Mikheil Samkharadze
ატვირთულია: Nov 12 2007, 21:38
ეძრვნება იმას, ვინც ამ სურათზეა ახლა გამოსახული...
მინდააააა
*** მაწუხებს ისევ ტკივილი სახსრების _ საღამოს მოწვიმს. მომწყინდა, ვატყობ, ხრაშუნა ნამცხვრები და ჩაი მოცვის. მაწუხებს მკაცრი დუმილი დღეების და ველი შენს ხმას, გზაშია მარტი, სიმწვანით, ტყეებით, ეს გზა კი შენ ხარ. დაგეძებ წვიმის წვეთების გადაღმა და შრება ხახა, გარბიან წლები _ შენ არსად არ ჩანხარ, საერთოდ არ ხარ. მასწავლე, როგორ ველოდო განაჩენს, იმედის არ მწამს, ვიცი, რომ ერთ დღეს გრძელ ხანძარს გავაჩენ, სამყაროს დავწვავ. მასწავლე, როგორ გელოდო მოცლილი, როდესაც მოწვიმს, მე პატარძალი ვარ, ძაძებით მოსილი და ვგლოვობ ქორწილს.