, მისი სილამაზე, ხასიათი და განსაკუთრებულობა*, მეც შევედი და პირველი შოთას გადაღებული ფოტოები ვიხილე, მერე დამაინტერესა საკუთარი გოტოების დადება თუ შეიძლებოდა, რეგისტრაცია გავიარე და ავტვირთე სურათებიც.....გავიცანი ბევრი სასიამოვნო და საინტერესო ხალხი(იმედია მალე გავიცნობ პირადად), მაგრამ სამწუხაროდ ბევრია ისეტებიც , ვისზეც ნერვების მოშლაც არ ღირს, ან საერთოდ პასუხის გაცემაც კი.... ამ საიტში ჩაბმის მერე, მათი თავისებური კრითიკითა თუ რჩევით, ბევრი რამ ვისწავლე, და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს. როცა საშუალება არ მაქვს საიტში შემოსვლის, არ გეგონოტ რომ დამავიწყდით, ყოველთვის ვპიქრობ და მენატრებით
ეკატერინე, დიდი მადლობა ასეთი კარგი ტემის გახსნისტვის
მე მე კიდე ნეუფრეუდალიზმის ახალი თეორიის წაკითხვის შემდეგ გადაღლილი და დაქანცული ვუცქერდი კურიერს და ჰოი საოცრებავ, ეკრანზე შევამჩნიე სტერეოგრაფიული მეტაფორის შუქები, ამ შუქებმა ჩემი ტვინის უჯრედებზე მოახდინეს რეაქცია და მიბიძგეს ფოტოაპარატის ხელში ახებისთვის და რაღაც უაზრობების გადაღებისკენ, გავიდა რა ხანი ასე ერთი, ორი თვე სულ შემთხვევით მოვხვდი www.deviantart.com იქ სამი თვის ბოდიალის შემდეგ ვიღაც ყმაწვილმა ახსენა www.boke.ge მეტაფორებისგან გამოწვეულმა ინტერესმა მიბიძგა ამ საიტის გახსნისკენ, ხოდაააააააააააააააააააააააა შევედი დავრეგისტრირდი დანარჩენი თქვენც იცით
მეც დავწერ თუ როგორ მოვხვდი აქ (რატომღაც მეგონა რო მეწერა) ამ საიტზე მოვხვდი shom-ის დახამრებით, მან თავისი ფოტოები მანახა და მერე ვათვალიერე და ვათვალიერე გალერეები, ხოდა ერთ მშვნეირ (ნუ ჩემთვის მშვენიერ ) დღეს (Joined: 9-January 06 ) მეც დავრეგისტრირდი და კი ვარ აქ ახლა! ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ იმედია ყველას გაგიცნობთ
ერთი თვის წინ შემთხვევით ინტერნეტში აღმოვაჩინე, და იმ დროიდან მოყოლებული ჩემი სამუშაო დღე ბოკეთი იწყაბა, გრძელდება და მთავრდება. ასე რომ ძალიან ცუდ დღეში ვარ , აქეთ უფროსი და იქიტ ბოკე
მიხარია ასეთი საქმე რომ წამოიწყეთ, ყველას დიდი მადლობა! ჩვენ გაგვიმარჯოს!!!!
მარა თავიდან სანეტის DSL მქონდა და არ მიშვებდა ბოკეზე... ამიტომაც შევცვალე და დავაყენე ონლაინი და იმის მერე არ გავსულვარ(თუ არ ჩავთვლი 5 თვეს) მანამდე იყო ფოტოსაიტ რუ და გონზეც არ ვიყავი რომ ქართულიცარ სებობდა რამე...
რომ გავიგე ისე გამეხარდა რომ გავაფრინე კინაღამ ... მერე გუჯას პორტრეტი და ხინკალი მქონდა ჩასაბარებელი (მარა გავაკატავე) და გავხდი კლუბმემბერი
ხოოო.... მოკლედ ჩემი ძმაკაცია Guki Asatiani და კიდევ ჩემი ძმაკაცია korvin... ხოდა ამ უკანასკნელმა მითხრა, "ბიჭო საბა... გუკი რაღაც ფოტოებს დებს სადღაც და მე დავრეგისტრირდი, რომ ვუქოო და მოდი შენც და დუეტში ვუქოთო... ხოდა კაი მეთქი მეც ვუთხარი... დავრეგისტრირდი და ჩემი ძმაკაცის ფოტოს ქვეშ ეგრევე დავწერე ცუდ რაღაცეებს ნუ უწერთ თორე ნაგამტვრევთ ყველას თავებს მეთქი... ხოდა ჩემი პირველი ბანიც მივიღე მაგ დღეს მერე მამაჩემი დებდა აქ ფოტოებს და იმის ხათრითაც შემოვდიოდი... ხოდა მერე მეც დავდე და იქამდეც მივედი, რომ ჩემი ფოტო თვის 30ეულში მე-6-ზე იყო მაშ... აი ასე რაააააა..... აბა დავილოცოთ დავილოცოთ!!!
მე მარტინამ შემომათრია სულ ძალით, პირველად რო დარეგისტრირდა თვითონ, სულ ბოკეზე ლაპარაკობდა, გაგვიჭედა ყურები ყველას, ხოდა მეც დავრეგისტრირდი და პირველივე დღეს ნაჭყებიასთან ჩხუბს ცოტა დამაკლდა მერე რავიცი, ვდებდი ფოტოებს, მერე აღარ ვდებდი და ბოლო ერთი კვირაა, ძალიან ვერთობი აქ სანამ სადმე წავალ P.S. გართობისთვის დიდი მადლობა პატრულს, საბას და თამუნა ამონაშვილს
მე ყოველთვის მარტო ვიყავი, ჩემს შემოქმედებით სივრცეში ჩაკეტილი, ჩემი ცხოვრების არს ნეო კომუნიზმი და ციხიდან მამის გამოგზავნილი წერილები წარმოადგენდა, სადაც იგი მომითხრობდა საპყრობილის კედლებში გამეფებულ უსამართლობაზე და გაუსაძლის პირობებზე. ფოტოებს ვეძებდი საპყრობილეებზე, ციხეებზე, ნეო კომუნიზმზე, მარტოობაზე და. ა.შ. შემთხვევით აღმოვაჩინე www.boke.ge და პირველივე დღეს მივხდი რომ ჩემი სახლი აქ არის. ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია www.boke.ge-ს გარეშე. ჩემი ცხოვრება არაფერია www.boke.ge-ს გარეშე, თავიდან თქვენს მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მაგრამ შემდეგ მივხდი რომ ჩემს გულში ბევრის სიყვარულმა დაისადგურა. ჩემს შავთეთრ ცხოვრებაში www.boke.ge-მ შემოიტანა მილიონობით ფერთა გამა და ცისარტყელის ხიდი. როდესაც ამას წაიკითხავთ ალბათ იგრძნობთ რომ მეც იგივეს განვიცდი სულიერად რასაც თქვენ. ძალიან მიყვარს ეს ჩვენი ოტო ოჯახი.
არა რა, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ბედნიერი ვარ რომ ბოკეზე მოვხვდი შემთხვევით, თორე რამდენ კარგ ადამიანს ვერ გავიცნობდი, და რაც მთავარია კიდევ დიდხანს ვერ ავიღებდი ხელში ფოტოაპარატს (თუ ავიღებდი საერთოდ, კიდე საკითხავია)....
თუმცა სამაგიეროდ შეიძლება ჩემს ძირითად პროფესიაში ამ ხნის მანძილზე უფრო მეტი რამ მომესწრო Added @ krea, შენც კარგა ხანია რეგისტრირებული ხარ, მაგრამ ფორუმზე ბოლო დღეებში გააქტიურდი და გამოაცოცხლე აქაურობა (ნუ საბას და ნაჭყებიას და ა.შ. გარეშე არ გამოვიდოდა მაი ამბავი მაგრამ, მაინც )
არა რა, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ბედნიერი ვარ რომ ბოკეზე მოვხვდი
შენი ამ სიტყვების ერთგვარ გამოძახილად, მეც ვიტყვი, რომ ის უპირველესი მიზანი, რაც მქონდა ამ საიტზე დაყუდებისათვის, პრინციპში გამართლდა და მოხარული ვარ, რომ საკმაოდ კარგი ვიზუალური ინფორმაცია მივიღე, როგორც რამოდენიმე ბოკელის, ისე ამ საიტზე დაპოსტილი თითქმის ყველა ფოტოგრაფის ნამუშევრიდან
და რასაკვირველია, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ყველა ბოკელი, ვინც კი პირადად გავიცანი, კარგი ადამიანი აღმოჩნდა
ჰო ისტორია ასე იწყება....ფანი დახეტიალობდა ოთახში როცა მისმა თვალებმა დააფიქსირა რომ მისი ძმა საპირფარეშოსი შევიდა, ეცა კომპს და ჰოი საოცრებავ დაინახა ბოკეეეეე... ჰოდა კაი ხნის მერე მითხრა მეეეე და მერე მეც შემოვედი და აქ ვარ რა