Boker
ატვირთულია: Jan 29 2006, 01:02
მოვკიდეთ მე და ჩემმა ძმამ ბავშვებს ხელი და ლისის ტბაზე ავედით, კარგად რომ ითამაშეს ბავშვებმა, მერე გარეული ბატები დაინახა ჩემმა ძმამ ლისის ტბის შუაში, ადგა და ფეხით გაუყვა მაგათკენ (ტბა გაყინულია) მეც გავყევი და ნაპირიდან 20 მეტრში ყინული ჩატყდა, ორივე წელამდე წყალში ჩავვარდით. ძლივს ამოვძვერით წყლიდან და მანქანაში ჩავსხედით, აქ კიდევ გაირკვა რომ სიგნალიზაციის პულტი დასველდა და მანქანა არ იქოქება, არადა სხვა მანქანა არ არის ახლომახლო რომ გავყვეთ, გავაშრე პულტი (ფეხებში უკვე შემთბარი წყალი გვიჭყაპუნებს და საცვლებიც სველია) და აღმოჩნდა, რომ პულტის ბატარეა დამჯდარა დასველებისაგან, ახლა ბატარეა გავათბე ასანთით და 15 წუთში მანქანაც დავქოქეთ.