2008 წლის ზამთრის ჩემპიონატი ბილიარდში!!! (ბოკელებს შორის)
მაშ ასე, შაბათს, 20 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე, კლუბ "ბულდოგში" დაიწყება ჩემპიონატი ბილიარდში. ფინალური შეხვედრა იქნება 27 დეკემბერს. თამაშის მსურველებმა 19 დეკემბრამდე (პარასკევი) უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ამისათვის საჭიროა ორგანიზატორებს (nature, kapo) მიწეროთ PM მ/ს.
დასაჩუქრდებიან პირველ და მეორე ადგილზე გასულები. (პრიზების თვითღირებულება, მონაწილეთა რაოდენობის პროპორციული იქნება).
გისურვებთ წარმატებებს.
ბულდოგის მდებარეობა, ვინც არ იცის იმათთვის Added @ არც ისე მაგარად ვთამაშობ, როგორც nature ამბობს, პირიქით ის მიგებს კიდეც და ერთგვარი ფანდი გაითამაშა
და ერთ დრეში თქვენი აზრით ვერ მოესწრება? 16 კაციან ტურნირს ჭირდება 2-3 საათი მაქსიმუმ ჰოდა მოდით ერთ დღეში გავაკეთოთ ასაკრები თანხა რამდენია მივუთითოთ !
ჯერ-ჯერობით 10ლ. მაგრამ kesha გვთავაზობს შეღავათიან ფასებს და თუ მოვრიგდით საწევრო დაიკლებს. ასე რომ გადასახადი ზუსტად რამდენი იქნება ხვალ დავწერ. Added @
QUOTE(kesha @ Dec 16 2008, 20:15)
და ერთ დრეში თქვენი აზრით ვერ მოესწრება? 16 კაციან ტურნირს ჭირდება 2-3 საათი მაქსიმუმ ჰოდა მოდით ერთ დღეში გავაკეთოთ
რა თქმა უნდა მოესწრება, მაგრამ პრიზები საიდან გავაჩინო?
KAPO: (პრიზების თვითღირებულება, მონაწილეთა რაოდენობის პროპორციული იქნება) -> შესაბამისად შაბათ დღესვე მიღებული თანხით არავინ გაიქცევა პრიზის საყიდლად. ერთკვირიანი შუალედის "დანიშნულება გახლავთ ეს". და არამხოლოდ
იყოს 10 ლარი სესატანი 16 თ მოვგროვდებით, 160 ლარი დავანაწილოთ ასე
4 მაგიდა ავიღოტ და მაქსიმუმ დაგვეხარჯოს 40-50 ლარი მაგ ამბავში დანარჩენი 120-110 ლარი დავხარჯო პრიზებში I ადგილი - 50 ლარი და 5 ფოტოს ლიმიტი (55 ლარი) II ადგილი- 30 ლარი და 5 ფოტოს ლიმიტი (35 ლარი) III ადგილი - 2 A3 ზომის ფოტოს დაბეჭდვა და 10 ფოტოს ლიმიტი (19.60 ლარი)
ვნახოთ რამდენი აიკრიბება და ამ სქემის მიხედვიტ გავანაწილოთ პრიზებიც ამ პროპორციით რა
შაბათს, 20 დეკემბერს, 19:00 დავიწყებთ თამაშს. ფინალური შეხვედრაც იმ დღესვე იქნება, რადგან გამარჯვებულებს ფულს გადავცემთ და არა სხვა რაიმეს. დასაჩუქრდებიან მხოლოდ I და II ადგილზე გასულები. შემოსული თანხიდან გადავიხდით საბილიარდოს ქირას, ხოლო დარჩენილი თანხის 60% გადაეცემა I ადგილზე გასულს, ხოლო დანარჩენი, ანუ 40% II ადნილზე გასულს. სამონაწილეო თანხა იქნება 10 ლარი. გადასახადს შევაგროვებთ შაბათს, თამაშის დაწყების წინ.
თამაშის ზოგადი პირობები. მოთამაშე წყვილებს შევარჩევთ ორგანიზატორები, შემთხვევითი პრინციპით. ანუ ე.წ. ლოტოტრონის პრინციპით. (ამ ყველაფერს დროის მოგების გამო ვაკეთებთ). წყვილები ითამაშებენ მხოლოდ ერთ ხელს და მათგან გამარჯვებული გადავა შემდეგ ეტაპზე, წაგებული კი ავტომატურად ამოვარდება თამაშიდან. და ა.შ. თუ რაიმე კითხვა დაგებადებათ მომწერეთ PM.
კი მარა ერთი ხელი რა არი ორი ცამი უნდა ერტ ხელს და ტან ერტი ხელი ცააგო ეგ არ ნისჰნავს რო ის სჰენზე დზლიერია მიტუმეტეს პულსჰი მინიმუმ სამი ტამასჰი უნდა იყოს და სამსჰი ვინც ბევრს მოიგებს ის გადის ტორე ერტი ხელი მაგარი სისულელეა დამიჯერეთ
კი მარა ერთი ხელი რა არი ორი ცამი უნდა ერტ ხელს და ტან ერტი ხელი ცააგო ეგ არ ნისჰნავს რო ის სჰენზე დზლიერია მიტუმეტეს პულსჰი მინიმუმ სამი ტამასჰი უნდა იყოს და სამსჰი ვინც ბევრს მოიგებს ის გადის ტორე ერტი ხელი მაგარი სისულელეა დამიჯერეთ
ბოდიშს მოვიხდი, მცირე სეცდომაა გამეპარა მექანიკურად, ორ ხელს ითამაშებენ, საჭიროების შემთხვევაში სამს, ანუ თუ ერთით ერთი დამთავრდება, მესამე ხელი გაარკვევს ყველაფერს. Added @ თამაშის ზოგადი პირობები. (მცირე შესწორება).
მოთამაშე წყვილებს შევარჩევთ ორგანიზატორები, შემთხვევითი პრინციპით. ანუ ე.წ. ლოტოტრონის პრინციპით. (ამ ყველაფერს დროის მოგების გამო ვაკეთებთ). წყვილები ითამაშებენ ორ ხელს (საჭიროების შემთხვევაში სამს) და მათგან გამარჯვებული გადავა შემდეგ ეტაპზე, წაგებული კი ავტომატურად ამოვარდება თამაშიდან. და ა.შ. თუ რაიმე კითხვა დაგებადებათ მომწერეთ PM.
ხოოოო, კაია კაია, მე პრიზი არ მინდა, აი გამარჯვებული ვინც იქნება ერთი პარტია ითამაშოს ჩემთან , ბოლოს ან 27 ვნახოთ ერთი რა კაციც არის
ისე ბულდოგს ვერ თხოვეთ, კაი ხალხი იქნებიან მაგნები და საერთოდ ან პრიზს დააწესებდა თვითონ ან კიდე მაგიდებს დაგითმობდათ საფასურის გარეშე. პრინციპში არც არაფერი მოაკლდებოდა სამაგიეროდ მშვენიერი რეკლამა გამოუვიდა ბოკეზე.
აბა ესეიგი დიდი ბილიარდი იქნებაო? მახსოვს პირველ ბილიარდზე მიგვქონდა აქაურობა თემა მილიონ გვერდიანი იყო სანამ თამაშს დავიწყებდით და ეხლა რა ხდება "მადლიზა" რო აკომენტებს ხალხი? რაშია საქმე? აბა ცეცხლი დაანთეთ პატარა რო იქ ყველანი გაცხოველებულები მოვიდეთ და თამაშიც საინტერესო იყოს თორე მართლა ფული ხომ არაა...