მემგონი გავშიფრე ის რაც გვჭირს. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ საერთოდ ყველაფერზე და დავიწყე აბსოლიტური ჭეშმარიტებების გა**ნა. ჩემს მიერ გა**ნულ ჭეშმარიტებების სიას კიდევ ერთი შეემატა და ეს ჭეშმარიტება საქართველოს ზოგად მდგომარეობას თუ არსს ეხება. მე მივხვდი რომ ქართველი ერი არის ღმერთის ექსპერიმენტული ლაბორატორიის ლაბორატორული შეცდომებისა და ნაგავის დასაკონსერვებელი კამერა რომელმაც ამ ბოლო დროს გაჟონვა დაიწყო. ალბათ მოითხოვთ ახსნას ამ დებულების.
საქართველო არის ღმერთის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული ლაბორატორიის, „ლაბორატორული შეცდომებისა“ და „ლაბორატორიული ნაგავის“ დასაკონსერვებელი კამერა რომელიც ჟონავს.
საქართველო რომ ღმერთის მიერ არის შექმნილი მაგაში მეთანხმებით ალბათ ისევე როგორც მთელი დედამიწა. ხოდა ღმერთის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული ლაბორატორია არის მთელი დედამიწა. რომელიც შეიქმნა სადღაც 6 მილიარდი წლის წინ. 5 მილიარდ 999 მილიონი წელი ღმერთის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები უშედებო აღმოჩნდა და ერთ დღესაც როდესაც უკვე იმედი ეწურებოდა რომ რაიმე წარმატებას მიაღწევდა, სრულიად შემთხვევით შემოექმნა ბაქტერია და შემდეგ ამას მოყვა 6 დღე დაუღალავი შრომა რის შემდეგაც შეიქმნა ყოველი არსება თუ საგანი სულიერი თუ უსულოი იგი მათ შორის ადამიანი. მეშვიდე დღეს ღმერთი ამდენი ხნის დაუღალავი შრომის შემდეგ ძალაგამოლეული იყო და ლაბორატორიულ მაგიდასთან ჩაეძინა. ძილის დროს შემთხვევით ხელი გაჰკრა გამრავლების კატალიზატორს და დაესხა დედამიწას, რომელიც ამ დროს მაგიდაზე ედო და ეჩალიჩებოდა.
მერვე დღეს გაიღვიძა თუ არა ღმერთმა ნახა რომ უკვე ისე გამრავლებულიყო ეს ქვემძრომი თუ ზემძრომი არსებები რომ ერთმანეთს დარეოდნენ და ერთ ვაივაგლახში იყვნენ ჩართულები. ვაი ეს რა ვქენიო შეიცხადა და ორივე ხელი თავზე შემოირტყა (ისე არ არსებობს აცერთი წყარო იმის შესახებ თუ ღმერთსრამდენი ხელი, ფეხი, თავი ან საერთოდ კიდური აქვს და ჩავთვალოთ რომ რაც კი რამ ხელები ჰქონდა სუყველა შემოირტყა რაც კი რამ თავები ჰქონდა იმათზე. და ხელების გადანაწილება თავებზე მოხდა პროპორციულად, ანუ თუ 12 ხელი ჰქონდა და სამი თავი ე.ი. თითო თავზე სამი ხელი შემოურტყამს), რა ვქნა რაღა მეშველებაო აღმოთქვა და უცებ ერთ-ერთ ან ერთადერთ თავში მასთან მდგარი ვაშლის ხიდან მოწყვეტილი ნაყოფი დაეცა და ყველაფერი განათდა. ევრიკააააა– წამოიძახა ღმერთმა და დედამიწაზე მოძებნა უცებ ერთი პატარა ადგილი რომელიც ერთი მხრიდან გადაულახავი კლდეებით და მთებით იყო შემოსაზღრული, მეორე მხრიდან ზღვით მესამე მხრიდან კი სომხებით და აზერბაიჯანლებით და მხოლოდ ერთი მხარე ჰქონდა ღია რომელიც უცებ ვერც შეამჩნია და ამ ვითომ ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულ კამერაში დააკონსერვა მისი ლაბორატორიის ყოველი შეცდომით შექმნილი ელემენტი. როდესაც შეამჩნია რომ ერთი მხარის ამოგმინვა დავიწყებია ძლიერ დაღონდა ღმერთი. ამ დროისთვის ეს ატბროსები ისე მომძლავრებულები იყვნენ რომ ვერცერთი ანტისეპტიკური და ანტილაბორატორიისატბროსული ნივთიერება ვეღარ ერეოდა და თან პახოდუ მუდმივ ევოლუციას გადიოდა. ასე რომ ამ ატბროსების გაწყვეტა ისევ ახალი ტექნოლოგიების და ახალი ნივთიერებების შეშვებით გადაწყვიტა, ეს ნივთიერებები ძირითადად კანქვეშა ან ვენური შეშხაპუნების გზით ხდებოდა სამხრეთის მხრიდან. ყველაზე ძლიერი ანტიქართვლური ნივთიერება სპარსელინი და მონღოლიცინი, ყიზილბაშ ფლუ, ყიზილბაშ ცოლდი და ათასი სხვა ანტიქართველინი. 3000 წელი ებრძოდა ღმერთი ქართველობის სინდრომს მაგრამ ვერაფრით დაამარცხა და ბოლოს ხელი ჩაიქნია როდესაც მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა მის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველებმა ქნეს ის რაც ვოლანდმა, ლუციფერმა, ეშმაკმა, დემონმა და სატანამ ვერ ქნა, ჩვენ ღმერთი დავამარცხეთ მისივე სახელით, და მისივე თაყვანში.
ამ დროს ღმერთს გამოეღვიძა, ეხლა კი ნამდვინად შემოირტყა თავებზე ხელები და რომ მიხვდა, ყველაფერი მოჩვენებითი იყო, ეს ყველაფერი სიზმრად ხდებოდა. მაგრამ ამ სიზმარმა იმხელა გავლენა მოახდინა მასზე რომ ატბროსების კამერის გაკეთება ერთი მხრიდან კლდეებით, ერთი მხრიდან ზღვით, და ერთი მხრიდანაც სომხებით და აზერბაიჯანელებით შემოსაზღვრულ ადგილზე გაკეთება გადაიფიქრა, დაწვა და ძილი გააგრძელა.
ზა ეტო მნე ვ ადუ გარეც მალო
დიდ სამსჯავროზე დავისჯები ხალხო თქვენ ცოდვა არ დაიდოთ კისერზე თქვენ არ განმსაჯოთ
ეძღვნება მიხელი (მიშა) სააკაშვილს, გოგა ხაინდრავას, შალვა ნათელაშვილს პოზიციასა თუ ოპოზიციას, მთავრობას თუ მის გარეთ მყოფ პო“ყ“ლიტიკოსს.
ერთადერთი კითხვა მღრღნის, რატომ უნდა ყველას რომ თავის მიზნებისთვის გამოგვიყენოს და ჩვენ რატომ ვაყენებინებთ თავს??????
Exif: nikon n2000 Profoto ISO 100 s f/ at Focal Length: mm ISO Metering Mode: Exposure Bias: [0EV] · Flash: No