ნუ ასწავლით ერთმანეთს ჭკუას, ჭკუის სწავლება არაა? : ))) ისე, ბოლო დროს სულ მაინტერესებს, რას ეძახის ხალხი მხატვრულობას და რას ტექნიკას. იმის გათვალისწინებით, მე რა მიდგომა მაქვს. ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, რომ მხატვრულობას ტექნიკა ქმნის. ტექნიკა გზაა და საშუალება გადმოსცე მხატვრული ჩანაფიქრი. კარგად თუ შეასრულებ ბანალურ და პრიმიტიულ ფოტოს, ვიღაცას, კი არადა, უმრავლესობას ძალიან დიდი წარმატებით აუხვევ თვალს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით მხატვრულობა იხვეწება. კარგ ჩანაფიქრს რომ კარგი და შესაფერისი გადმოცემა უნდა იდეალურ შემთხვევაში, ვინ დავობს ამაზე?
Nino Baidauri, ნინო ქედს ვიხრი თქვენი მეოთხე ხაზის წინაშე და აბსოლუტურად გეთანხმებით. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ არ არის ჩანაფიქრი და არის ტექნიკა. ტექნიკის სწავლას არ უნდა დიდი დრო, ხოლო ფიქრის უნარი ადამიანმა უნდა განივითაროს. მოკლედ ეხლა ჩემტან ექვსი საათია დილის და მე მთელი დღე თრითმენდ ვწერდი და თუ რამე არეულად დავწერე მაპატიეთ
პ.ს. არავინ არავის ჭკუას არ ასწავლის. ნუ იღებთ კომენტარს ჭკუის სწავებათ. კომენტარი კომენტარია. ჭკუის
სწავლება არის აი მაგალითად:
"შვილო შენ არ უნდა გადაიღო ფოტოები შენ უნდა წახვიდე და მათემატიკა ისწავლო ეს უფრო გამოგადგება ცხოვრებაში."
ხოლო წინადადება "ვფიქრობ გაუმართლებელია ამ შემთხვევაში საშუალო ხედის გადაღება" - არის კომენტარი და სავსებით უწყინარი.
ეს ფოტო ტექნიკურად სუსტადაა შესრულებული, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ბევრ დღის ფოტოებს ჯობია ჩემი აზრით(ეს მნიშვნელოვანია, ხომლმე რომ აღნიშნოს ადამიანმა, თრემ ზოგჯერ ვერ ხვდება ხალხი, რომ როცა წერ შენს აზრს წერ და არა სხივსას )
vakerman nekerman sekerman, დადგმული ფოტო არსად მიხსენებია (არ მიყვარს უყურადღებობა). მე ვლაპარაკობდი მხატვრულ ფოტოგრაფიაზე და ვახსენე დოკუმენტური ანუ ფოტო ინფორმაციული მიზნებისთვის. სიტყვაზე: ჟურნალისტი წერს სტატიას, სჭირდება სტატიასთან ერთად გამოსაქვეყნებელი ფოტო სადაც აისახება მშრალად ის ღონისძიება რაზეც სტატიაა, მორჩა.
მნიშვნელობა არ აქვს რაზე მეთანხმებით. მაგ მიზნით არაფერი დამიწერია.
Nino Baidauri,
QUOTE
ისე, ბოლო დროს სულ მაინტერესებს, რას ეძახის ხალხი მხატვრულობას და რას ტექნიკას.
მე ვიცი შენ, ჩემი სალი და ამ "ტიპის" ფოტომოყვარულები როგორ აჭრილები ხართ (ცუდად არ გამიგო) მაგ საკითხში ამიტომ დისკუსიას აზრი არ აქვს
თათი, ჩემთან და დადასთან დისკუსია ვერაა ადვილი ამბავი ნამდვილად, მაგრამ არ ვდისკუსიობ (ჯერ ). მართლა მაინტერესებს დადგენილი "კანონი", რა არის მხატვრულობა და რა ტექნიკა. თუ მეტი გზა არ მექნა, გავაგრძელებ მის დარღვევა-იგნორირებას, პიონერულ სიტყვას ვიძლევი, უკამათოდ
რითი ვერ დაიხურა ეს თემა. რას წერთ საერთოდ რამეს ახალს წერთ გამიკვირდება ? ერთიდაიგივეს რო ვატრიალებთ მაგაზე არ გიფიქრიათ ))) ყველამ თავის საქმეს (ფოტოგრაფიას) მიხედოს. თუ რამე ვინმემ ჩემზე მეტი იცის კონკრეტულად დაწეროს და ვისწავლით ბატონო.
ყველას მოგესალმებით. შესანიშნავი თემაა ბევრი რამე წავიკითხე და სიმარტლეს ვიტყვი ახალიც გავიგე ჩემთვის. მე ერთი რამ მინდა უთხარა 0 დამწერ მოყვარულებს როდესაც 0 დაწერთ ნუ მოგერიდებათ კრიტიკის (თუნდაც კომენტი დაარქვით არააქ მნიშვნელობა) მიწერა რა დაიმსახურა ამ სურათმა და რატო . მეწყინა არ დავმალავ როდესაც ჩემ ერტ ერტ პორტრეტს 0 მიუწერეს , მაგრამ დამიჯერეთ 0 კიარ მწყენია!!! არამედ ის რომ არ ახსნა რა რატომ რაა შესაცვლელი მომატება უნდა შუქს თუ მოკლება ... ხოდა ეხლა მე რა ვიფიქრო რა გავაკეთე არასწორად .. უკვე კი ვიცი რაშიც იყო შეცდომა მაგრამ მე ვთვლი რომ საწყენი არაპერია!! თუ სურათი იმსახურებს 0 უნდა მიიღოს 0!!! მაგრამ უნდა აუხსნა ადამიანს რატომ! ეს არის ჩემი აზრი ყველას დიდი მადლობა დატმობილი ყურადღებისთვის.
http://www.boke.ge/forum/?img=145120 ძალიან კარგი ფოტოა. დავწერ რატომ. 1 საინტერესო ტიპაჟია, 2 ძალიან საინტერესო ჩაცმულობაა და ხელში კოკაკოლაში ჩასხმული წყალი ძალიან საინტერესო დეტალია, სწრედ ამიტომ გამართლებულია საშვალო ხედი. დახეთქილი ფილები და უკან ხის ღობე ძალიან საინტერესოა ამიტომ მათი გამოჩენაც გამართლებულია. ეს ფოტო ბავშვზეა, ეს ფოტო ცხოვრებაზეა და საინტერესოა.
http://www.boke.ge/forum/?img=133881 ეს ფოტო ძალიან კარგი ფოტოა ტექნიკურად. მაგრამ რაზეა ეს ფოტო? ეს ფოტო არის ლამაზ გოგოზე, რომელიც უყურებს კამერის ობიექტივს.
რომელმა დაიმსახურა მეტი ყურადღება?! მეორე ფოტომ.
ვფიქრობ ფოტოების კრიტიკა არ უნდა იყოს თქვენი ძლიერი მხარე, ყველაფერი ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე. იმიტომ რომ პირველ ფოტოს არაფერი აქვს გადასარევი, შემდეგი მიზეზების გამო: 1.კომპოზიციური თვალსაზრისით კადრში ბავშვის პოზიცია აშკარად ითხოვს კამერის მარცხნივ გაწევას. 2. ტექნიკურად ფოტო სუსტია, თუნდაც იმის გამო, რომ სხვადასხვა სიბრტყეზე მდებარე ბავშვი და უკან მიმავალი ფეხი თითქმის ერთნაირადაა ფოკურსში. 3. ფონი საკმაოდ ჭრელია და არ იძლევა ყურადღების გამახვილების საშუალებას მთავარ ობიექტზე. 4. ფონზე მიმდინარე მოვლენები უინტერესოა, არანაირ მხატვრულ ღირებულებას არ აძლევს ფოტოს, პირიქით აფუჭებს კიდეც.
მეორე ფოტო ტექნიკურად კარგი შესრულებულია და დასახულ ამოცანას - "პორტრეტი" პირნათლად ასრულებს.
მემგონი ყველაფერი ნათელია, თუ რატომ დაიმსახურა მეტი ყურადღება მეორე ფოტომ.
რა შედეგს ელი სოფო? ნავთობის ფასების დასტაბილურებას? Added @ ნიკა, იმ ბავშვის ფოტო ტექნიკურად რომ სუსტია, მაგის მიხვედრას დიდი ღრმა განათლება არ სჭირდება. რა აქვს კარგი და რატომაა კარგი (პირადად მე რატომ მკიდია მისი ტექნიკური წუნი), მაგაზე იყო უბრალოდ საუბარი : )
ნინო შენი პოსტი არ წამიკითხავს ამ ფოტოსთან დაკავშირებით. რაც დავაკოპირე იმაზე დავწერე პასუხი. თუმცა მე ეგ ფოტო არც ასე მომწონს და არც ისე, ყოველგვარი სუბიექტური მოსაზრებების გარეშე ვამბობ ამას.
p.s. ცალკე ტექნიკურად და ცალკე მხატვრულად კარგი ფოტოების არ მჯერა მე, ფოტო ან კარგია ან არ ვარგა :P
პოსტ სკრიპტუმში გეთანხმები. მაგრამ რაკი კარგია-ცუდია კომენტარები არადამაკმაყოფილებლად მიგვაჩნია და ასევე ბოკეს შეფასების სისტემის გათვალისწინებით... უკვე ძნელია მაგისი მტკიცება
Nikoloz Mameishvili, ნიკოლოზ თავიდან არ დავიწყებ ყველაფრის ჩამოთვლას, მაგრამ ძალიან სხვაგან ხართ რაც თქვენ ჩამოთვალეთ ყველაფერი ტექნიკური მხარეა. აქ კიდე მხატვრულ ღირებულებაზე იყო საუბარი. ის ფოტო სიცოცხლეზეა, ის ფოტო არის ბავშვზე, კოკაკოლის ბოთლში ჩასხმული წყალი ეს დეტალია, რომელიც ძალიან ცხვოვრებისეულია და ნამდვილია. ჩუსტები და ჩაცმულობაც საინტერესოა, იმიტომ, რომ ნამდვილია.
მეორე ფოტოს რაც შეეხება. გეთანხმებით, რომ ტექნიკურად კარგადაა შესრულებული მაგრამ რაზეა ფოტო?
თქვენი კომენტარი იყო :
როგორ .... როგორ ..... როგორ ..... როგორ.... და ა.შ. მაგრამ პირველი შეკითხვა ყოველთვის უნდა იყოს რა და მერე როგორ.
ფოტოების კრიტიკას რაც შეეხება არც თვენ დაიკვეხნით, რადგან ფოტოში მთავარი არ არის მხოლოდ კომპოზიცია და ფოკუსი! მთავარი კი არა შეიძლება მეორე ხარისხოვანიცაა
კომპოზიციურად გამართულ ფოტოებს შეხვდებით, ნაყინის შესაფუთ ქაღალდზე, სუპერმარკეტის პარკებზე და ა.შ. ხოლო მხატვრული ღირებულების ფოტოები იშვიათია
პ.ს. ფეხებსა და ფონზე აბსოლუტურად არ გეთანხმებით. ერთ ფეხზე კი ორივეზე არა. და უკან ფონის გაბლარვაც მარტივი გამოსავალია სიღრმის შესაქმნელად რაც მე არ მომწონს ხოლმე ფოტოებში
ეს ფოტოები, რომლებიც მზოდ ტექნიკურადაა კარგად გაკეთებული, მაგონებს საბჭოთა, მასაზე ორიენყირებულ ხელოვნებას. ჭრიჭინა, შულხოვი, ზენლიჩენკო. გამართული კომლოზიცია, კარგი განათება არაჩვეულებრივი ფერის დამუშავება და შედეგი აბსოლუტრად არაფრისმთქმელი ხელოვნება. შეადარეთ აბა კარტესი და საველევი? რომელის ტექნიკაა უფრო მაღალ დონეზე? ობიექტივწბი, ფოკისი შმოკუსი კუსკუსი კარგით რა! ეგეთი ფოტოგრაფები იცით რამდენია? რაც შეეხება თქვენს ნათქვამს ფოკუსურ მანძილზე. კითხვა: როგორ შევქმნათ სიღრმე კადრში. ყველაზე მარტივი პასუხი: დავაყენოთ ტელე-ფოტო(არ ვიცი სწორი თარგმანია თუ არა) ობიექტივი. Added @ "ტექნიკა გზა და საშუალებაა გადმოსხე მხარვრული ჩანაფიქრი" ჩემი თუ არ გჯერათ აგერ ნინოს კითხეთ