_Anano_
ატვირთულია: Oct 16 2007, 01:14
"ავიხედე და შენს სურათთან შევჩერდი. საოცარი სითბო ვიგრძენი უეცრად. ასეთი იყავი მაშინ როდესაც შეგხვდი: მოკრძალებული, მშვიდი, გაბუტული, დაბურცული ფერვანი ტუჩებით.მხოლოდ ხელები ამხელდნენ შენს კაცობას: სუფთა იყავი, უანგარო, უცოდველი, ჩაკეტილი ცხოვრების გამო ადრე დაბრძენებული, დადინჯებული, შინაგანად სავსე, აღტაცებული, ჭაბუკური, ძლიერი, ხალისიანი, ალერსიანი. ასეთია შენი სურათი განსხვავებით დორიან გრეისაგან, მასზე არ აღიბეჭდა ყველა მანკი და ცვლილება შენი. ის წმინდაა და უცოდველი და ასეთი დარჩება მუდამ. ასეთი მიყვარდი მე შენ.... შენ აღარ არსებობ ჩემში. შენ ფერი იცვალე და გარადაიცვალე..."