leluchi - კროპი დაახლოებითი იყო, ნუ დახვეწა შეიძLება
რაც შეეხება სიშავეს კი ნამეტანი მოგივიდა. მივხვდი რაც გქონდა ჩაფიქრებული მაგრამ მაგის განხორციელება ოდნავ რთულია ამ ფოტოზე, თუ დააკვირდები გზას ასე თუ ისე ( ცუდად მაგრამ მაინც) ოდნავ განირჩევა ფაქტურა, ჩანს ქვები, ზოლები, ტალღები მასზე მიმავალი პერსონაჟი კი თითქოს მაკრატლით ამოჭრილიაო. ნამეტანი ერთი მუქი ტონი დაკრავს და საერთოდ არაფერი განირჩევა გარდა კონტურისა რაც ამ განათებაში ( ამ ვითარებში) ნამეტანი არაბუნებრივია და თვალიც ამას მარტივად ხვდება. მიწაზე ოდნავი ჩრდილი რომ არა ვიკითხავდი ჩასმული ხომ არ არის საერთოდთქო. იგივეს ვიტყვი ძროხაზე/ხბოზე, მაშინ როდესაც ხის, მიწის და სხვა გარშემო მყოფი ობიექტების დეტალები ჩანს შეუძლებელია შავი ბუნებრივად ესე ძლიერ ჩავარდეს ამიტომ ოდნავ უხეშად ხვდება ეს ყველაფერი თვალს