kakhabera, არაობიექტურობის კონკრეტული მაგალითი მაინტერესებს ჩემს ქმედებებში, რახან ამბობ პასუხიც გაეცი, ჭორბიურო ხო არ არის ილაპარაკო ზოგადად რაღაცაზე. უგემოვნო კონკურსი კიდე რას ნიშნავს ? რა იყო უგემოვნო, პრიზები? ფოტოები? ორგანიზება? თუ მეც ესე ვილაპარაკო ეხლა ზოგადად, არაობიექტური ხარ და ასე შემდეგ, რასაც მე არ გაკადრებ, ტაქტია ელემენტალური.
SHOM 1.ფოტოები არ ვარგა(მაგრამ გასაგებია რომ ყველაფერი კარგი ვერ იქნება და ვერ დაიდება) 2. დღის ფოტო გაურკვეველი ვადით დევს და უმეტეს შემთხვევაში არ ვიცი რა ხერხებით,მაგრამ ძირითადად PM-ით "გაქაჩულია" (და ვთვლი რომ დ.ფ საიტის "სახეა" და არ უნდა იყოს ამდენი ხნით,მითუმეტეს ცუდი ფოტო) 3. ჯანსაღი კრიტიკა არ არსებობს,არ არსებობს სწორი მითითებები და და არსებობს უამრავი მეწვრილმანე,უგემოვნო amaneur ,amateur +
ახლა რამე რომ ვთქვა...კიდევ თავს შევიკავებ 30 პროცენტები რომ მოაკლდება მერე. მაგრამ მთავარს მაინც ვიტყვი.არასდროს არაფერი გვეშველება და არა მხოლოდ აქ,იმიტომ რომ ასეთი საზიზღრები ვართ.ვერ მოვეშვებით ჩვენ ვერასდროს ჩაქაფულზე ფიქრს და ვერც იმ სასიამოვნო შეგრძნებას როცა შენი ფოტო დღის ფოტო ხდება(მე ეგ არ მიგრძვნია და ღმერთმა დამიფაროს,უნამუსო ვიყო მაქვს იმდენი შეგნება რომ თუკი ჩემი ფოტო შევა და ღირსი არ იქნება ჩემით წავშალო) და ტანში გბურძლავს. ადრე მქონდა თემა გახსნილი ყველამ ვისი ფოტოც საუკეთესოებშია და თავად ავტორიც ხვდება რომ არ არის იქ ყოფნის ღირსი მოდით აქ ჩამოვყაროთთქო და რა?ატყდა ჭორაობა-ღადაობა და მორჩა...იმის მერე კი გადამეკიდნენ ვიღაც-ვიღაცები(თანამდებობას არ ვასახელებ ) მოკლედ რა დარწმუნებული ვარ რომ არაფერი გამოვა არც ამთემიდან,იმიტომ რომ არ! და მორჩა აქ ყველაფერი... P.S. არა ისე გულის მოსაფხანად ასწორებს
shom -მეტი ტაქტი და მეტი ყურადღეა გმართებთ თითოეული წევრის მიმართ, ცინიზმით კი როდესაც გაჯერებულია ადმინის პოსტი, რიგითი წევრისაგან არ უნდა გაგიკვირდეთ... ხინკლის ფასების აწევისათვის ეს თემა ნამდვილად არ უნდა შეგედარებინათ...
ინეტში თითქმის ყველა არსებულ ფოტოსაიტზე ვარ დარეგისტრირებული და ჯანსაღი კრიტიკა არსად მინახავს. ფოტო იდება ვისაც მოსწონს ინახავს ფეივორიტებში, გიწერს საღოლ გამისწორდა და ამით მთავრდება ბაზარი. თუ არ მოსწონთ არ უყურებენ.
კრიტიკა. სწავლა და ა.შ ძირითადად მასტერკლასებზეა და სასწავლებლებში.
და დღის/ფოტოები კიდე უამრავი იუზერების გემოვნებაზეა აწყობილი და აქედან გამომდინარე მიყევით ლოგიკას)))))))))))
kakhabera, ბოკე მართლა შეიცვალა, იმიტომ რომ ადრე ყველას უნდოდა წვლილის შეტანა და ბოკეს განვითAრება, გალამაზება, გახალისება. ნორმალური (ანუ საინტერესო, ინფორმაციული და ფოტოგრაფიული) თემის გახსნა არავის ეზარებოდა. ეხლა კი ხელის განძრევა არავის უნდა, მარტო ადმინისტრაციამ უნდა გაკეთოს ყველაფერი. ხალხის გემოვნება აამაღლოს, გალერეაში დადებული ფოტოების დონე აამაღლოს, ქულების დაწერა ასწავლოს, სხვების მაგივრად ისწავლოს ფოტოგრაფია, სხვების მაგივრად გაერკვიოს დეტალებში და ა.შ.
------------------------------------
ყველას:
ხოოოდა ჩემო ძვირფასებო, ამდენი წერა კითხვა რომ გიყვართ და კარგადაც რომ გეხერხებათ, ადექით და როგორც ძველი იუზერები იქცეოდნენ, თქვენც ისევე მოიქეცით: თვითონაც შეიტანეთ წვლილი ბოკეს სიკარგეში.
ამით თქვენგან მუდმივად გალანძღულ ადმინისტრაციას კი არ შემატებთ რამეს, თქვენივე ვირტუალურ გარემოს გააუმჯობესებთ და "სიტუაციას გამოისწორებთ". ბევრ ახალს გაიგებთ, უფრო მეტს ისწავლით და ა.შ.
ჯერ ერთი იმენა ამ უბედურმა ადმინისტრაციამ რამდენი თითი გააქანა ყველას კითხა ნუ პოლები მაინც იყო კაკ მინიმუმ თუ თემა არა მოსაზრებებისათვის, მაინც ვერ დაკმაყოფილდით ხო??
აი იმენა ღორები ვართ ქართველები არა უარესი ღორის ტილები!!!!!
ვერაფერს ვირგებთ არაფერი გავკმაყოფილებს, სულ სხვაზე წინ გვინდა ყოფნა ქართველებში ხომ მეორე არავინაა და ყველა პირველია!!
გაუმართლებელი ამბიცია შური და დამპალი აგრესია ყველაფერი კარგსიადმი!!
ჯობია კარგში ცააჯვა ვიდრე შენით გააკეთო რამე კარგი!
თფუ გული მერევა!!
მოდერ ეს პოსტი დატოვე და თუ გინდა ბანი დამადე მარა პოსტი არ ჩამისწორო!!!
Sopho Nadareishvili, ხომ შეიძლება ადმინისტრატორმა ასე წეროს როგორც ეხლა დაწერე შენ და არა ცინიზმით და ხინკლებით? ეს იცი მემგონი რას ნიშნავს? ჯერ ადმინისტრატორებიდან უნდა დაიწყოს დასუფთავება და საყვედურები და ბანები შემდეგ გადავიდეს რიგით წევრებზე ვორნების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით გარკვეული ჯგუფის გარდა და თუ რომელი ჯგუფია ეს გადახედეთ თემას და მიხვდებით... მადლობა სოფო
PsixOdino4ka მეც ძალიან ბევრგან ვარ დარეგისტრირებული და ასეთი უაზრო ნაკლის პოვნა ფოტოში რაც აქ ხდება არსად მინახავს,თითქოს ფოტოს იმიტომ ხსნიან აქ რომ რაღაც უპოვონ და თქვან რომ ამის გამო არ მომწონს,და ერთიანობაში არავინ აღიქვამს ფოტოს!
7day, 1. რათქმაუნდა ფოტოების ნაწილი დაბალი ხარისხისაა, მაგრამ ბევრმა დაიწყო დაბალი ხარისხით, ბევრი ვერ წავიდა წინ, ავუკრძალოთ ფოტოების დადება? არ იქნება სწორი. 2. დღის ფოტო ვადა გაურკვეველი ნამდვილად არ არის, არის აზრი რო დღეში რამდენიმე ფოტო გახდეს დღის ფოტო და ამაზე მიდის მსჯელობა. PM ებით გაქაჩულ ფოტოებზე მეტი, რაღაც "მოდით" გაქაჩული უფრო მეტია. PM -ბის ფუნქცია ამოვიღოთ? არ გამოვა. შეგნება ვასწავლოთ? არ გამოვა. 3. კრიტიკას რაც შეეხება ეს უფრო ფართოდ სალაპარაკო თემაა და აქ ასე ადვილად ვერ დავწერ. პირველი რატომაც კრიტიკა არ არის უცოდინარობაა, და ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს უტაკტობაა. საკლასო ოთახში არავინ შედის, გააკრიტიკებ და ვაი უშველებელი ატყდება. ასევე მიღებულია ფრაზა "მე ასე ვხედავ", აბა ვინც როგორ ხედავს ყოფილა ფოტოგრაფია და რა საჭიროა კრიტიკა საერთოდ. "მეწვრილმანე, უგემოვნო" ესეც ტაკტის პრობლემაა ჩემო კარგო, არ შეიძლება ასე ადამიანებზე ლაპარაკი, არ არის ლამაზი. ამ ფრაზის მაგივრად შეგიძლია თქვა "დაუმსახურებელი ამატური", აი აქედან იწყება მერე პრობლემები
ეხლა ვიღაცას თუ გონია რო ადმინისტრაციამ არ იცის ეს პრობლემები და არ ფიქრობს ამ პრობლემების გადაწყვეტაზე, ძალიან ცდება. საიტის არსებობის მანძილზე მიდის პერიოდული ცვლილებები რო შეძლებისდაგვარად საშუალო იყოს და უმეტეს პროცენტს მოერგოს აქაურობა. ამაზე რო არ ფიქრობდეს, დამიჯერე 100 კაცი რო იყო ბოკეზე ძალიანაც სიკტკბო გვქონდა ერთმანეთში და ასეც დარჩებოდა. არაა ეს ყველაფერი ასე მარტივი როგორც ერთი უზერიდან ჩანს, რომელიც მიმჯდარია თავის კომპთან და რაღაცას ამბობს