BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

· · [ ]

> მომავალი სიღარიბის გარეშე, ფოტოკონკურსი

| |
www.boke.ge
post Sep 26 2008, 23:55
#1 

Administration Administration
462




გალერეის ბმული

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “მომავალი სიღარიბის გარეშე” ფოტოკლუბი ბოკე-ს მხარდაჭერით აწყობს ამავე სახელწოდების ფოტოკონკურსს.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს იმის მიუხედავად არის თუ არა დარეგისტრირებული ფოტოკლუბი ბოკე-ს ფორუმზე.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყება 2008 წლის 29 სექტემბერს და გაგრძელდება 10 ოქტომბრის ჩათვლით. ნამუშევრები განთავსდება სპეციალურ გალერეაში.

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს 6 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჟიური.

10-დან 12 ოქტომბრამდე მოხდება ფოტოების შეაფასება, რის შედეგადაც ამოირჩევა 50 საუკეთესო ნამუშევარი.

17 ოქტომბერს, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს კინოთეატრ ამირანის ფოიეში შედგება 50 საუკეთესო ნამუშევრის გამოფენა.

ასევე დაჯილდოვდება საუკეთესო 3 ფოტოს ავტორი, რომელთაც გადაცემათ სპეციალური საჩუქრები:

I ადგილი _ მაღაზია ფოტოსამყაროში 300 ლარიანი კუპონი ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებაზე;

II ადგილი _ მაღაზია ფოტოსამყაროში 200 ლარიანი კუპონი ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებაზე;

III ადგილი _ მაღაზია ფოტოსამყაროში 100 ლარიანი კუპონი ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებაზე;

კონკურსის ფარგლებში კოალიციის პარტნიორები არიან:

ფოტოკლუბი “ბოკე”, კინოთეატრი "ამირანი" და ფოტომაღაზია “ფოტოსამყარო”.

ფოტოგამოფენას დაესწრებიან გორის მიმდებარე სოფლებიდან დევნილი ბავშვები, რომლებიც სიღარიბის თემაზე საკუთარ ნახატებს გამოფენენ.

დამსწრე საზოგადოებას დაურიგდება კოალიციის სიმბოლიკა, თეთრი სამაჯური.

ასევე, ბავშვებსა და იქ მყოფ ყველა ადამიანს შეასაძლებლობა ექნება თეთრ ლენტზე დაწეროს საკუთარი ნატვრა და ამირანის ფოიეში მდგარ “ნატვრის ხეს” შეაბას.

გამოფენა 2 დღეს გაგრძელდება.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავისი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე

წერილი უნდა შეიცავდეს:
1 ავტორის სახელს და გვარს
2 საკონტაქტო ტელეფონს
3. გალერეაში განთავსებისთვის გამზადებულ საკონკურსო ნამუშევარს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ფოტოკლუბ „ბოკე“–ს გალერეისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.
4. თუ სურათის ავტორი უკვე ბოკეს წევრია, ასევე მიუთითეთ თავისი "Username"-იც


იმის გათვალისწინებით, რომ შეფასებების დასრულებიდან გამოფენამდე არის საკმაოდ მცირე დრო, მონაწილეებმა ფოტოს ვებ-ვერსიასთან ერთად ასევე უნდა გამოაგზავნონ ფოტოს საბეჭდი ვერსია (ფორმატისთვის A3). წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი საკონკურსო გალერეაში არ განთავსდება.

ფოტოები, რომელებიც თემატურად არ შეესაბამება კონკურსის დევიზს ან ტექნიკური მახასიათებლებით არ აკმაყოფილებს გალერეის ლიმიტებს – გალერეაში არ განთავსდება.

თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს არაუმეტეს 5 ფოტოსურათისა.

კონკურსის სოციალური აქციის სახისაა. შესაძლებელია ორგანიზატორმა რომელიმე ფოტო/ფოტოები გამოიყენოს კოალიაციის მუშაობის ფარგლებში გამოცემულ ბროშურაში და/ან ვებ-გვერდზე განსათავსებლად.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Closed TopicStart new topicStart Poll
(210 - 239)
kitaia
post Oct 16 2008, 18:39
#211 
Unregistered





ძალიან კარგია, მოვალ ასე 4 ზე
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Oct 16 2008, 19:18
#212 

Amateur+ Amateur+
7,423


kitaia,
სამზე უნდა მოხვიდე, თორემ ფურშეტი აღარ იქნება DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MaStErOFmAsTeRs
post Oct 16 2008, 19:38
#213 

Amateur+ Amateur+
7,000


აუ დღეს მეგონა 17 და მისვლას ვაპირებდი სანამ გავიგე რო თარიღი ამრევია DDDD.gif ხვალ მოვიდიდი სიამოვნებით მაგრამ ლექციები მაქვს : (

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kitaia
post Oct 16 2008, 20:43
#214 
Unregistered





beshqena საკუთარი ფურშეტით მოვალ lol.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Oct 16 2008, 21:20
#215 

Amateur+ Amateur+
3,330


kitaia lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
paatavar
post Oct 16 2008, 23:08
#216 

Photographer Photographer
3,606


QUOTE(beshqena @ Oct 16 2008, 19:18)
kitaia,
სამზე უნდა მოხვიდე, თორემ ფურშეტი აღარ იქნება DDDD.gif
*



ვაა ფურშეტი იქნება? 3-ზე მანდა ვარ
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Oct 16 2008, 23:20
#217 

Amateur+ Amateur+
6,184


lol.gif lol.gif
QUOTE
საკუთარი ფურშეტით მოვალ


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
HocusPocus
post Oct 17 2008, 11:19
#218 

Amateur Amateur
1,440


ეეე TV-ში დავინახე ჩემი ფოტო lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kitaia
post Oct 17 2008, 12:03
#219 
Unregistered





გადაცემა იყო? სამწუხაროა,არ ვიცოდი sad.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
lama
post Oct 17 2008, 12:37
#220 

Amateur Amateur
6,485


მოვალ და გნახავთ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Oct 17 2008, 12:49
#221 

Amateur+ Amateur+
9,217


ვუა DDDD.gif რომელ არხზე იყო?? :P გაიმეორონ იქნებ angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Oct 17 2008, 13:56
#222 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


აბა წავედი მე გამოფენაზეsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tato Robakidze
post Oct 17 2008, 15:26
#223 

Amateur Amateur
763


რეპორტაჟს არ გააკეთებს ვინმე ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Oct 17 2008, 16:50
#224 

Amateur+ Amateur+
6,184


ბესოს და სოფოს ვულოცავ! დიდი სიყვარულით!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Oct 17 2008, 17:07
#225 

Amateur+ Amateur+
9,217


angel.gif იქნებ ეხლა მაინც დაწეროტ ვინ მოხვდნენ ტოპ50-ში angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Oct 17 2008, 17:14
#226 

Amateur+ Amateur+
7,423


1 ადგილი - ბესო დარჩია (stringer)
2 ადგილი - გოგა წუწუნაშვილი (tsumbusha)
3. ადგილი - სოფო ანთიძე (sofia87)

ჟიურის სიმპატია - ბესო დარჩია (stringer)


ვულოცავ ყველა გამარჯვებულს!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
RedCrimsonCactus
post Oct 17 2008, 17:18
#227 

Amateur+ Amateur+
7,119


მშვენიერი ფურშეტი იყო.. იიიფ.. მაპატიონ ბავშვებმა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ruso gavasheli
post Oct 17 2008, 17:20
#228 

Amateur Amateur
2,134


მოვედი რა გასაკლვირიც არ უნდა იყოს ))
ხო
ძალიან
კარგი იყო...
აიი ძალიან ..
ბევრიი იყავით და გამეხარდა ))

ფოტოებიც და დაჯილდოებაც კარგი.. )

ხოდა პირადად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატტორეებს ფურშეტისთვის ... ძალიან ჰუმანური საქციელი იყო მოშიებული ხალხი დააპურეთ ))))))
მადლი მოისხით რა )))))
ლოლ blink.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
RedCrimsonCactus
post Oct 17 2008, 17:24
#229 

Amateur+ Amateur+
7,119


კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: დიადი ფურშეტი იყო. უბრალოდ წვენი იყო თბილი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Oct 17 2008, 17:30
#230 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


ისე ეგ ფურშეტი ბავშვებისთვის არ იყო განკუთვნილი?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
RedCrimsonCactus
post Oct 17 2008, 17:45
#231 

Amateur+ Amateur+
7,119


რა გინდა ნინა, ბოდიში უკვე მოვიხადე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
_Anano_
post Oct 17 2008, 17:46
#232 

Amateur+ Amateur+
6,126


ბესო, გოგა , სოფოო გილოცააააააავთ! angel.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Anna Sulaberidze
post Oct 17 2008, 18:34
#233 

Amateur+ Amateur+
6,041


კარგი იყო ყველაფერი.)

გამარჯვებულებს ვულოცავ და ორგანიზატორებს დიდი მადლობა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Marushka
post Oct 17 2008, 19:26
#234 

Amateur Amateur
13,008


გ ი ლ ო ც ა ვ თ სამივე გამარჯვებულსსსსს bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
HocusPocus
post Oct 17 2008, 19:34
#235 

Amateur Amateur
1,440


გილოცავთ!!! smile.gif



ფურშეტი გემრიელი იყო ?? DDDD.gif ხომ არ ვინანე მალე რომ წამოვედი DDDD.gif:D:D:D


ისა და არ გინდათ ფოტო მომცეთ ? DDDD.gif კარგი პოლიგრაფია გქონდათ..... gavcitldi2.gif gavcitldi2.gif

აი ეს lol.gif user posted image

ისა და ეს ფოტო რა ასარჩევი იყო ? .... თემასთან ძაან ახლოს იყო blink.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
NaNN
post Oct 17 2008, 20:20
#236 

Amateur Amateur
4,458


რამდენი ხანი იქნება ფოტოები და ჩემი ფოტო შეიძლება წავიღოო? gavcitldi2.gif DDDD.gif

გილოცავთ !!!! ბესო სოფო smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gogia
post Oct 17 2008, 20:22
#237 

Master Master
7,645


გამარჯვებული ფოტოების ნახვა სად შეიძლება?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Oct 17 2008, 20:22
#238 

Amateur+ Amateur+
3,330


ვაა დიდი მადლობა დღეს ვიყავი მოსული ოღონდ 6 საათისთვის ვიყავი მანდ სამწუხაროდ გამოცდამქონდა და ყველაფერი მორჩენილი იყო, და კიდევ წუწუნაშვილი კი არა ცუცუნაშვილი ვარ lol.gif
Added @
დიდი მადლობა ყველას angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
xatunia
post Oct 17 2008, 20:42
#239 

Amateur Amateur
6,949


გილოცავთ ყველას angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
_Anano_
post Oct 17 2008, 20:47
#240 

Amateur+ Amateur+
6,126


tsumbusha lol.gif

გილოცავ გოგაsmile.gif !!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 6th August 2025 - 04:46

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'