რადიო თავისუფლება აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით ”ცხოვრება ომის შემდეგ...” კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე მოყვარულებს. ნამუშევრები გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებსაიტზე: www.tavisupleba.org
კომპეტენტური ჟიური შეარჩევს ნამუშევრებს საგანგებო გამოფენისთვის, მათ შორის სამი საუკეთესო კი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.
პირველი პრემია 1500 ლარი მეორე პრემია 1000 ლარი მესამე პრემია 500 ლარი
ნამუშევრებს შეაფასებენ რადიო თავისუფლების ვებსაიტის სტუმრებიც. მათი რჩეულისთვის დაწესებულია კიდევ ერთი პრიზი 300 ლარის ოდენობით.
რადიო თავისუფლება გთხოვთ, ნამუშევრები გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: tavisupleba.photo@gmail.com ნამუშევრებს თან დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.
20 სექტემბრიდან ჩვენს ვებსაიტზე (ამავე გვერდის კომენტარებში) კენჭისყრის მეშვეობით შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საუკეთესო სურათების შერჩევაში.
ამ ფოტო კონკურს რომ პოლიტიკური ელფერი დაკრავს ამაზე კამათი არც უნდა იყოს ფოტო კონკურსის სახელიდან გამომდინარე უბრალოდ საქმე იმაშია შემდეგ როგორ გამოიყენებენ ამ ყველაფერს, "პოლიტიკური" კუთხით შერჩეულმა ფოტოებმა არ უნდა დაჩაგროს ის ფოტოები რომლებიც ფოტო ხელოვნების კუთხით შეიძლება კარგ ნამუშევრად ჩაითვალოს.
Zaza Gabaidze, შენივე ნათქვამს ეწინააღმდეგები.. თან ამბობ, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური კუთხით შეირჩევა ფოტოები და, თან, ისიც გინდა კარგი ნამუშევრები არ დაიჩაგროს..
tavadi, ჯერ არ გინახავს საერთოდ ფოტო რომელიც პოლიტიკური კუთხითაც რომ იყოს მისაღები და შესაბამისად კარგ ნამუშევრად ჩაითვალოს?
იმ წინა ნათქვამში ის ვთქვი რომ პირველი ადგილი მართლაც რომ შეუსაბამო ფოტომ აიღოს, გამოფენაზე მაინც გაიტანონ ნორმალური ფოტოები თქო თუმცა საერთოდ პოლიტიკური დატვირთვის მქონე ფოტოებიც არსებობს რომლებიც მართლა კარგი ნამუშევარია და შესაბამისად ჩემ ნათქვამშიც არაფერი ურთიერთ საწინააღმდეგო არ არის უბრალოდ ის შეიძლება ითქვას რომ ამ საიტზე არ ჩანს ჯერ-ჯერობით ეგეთი ნამუშევარი : )
ისე ძალიან ცუდად წერია საიტზე ინფორმაცია კონკურსის შესახებ რა, არც იმის შესახებ წერია რაიმე თუ რამდენი ნამუშევარი იქნება გამოფენაზე, როდის ჩატარდება და ა.შ.
მაგრად მკიდია ბოდიშიდა კონკურსის თემატიკა, გავგზავნე ომამდელი ფოტოებიც და გუშინწინ გადაღებულებიც რაც მოეპრიანათ ის დადეს, მეც რაღადამრჩენია დაველოდო შედეგებს ნუ ღელავთ ცუდი ფოტო არ გაიმარჯვებს.
რა შუაშია პოლიტიკა და ხელოვნებაო.. და ბლა ბლა და ბლა და ბევრი ბლა კიდევ..
ფოტოგრაფია არ არის მარტო ნიუ და არ არის მარტო პეიზაჟები. არის კიდევ დოკუმენტალისტიკა და კიდევ ერთი ორი რაღაც რა ჟანრი რომ ჰქვია მოკლედ.. მე რავი არ მინახავს მსოფლიოს წამყვან პოლიტ ნიუსებს თან ფოტოები არ ერთვოდეს. და რა გინდათ რომ თქვათ რომ ის ფოტობი, რომლებიც ამ გამოცემების ყდებს ამშვენებენ, რახან პოლიტ ჟურნალებია, ბანძი ფოტოებია და "ბრტყელი" ფოტოებია? და პოლიტიკის "ბინძური სუნი" უდის? რა სისულელეა. პოლიტიკა და ფოტოგრაფია არის ძალიან გადაჯაჭვული სფეროები და ამაზე რომ ვინმე კამათობს მაგარი ღადაობაა...
ახლა რაც შეეხება კონკურსს: არამგონია რადიო თავისუფლება ვინმეს მარიონეტი იყოს, ყოველშემთხვევაში აქამდე არ შემიმჩნევია მე მსგავს ქმედებას სჩადიოდეს. კონკურსი თუ პოლიტიკურ ელფერს ატარებს ესე იგი გაიმარჯვებს ის ფოტო, რომელიც ეხება პოლიტიკას ან, სადაც ნაჩვენებია ისეთი პოლიტიკა, როგორსაც მოითხოვენ იმ მომენტში: ასეთ შემთხვევაში ვერ "დაიჩაგრება" კარგი ფოტო. იმიტომ რომ ის ფოტო რომელიც გაიმარჯვებს ჟიურის მოთხოვნებს, დააკმაყოფილებს, ის იქნება "კარგი". როდესაც ასეთი სათაური აქვს კონკურსს, იქ პორტრეტი ან თუნდაც უბრალოდ კარგი ჟანრი კი არ იმარჯვებს, არამედ ისეთი რომელიც შეესაბამება სიტუაციას, ანუ იმ ბანერს, სადაც იმას სავარაუდოდ გააკრავენ, გარკვეული დავირთვა უნდა ჰქონდეს, კონტექსტში უნდა ჯდებოდეს. ბანერებზე კი უბრალოდ კარგ ჟანრებს და პორტრეტებს კი არ აკრავენ, არამედ - გარკვეულ მესიჯებსისა და დატვირთვის მქონე ფოტოებს. ამიტომაც აქ უბრალოდ კი არაა, არამედ სარეკლამოდ გამოსადეგი ფოტოა საჭირო. ეს ჩემი აზრია, რავი...
კაპო ძალინ გთხოვ ნუ ამბობ "მცნებას" - მცნება არის 10, ხოლო "ცნება" არის ის რასაც შენ გულისხმობ.
ამ თორმეტიდან, მე რომელიც მომწონს იყო 6, საიტზე დადეს ის 6, რომელიც მე ნაკლებად მომწონდა.. მაგარი სტრანნი კონკურსია.. მე მგონი, მანდ დებენ იმ, ფოტოებს რომლებიც არ დაევასათ
kesha, მეც მანდ ვარ ასეთი სუბიექტური გამოქვეყნება, მითუმეტეს გაფრთხილების გარეშე, სათაურის გაუთვალისწინებით ნაღდი თვითნებობა და დაბალი დონეა, სირცხვილი!
kesha, მეც მანდ ვარ ასეთი სუბიექტური გამოქვეყნება, მითუმეტეს გაფრთხილების გარეშე, სათაურის გაუთვალისწინებით ნაღდი თვითნებობა და დაბალი დონეა, სირცხვილი!
მაინტერესებს ჟიური ჰყავს? და თუ ჰყავს ვინ არიან? როცა ამხელა თანხაა საპრიზო ფონდის სახით, ცოტა უხერხულია რა ასე ბალაგანი კონკურსის გაქეთება.
დარწმუნებული ვარ ჟიური, თუ არსებობს ასეთი საერთოდ, უეჭველი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული ადა არა პროფესიონალი ფოტოგრაფებით ან ხელოვნებათმცდონეებით.. ეს ქართული ორგანიზაციული სენი ალბათ ამათაც აქვთ.. აბა რომელი ნორმალური ფოტოგრაფი აარჩევდა ასეთ ფოტოებს?
ტემატიკა ზალიან საინტერესოა და დარწმუნებული ვარ ბევრი კარგი ფოტო იქნებოდა გაგზანილი, ნუთუ ვერ ამოარჩიეს ნორმლური ფოტოები? თან რა ჯანდაბაა კონკურსის ფინალურ ეტაპზე 300 ფოტო?
kesha ხელოვან საზოგადოებას რაც შეეხება, ამ კომპლიმენტისთვის აშკარაა ტაშს იმსახურებ...
დიდი მადლობა რედაქტირებისთვის
ხელოვნება არის ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი, როგორც წყალი ზღვაში. მე ვერ გეტყვი რამდენადაა დოკუმენტური ფოტოგრაფია ხელოვნება, მე გეტყვი, რომ დღეს ხელოვნება ბევრ ისეთ რამეს დაარქვეს რაც უბრალოდ პროფესიული საქმიანობაა... არის ხალხი ვინც ამას იზიარებს, მაგრამ სხვებიც არიან...