ჩემი საცოდავი პოსტები აგრესიულად რომ წაშალეთ დილას, ამდენი რომ მეწერა ალბათ პლანეტიდან გამაქრობდით გაოცებული ვარ ჩემი სიმშვიდით, იმის მიუხედავად რომ დილას სამსახურში დეტალურად მოვისმინე ბრძოლის ველზე მომხდარი დეტალები, იმის მიუხედავად რომ ქალაქის დასავლეთ შემოსასვლელში ვცხოვრობ და თბილისს მტერი უახლოვდება, იმის მიუხედავად რომ სუპერმარკეტში ვიყავი და პანიკურად ყიდულობს ხალხი საკვებს და ბენზინგასამართ სადგურზე ისეთივე რიგში მომიწია დგომა როგორიც წინა ომის დროს იყო. არ ვარ პანიკაში, ორივე შვილს მოვუყევი ძილის წინ ზღაპარი და გავაფრთხილე რომ ღამე თუ ხმაური იქნება არ შეგეშინდეთთქო - თუმცა მე მეშინია მაინც.
regionebshi kaia aravis ro ar erchian, magram arc aravin icavs regionebs. ai tbilisi gamagrebulia da brdzola iqneba, hoda brdzolas moyveba besprideli da vin sad gaisvris ver gaigeb.
ვაკეში ავიარე ამ წუთას ბენზოკალოკებზე შეხლა შემოხლაა... დაურეკეთ ნათესავებს იქნება სთხოვოთ ერთმანეთს ვისაც თავში ტვინი აქვს რომ შეჩერდნენ... მარადიორობა ეხა კარგს არაფერს გვიზამს, არც ერთმანეთში ჩხუბი გვაწყობს... მოთოკეთ მეგობრები და ახლობლები, შეძლებისდაგვარად იყავით სახლში! ვილოცოთ ყველამ ჩვენი ერის გადარჩენისთვის!