apachi, უნდა იყიდო გაზეთი, რომ მტკიცებულება გქონდეს. შემდეგ ურეკავ და ეუბნები. თქვენ ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენეთ ფოტო. გადამიხადეთ კომპენსაცია თუ არა და გიჩივლებთ.
------ მემგონი ბევრს შემთხვევა მსგავსი პრობლემა და ვერ მოუგვარებია როდესაც ნეტიდან სხვადასხვა გამოცემები ურცხვად იპარვენ ფოტოებს და მერე იყენებენ მათ ჭკუაზე
დღეს დილით ქართული პრესისი მიმოხილვას ვუწურებდი რუსთავი 2-ზე და გავჩითე ჩემი ფოტო გამოუყენებია გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის რედაქციას ერთერთ სტატიაზე შემდეგ დავურეკე და ვუთხარი საიდან მოხვდათქო, ინტერნეტიდანო მერე არადა ინტერნეტში ეგ ფოტო ერთადერთ საიტზე იყო გამოქვეყნებული სახელი და გვარი მიწერილი და იქვე ავტორიც, შეეძლო მოეწერა და გავეფრთხილებინე, ნუ როგორც ხდება ხოლმე ნეთქი დრღვევაა ეს თქო სრული უფლება მაქვს მოვითხოვო ანაძღაურბათქო და იქნებდან დმცნავად რა ანაზღაურება უნდა მოითხოვო ეგ რაც იქნება მგზავრობის თანხა დაგიჯდება უფრო მეტიო მეთქი დრამდენია - 3-4 ლარიო ოპსს მერე რედაქტორეს ველაპარაკე და რედაქტორმა ამიხსნა რომ თურმე ინტერნეტიდან აღებული ფოტოები ჩვეულებრივი მოვნელაა ამდენხანს პრობლემა არ შექმნია პირველი შემთხვევაა და გარდა ამისა გასაოცარი რამ მითხრა თურმე ყოფილა ფოტოების 2 კატეგორია 1. უფასო 2. ფასიანი
ხოდა ამდგარა და უფასო ფოტოები გადმოუწერია მეთქი სახელიდაგვარი რატო არ მიაწერეთთქო როცა მარცხენა კუთხეშI სახელი და გვარი აწერია უი ხო შევცდი უნდა მიგვეწერაო.. და თანხას გადაგიხდით არა პრობლემო 3 ლარსო ოღონდ დმიმტკიცეთ რო შენიაო
3 კლარი სასაციოლოა და არ ღირს ეს ასეთქო, ჩვენთან ასე რისო, კი ასე იქნება მე რომ თქვენი თანამშრომელი ვიყო და ფოტო ტექნიკით თქვენ ო უზრუნველყოფდეთო და მოკლედ მთელი ამბები
მაინტერესებს ახლა როგორ მოვიქცე ვის მივმართო და რა ვქნა
იქნებ დამეხმაროთ ვინმემ არ მინდა რომ შერჩეთ და პრეცენდენტი დაუშვათ კიდევ ერთი რომ ვიღაც უტუ რედაქტორი იღებს უკითხავად აქვეყნებს თვითონ როგორც უნდა და რაც უნდა იმას გააკეთებს
---------- ფოტოები
ისტერიკა
QUOTE
პროფესიული კეთილსინდისიერება ზუსტად 3 ლარად შეაფასა
ხოდა მაგაზე გამიტყდა ვინ ჩემი ფეხებია ეგ ასე რო მიფასებს ჩემს შორომას
საავტორო უფლება ამ ფოტოზე აჩის აქვს. და დაარეგისტრირებს ის ამას თუ არა საქპატენტში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია შეძლოს დამტკიცება იმისა, რომ ფოტო მისია (ამას ამტკიცებს).
როგორც უკვე დავწერე, არის შემთხვევები როდესაც ნაწარმოების გამოყენება შეიძლება ავტორის ნებართვის გარეშე, მაგრამ მისი ვინაობის მითითებით და არის შემთხვევები, როდესაც ნაწარმოების გამოყენება არ შეიძლება ავტორის ნებართვის გარეშე.
ამას დეტალურად ხვალ დაგიწერთ. (მუხლებზე მითითებით)
მეც მომპარეს რაღაც უფასო ჟურნალის პირველ გვერძე იყო ყდაზე
ხოდა უკან ეწერა ამ ჟურნალიდან ფოტოების მოპარვა კანონით ისჯებაო იქ სახელი და გვარი ეწერა ოღონდ ინვალიდებს ჩუქნიდნენ უფასოდ და მაგან გამაჩერა არც დამირეკია ეგენი კიდე ნაგლები არიან.. 3 ლარი უნდა დაუხვიო და გადააყლაპო ოღონდ პირიდან არა
ფეხებზე კიდიათ საავტორო უფლებები..
საღორეში ვართ რაა
ისე დიდი არაფერი ფოტოა :P
კახა ფოტოს ავკარგიანობაზე არ ვსაუბრობ,ზოგისთვის დიდი აარაფერია ზოგისთვის ზედგამოჭრილი იმ მასალისთვის რომელზეც გამოიყენეს
ამონარიდი კანონიდან "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
მუხლი 17. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები 1. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია: ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება); ------------------------------------------------------- მუხლი 18. ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებები 1. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. 2. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ..... კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება. 3. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება). ..... 9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებათა შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 21–28-ე მუხლებით, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ შელახავს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის კანონიერ ინტერესებს. -------------------------------------------------------
მუხლი 24. თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებული ნაწარმოების გამოყენება დაშვებულია თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებულ არქიტექტურულ, ფოტოგრაფიულ, სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაწარმოების გამოსახულება წარმოადგენს ასეთი რეპროდუცირების ან საჯარო გადაცემის ძირითად ობიექტს ანდა გამოიყენება მოგების მიღების მიზნით. --------------- ბოკე ან/და სხვა საიტი შეიძლება ჩაითვალოს "თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილად" და იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის გაზეთის გამოშვებაც) ორიენტირებულია მოგების მიღებაზე. გაზეთს ფოტო არ უნდა გამოეყენა ავტორის ნებართვის გარეშე.
პ.ს. ჩემი პოსტი ცოტათი "მშრალია" მაგრამ იმედია გასაგები
Magdu, მადლობა, დღეს წერილი უნდა დავწერო რედაქციის სახელზე და ოფიციალურად გავგზავნო უდა დაველოდები პასუხს და მერე ვიმოქმედებ შესაბამისად
----- დღეს ვნახე გაზეთი საჯარო ბიბლიოთეკაში და გამიკვირდა ის ტყუილი რომელიც გუშინ რედაქტორა მითხრა რომ წინა გვერდზე არ გვაქვს გამოტანილი სურათიო არდა ფაქტი სხვანაირად მეტყველებს, კი მართალია მთავარი ფოტოა მარა მაინც
თან ამ ყველაფერთან ერთად სახელი და გვარი შეიდა და გარე გვერდზებზე ჩამოჭრილია ორივეგან რომელიც ფოტოზე იყო მრჯვენა ქვედა კუთხეში
apachi, ეგრეა. შენი ნებართვის გარეშე შეუძლიათ გამოიყენონ თუ ამაზე ფულს არ აკეტებენ. (თუმცა როგორც წესი სწორედ ეგეთი პროექტებიდან მეკითხებიან ხოლმე ჩემი ფოტოების გამოყენებაზე ნებართვას) ფულის კეტება იმას არ ნიშნავს რომ გაზეთი ფასიანია. შეიძლება უფასოდ რიგდებოდეს მარა მასში რეკლამა იყოს ფასიანი და ა.შ.
ამ შემთხვევაში ეს ცხადია ორივე იქნება ანუ გაზეთი ამაზე ფულს აკეთებს და არანაირი უფლება არა აქვთ რომ შენი ნებართვის გარეშე გამოიყენონ.
ჰონორარს რაც შეეხება ეგ აქ ცხადია არ იმუშავებს. შენ ამათმა მოგაყენეს მორალური ზიანი და სწორედ მის ანაზღაურებაზე უნდა იჩალიჩო. ანუ რომ ეთქვათ რომ შენ ფოტოს გამოვიყენებთ და ამაში 3 ლარს გადაგიხდით ცხადია უარს ეტყოდი ან სულაც იასე აჩუქებდი. მარა ამათ შენ სრულად იგნორირება გაგიკეთეს და ამას უნდა მიაწვე რომ მორალური ზიანი მოგაყენეს ამითი.