კროპზე ფართო კუთხისთვის მცირე ბიუჯეტის ფარგლებში რომელი ჯობია Canon EF-S 17-85mm თუ Canon EF-S 28-135mm ?
28-135 ფართეკუთხიანი არაა. 1 წელია მაქვს 17-85 და თავისი ფასისთვის მშვენიერი ლინზაა. თან სადაც არ მყოფნის კუთხე პანორამულად ვიღებ. ამ ლინზის პლიუსი ისაა რომ 17 მმ-ზე აქვს ისეთი დისტორსია (დამახინჯება) რომ პანორემები უპრობლემოდ კეთდება. სხვა ლინზებზე ფართე კუტხეზე უფრო გართულებულია პანორამების გადაბმა.
ერთი დიდი კონსტრუქციული დეფექტი ის აქვს რომ შიგნით 3 ვინტი ეშვება ხოლმე და მერე ზუმი იჭედება 17 მმ-ზე. უნდა დაშალო და დაუჭირო ეგ ვინტები თან წებო ან ლაკი წაუსვა რომ აღარ მოეშვას. სახლის პირობებშიც შეიძლება დაშლა თუ გაქვს სათანადო ინსტრუმენტი. თუმცა იოლი არაა. იუთუბზე დევს მაგისი ვიდეოები თუ როგორ უნდა დაშალო და რომელი ვინტები ეშვება.