Nina Minzoni, პანიკაში არ ვარ აი ბავშვისთვის კი მოვიმარაგე მეც საჭმელი )) გუშინ მერიასთან ასობით დევნილი ვნახე, პატარა ბავშვებით ხელში დგანან, არც ჩასაცმელი აქვთ, არც საჭმელი და არც წასასვლელი, დიდმა ნაწილმა მანდვე გაათია ღამე, გუშინ დავწერე დევნილთა დახმარების ცენტრის ცხელი ხაზის ნომერი ისევ მოვძებნი იქნებ რამეთი დავეხმაროთ ამ ხალხს
დევნილთა დასახმარებლად თბილისის მერიაში დროებითი შტაბი და ცხელი ხაზი ამოქმედდა. .... ამოქმედდა ცხელი ხაზი - 38-72-89. მერია სთხოვს მოსახლეობასმ შესაძლებლობიდან გამომდინარე დაეხმარონ დევნილებს საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი ნივთებით. დროებითი შტაბი მიცკევიჩის ქუჩა #29-ში არის განთავსებული. მოსახლეობას საკვების და სხვა ნივთების მიტანა ამ შტაბში შეუძლია.
ბავშვებო მოდით მოვაგროვოთ ტანსაცმელი და რაც შეგვიძლია და გავდეთ მერიასთან, დავეხმაროთ ხალხს, მე ეხლავე შევაგროვებ რაღაცეებს, მათ 1 ნივთითაც რომ დავეხმაროთ ნებისმიერი ადამიანი, უკვე დიდი იმედი იქნება ...რას იტყვით?
ხალხო თქვენი ჭირიმე, საყოფაცხოვრებო ამბები, მტრის საიტებიდან მოტანილი ინფო, ვიღAცის ჭორები ან რაიმე ტელეფონით მოწოდებული ინფო მოსპეთ!!!!!!!
მე გამოვიარე ყველა ომი რაც კი 89 წლიდან იყო საქარტველოში, ვიცი რასაც გეუბნებით დისლოკაციის შეცვლა მრავალნაირად შეიძლება გავიგოთ და რატო ფიქრობთ ცუდს? ახლა ჩვენი ნომერ მეორე მტერია ჭორები დეზა და პანიკა!
ყურადღEბით იყავით, არაა საჭირო ყველაფრის დაპოსტვა.
ვილოცოთ ყველაზე კარგი გზა ეს არის!
კლიმბერი მოგვაწოდებს ოფიციალურ ინფოს!
აბა თქვენ იცით და კინკლაობის დრო ახლა არ არის, ყველა ნერვებზე ვართ.
nachkebia, იცი რა ხდება? მე ძალიან კარგად მესმის შენი..გაღიზიანებული ხარ, მაგრამ ჩვენც გაგვიგე, ჩვენი ძმები იბრძვიან იქ, ჩვენი მეგობრები, ღამე რომ ვიძინებთ არ ვიცით დილით თვალებს გავახელთ თუ არა!!! არ ვიცით საიდან დაგვეცემა ბომბა და რა იქნება 10 წუთის მერე.. უკვე დავიღალეთ, მაგრამ ცოტა თუ არ გადავიტანეთ ყურადღება, გავგიჯდებით!!!! სიმწრისგან გვეცინება და არა იმის გამო რომ ბოდიში და "შიგ გვაქვს"!!! ძალიან გთხოვ ცოტა თავი შეიკავე და ზრდილობის ფარგლებში ილაპარაკე. ჩვენ აქ ვართ და ვლოცულობთ და ვტირით, და ჩვენზე უკეთ ხარ ეხლა შენ მანდ!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ამ წუთებში ცხინვალში შესული არიან რუსული ძალები და, შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალს რუსები აკონტროლებენ.მისივე თქმით, ქართული შეიარაღებული ძალები, გადაჯგუფების შედეგად, ცხინვალის სამხრეთ პოზიციებს ინარჩუნებენ. უტიაშვილის განმარტებით, სამხედრო ძალების გადაჯგუფება რუსეთის ფედერაციიდან დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკის შემოყვანამ განაპირობა. "საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს რესურსი და მზად არის, რუსეთის შეტევა მოიგერიოს",-აღნიშნა შსს წარმომადგენელმა.