იყო ასეთი შემთხვევა. შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში. ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან. საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
მე ეხლა ორ ნაწილად ვიყოფი,ერთის მხრივ ვთვლი რომ არანაირად არ არის საჭირო კანონით იკრძალებოდეს მსგავსი ფოტოების საზოგადოებისთვის მიწოდება,თუმცა მეორეს მხრივ შეიძლება ანალოგიურ არასასიამოვნო სიტუაციაში ყოველი ჩვენთაგანი აღმოჩნდეს. ასე რომ დელო ტრუდნოეეო : ))
User-Nikala, კანონით არ იკრძალება ამონარიდი სამოქალაქო კოდექსიდან: მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები 1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე. 2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. მუხლის მეხუთე ნაწილი 5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.
დარწმუნებული არ ვიყავი,მაგრამ ვფიქრობდი რომ ასეთი რამის აკრძალვა სისულელეა. უბრალოდ თუ ფიქრობ რომ შენი უფლებები დაირღვა წახვალ და იჩივლებ. საბოლო ჯამში გააჩნია რა ხდება ფოტოზე,რა მდგომარეობაში ხარ გადაღებული,შეიძლება უბრალოდ პრინციპის გულისთვის "გაახურო" ჩვეულებრივ ფოტოზე,მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს რომ მართლა პირად ცხოვრებაში შემოჭრა მოხდეს ფოტოთი.
Magdu, კოდექსით მართლაც გარკვეულია თითქოს ყველაფერი, მაგრამ ძნელია განსაზღვრო რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ფოტოსურათი პრინციპს - "ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში". ან კიდევ "ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან" საკმაოდ რთული შესაფასებელია. ვთქვათ ნებისმიერი პიროვნების ფოტოსურათის (ვთქვათ ნორმალური, არაპროვოკაციული სურათი) ინტერნეტში განთავსება რაღაც დონეზე უზრუნველყოფს ამ პირის საზოგადოებრივ აღიარებას
Added @ ან კიდევ. ვთქვათ ჩემთვის ვიღებ პეიზაჟს და აღმოჩნდა, რომ იქვე სადღაც "ჩრდილში", თურმე, მყოფი წყვილის სერიოზული ვნებათაღელვაც გადამიღია. თუ არა და პეიზაჟი იმდენად მომხიბლავია, რომ მისი განთავსება მინდა, ვთქვათ, ინტერნეტსივრცეში. რა უნდა ვქნა ასეთ შემთხვევაში? იმ წყვილის ძებნა დავიწყო ნებართვის მისაღებად, თუ პეიზაჟის კონკრეტულ უბანს ცენზურა დავადო?
EdiLine, ინტერნეტში ფოტოს განთავსება არ უზრუნველყობს პიროვნების საზოგადოებრივ აღიარებას.. თუ საზოგადოება აღიარებს პიროვნებას, მაშინ ხდება მისი ფოტოს ან ვიდეოს გამოქვეყნება.. რაც შეეხება
QUOTE
ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში,
აი მე თუ ვმოძრაობ ვაჟაზე და ვიღაცამ რუსთავი2-ს შენობიდან ფოტო გადამიღო და სადმე გამოაქვეყნა ეს საზოგადოებრივ ადგილზე გადაღებული ფოტოა? Added @ EdiLine,
მე ვისაც ვუღებ და ვაქვეყნებ ყველას რო შევეკითხო იმდენ ხალხს შევკრიბავ მიმიქარავს ოპოზიცია Added @ დოკუმენტალისტიკა ზუსტად ეგაა რო ის უნდა გამოაქვეყნო რაც ხალხშია და ხალხს ეხება ..რეალური ფაქტები
დოკუმენტალისტიკა ზუსტად ეგაა რო ის უნდა გამოაქვეყნო რაც ხალხშია და ხალხს ეხება ..რეალური ფაქტები
კი ნამდვილად ეგრეა, თუმცა ხომ მაქვს მეც უფლება ვისაც მიღებ, რომ არ მსურდეს ჩემი პირადულის, თუნდაც მხოლოდ სახის საქვეყნოდ გამოჭენება? თუ იცით ვინმემ რა შემიძლია გავაკეთო ისეთ სიტუაციში, როდესაც ვინმე მიღებს ფოტოს, აქვეყნებს ბოკეზე, გაზეთში, ბილბორდზე ან ნებისმიერ ადგილზე სადაც უცხო ადამიანები მნახავენ. უბრალოდ უნდა მივიდე მუხლზე დაჩოქილი ფოტოგრაფთან და ვთხოვო, რომ სადაც გამომაქვეყნა იქიდან ამომიღონ? თუ უკვე ნანახი ვყავარ ხალხს გაზეთის ფურცლებზე ან ინტერნეტ სივრცეში, მაქვს თუ არა უფლება ვიჩივლო?
საქართველოს კანონმდებლობაში გაცილებით მარტივად ყოფილა საქმე (ფოტოგრაფებისთვის)
ევროპის ბევრ ქვეყანაში იკრძალება ფოტოს გამოქვეყნება, თუ ფოტოზე აღბეჭდილი პირის ნებართვით არ ხდება ეს ყველაფერი.. ანუ თუ გამოაქვეყნებ ნებართვის გარეშე და გიჩივლებს, აუცილებლად წააგებ საქმეს. ჩივილი შეუძლია ნებისმიერ პირს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ფოტოზე.. ჰო.. და .. მე არ მომწონს ეს კანონი..
ნუ გადიხარ საზოგადოებრივ ადგილებში და იქნები ანონიმური. ან სახეზე რამე აიფარე.
რას ნიშნავს "არ მინდა ხალხმა ნახოს ჩემი სახე?!" საზოგადოებრივ ადგილებში რომ დადიხარ იქაც ხომ გხედავენ?! თუ შენ არ გსიამოვნებს რომ შენ სახეს ნახავს 100 000 კაცი (მაგალითად) 100 კაცის ნაცვლად?
საქართველოს კანონმდებლობაში გაცილებით მარტივად ყოფილა საქმე (ფოტოგრაფებისთვის)
ევროპის ბევრ ქვეყანაში იკრძალება ფოტოს გამოქვეყნება, თუ ფოტოზე აღბეჭდილი პირის ნებართვით არ ხდება ეს ყველაფერი.. ანუ თუ გამოაქვეყნებ ნებართვის გარეშე და გიჩივლებს, აუცილებლად წააგებ საქმეს. ჩივილი შეუძლია ნებისმიერ პირს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ფოტოზე.. ჰო.. და .. მე არ მომწონს ეს კანონი..
მხედველობაშია ის შემთხვევა, რომ ფოტოზე მხოლოდ კონკრეტული პიროვნებაა, თუ პიროვნებას ჩივილის უფლება აქვს მაშინაც (და შესაძლოა მოიგოს კიდეც პროცესი), თუ იგი მხოლოდ ე.წ. "ეპიზოდურ" ფრაგმენტშია? დავუშვათ არავინაც არ უღებდა ამ პიროვნებას, მაგრამ იგი კადრში მოხვდა სრულიად შემთხვევით, როცა ხდებოდა, ვთქვათ, შადრევანის ან ეკლესიის გადაღება, რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ისე კი უცხოეთში რომ უხეშობის დონემდე აყვანილი პაპარაცული სტილის გადაღებებია, ასეთები ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა ჩვენთან.
ანუ, ფოტოგრაფირება გარკვეული რისკის შემცველი გამოდის... საინტერესოა, თუ გადავიღე პატარა ბავშვი და ფოტოსურათი ინტერნეტში გამოვაქვეყნე, ამ დროს ან მისი მშებლები მიჩივლებენ, ან თვითონ ეს ბავშვი, თუნდაც როცა გაიზრდება მაშინ? და, საერთოდ, როცა ფოტოების გადასაღებად მივდივარ, ფოტოაპარატთან ერთად ნოტარიუსიც უნდა ვიყოლიო თან, რომ ოფიციალური ნებართვა ავიღო ყველა იმ პირისაგან ვინც, თუნდაც, შემთხვევით მოხვდება კადრში. (შესაძლოა ვინმემ სიტყვიერი თანხმობის შემდეგ გადათქვას). ისე კი, იქნებ მე თვითონ ვუჩივლო ყველა იმ პირს ვინც რაიმე ობიექტის გადაღებისას კადრში მოხვდება და იდეას გამიფუჭებს?
gingery, ზუსტად ეგაა რთული, როცა ყოველი კონკრეტული სიტუაციის აღქმა შეიძლება (და ხდება კიდეც) არაერთგვაროვნად.
ისე კი, ჩემი აზრით, თუ გამოქვეყნებული ფოტოსურათი არაა გამიზნული პიროვნების ღირსების შესაბღალავად ან ფოტოსურათის გამოქვეყნება არაა კომერციული ხასიათის, ანუ არ ხდება ფოტოსურათის მეშვეობით გარკვეული ფინანსური სარგებელის მიღება, ვთლი რომ, არ უნდა იზღუდებოდეს გადაღებული ფოტოსურათების (განსაკუთრებით "ღიად" გადაღებულების) გამოქვეყნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პიროვნება წინასწარ აუკრძალავს ფოტოგრაფს აღნიშნული ფოტოსურათის პოპულარიზებას (საჯაროობას).
თუმცაღა, როგორც იტყვიან, - ყველაფერი ინდივიდუალურია.
თუ პიროვნების თავმოყვარეობა არ ილახება გადაღებული ფოტოთი,ანუ არ არის სკანდალური და პიროვნების გირსების შესალახად გადაღებული ფოტო არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს მაშინ,ფოტოგრაფია ფა ფოტოგრაფი იმისთვისაა რომ ფირზე აღბეჭდოს გარკვეული ემოცია...
[SIZE=7][COLOR=purple] ფოტო ... ეს არის წარსულში სასიამოვნო გასეირნება.... რაღაც ცოტა ლამაზად არ გამომივიდა მაგრამ მაინც....
გადაიღეთ რაც გინდათ და როგორც გინდათ...თუ ვინმე გიჩივლებთ ეტყვით რომ მეორედ აღარ იზამთ...თუ ვინმეს ისეთს გადაიღებთ კიდე რომ რაიმე საზღაურის ამოიღებას შეეცდება თქვენგან...ნუ ხვდებით ვისაც ვგულისხმობ.....თქვენ მის ფოტოს იმაზე მეტადნ მიყიდით ვინმეს რასაც მას მორალური და ა.შ კომპენსაციისთვის... მოგთხოვენ როგორც როგით ფოტოგრაფს..( აბა მსოფლიო დონის ფოტოგრაფები ისე როგორც ფეხბურთელები ჩვენ ქვეყანაში გარკვეული მიზეზების გამო არ მოიძებნება).....ტაკ ჩტო დაიკიდეთ არ გააცივოთ კამერა... არ დაგავიწყდეთ აქ ჯუმბერამ ჯონდო დააორსულაო თუ როგორ არის ეგ ამბავი..??? )))
ოოო რთული საკითხია სურათის ფოტოგრაფი რომ ვიყო ჩავთვლიდი რომ თავისუფალი ვარ და რასაც გადავიღებ მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, მაგრამ მე რომ იმ ახალგაზრდების ადგილას ვყოფილიყავი მაშინ განსხვავებული აზრი მექნებოდა gagatogo, ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა აქ ჯუმბერიმ ჯონდო დააორსულა ოღომდ მგონი ჯამბული იყო არ მახსოვს მოკლედ საბოლოოდ მაინც ფოტოგრაფები მხარეს ვიჭერ
me vpikrob am sakitxshi mtavaria zomiereba da koveli potogapis piradi etika...ar gamova kvela situaciis erti sazomit gazomva-ar gadavigot????-mashin dzalian bevri arachveulebrivi kadri daikargeba...-mashin dajde unda potoatelieshi da passportis suratebi aketo-ik aravin getkvis rato gadamige-nebartva ar momiciao:)))...gadavigot kvela da kvelaperi????-sheidzleba pizikuradac dazaralde da aparatic dakargo...-improvozireba da mxolod improvizireba-vgoneb am sakmeshi uketesi xerxi jer aravis gamougonebia.
თუ პიროვნების თავმოყვარეობა არ ილახება გადაღებული ფოტოთი,ანუ არ არის სკანდალური და პიროვნების გირსების შესალახად გადაღებული ფოტო არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს მაშინ,ფოტოგრაფია ფა ფოტოგრაფი იმისთვისაა რომ ფირზე აღბეჭდოს გარკვეული ემოცია...
[SIZE=7][COLOR=purple] ფოტო ... ეს არის წარსულში სასიამოვნო გასეირნება.... რაღაც ცოტა ლამაზად არ გამომივიდა მაგრამ მაინც....
+1
ჩვენი მისიაც სწორედ ის არაა, რომ ემოცია აღვბეჭდოთ, ფირზე. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე რა პრობლემაა, მითუმეტეს კანონმდებლობა არ გვიკრძალავს. ანუ, გადავიღოთ და გადავუღოთ, ვისაც გვინდა, სადაც გვინდა, სანამ ბატარეა და ჩიპი გაძლებს.
კანონით თუ მართალი არის, დამთავრდა იქ ყველაფერი. საქმე სასამართლომდეც რომ მიდგეს, თუ კანონს იცავდა და უკანონოდ არ გადუიღია, ვერავინ ვერაფერს დააკლებს და თუ ვინმე ფიზიკურად გაუსწორდება, ორჯერ აზღვევინებს სასამართლოში.