რა შუაშია ზენიტი?! კადრის აგება არ მომწონს, სიმკვეთრე, მოდელის პოზა, კიბის პერსპექტივა, ფანჯარა... მთავარია საინტერესოდ, არაბანალურად აიგოს კომპოზიცია, არ დაიკარგოს მოდელის საერთო კონტური და იგი ჰარმონიულად შეერწყას მეორეხარისხოვან, დამატებით ელემენტებს. ყველაზე მარტივია თუ გადაღებას დაიწყებთ იმის გარკვევით, თუ რას უსვამთ ხაზს ამ ფოტოთი, რისი წარმოჩენა გსურთ. ამით თავიდან აიცილებთ პოსტფაქტუმ იდეის ძებნას და კომპოზიციასაც შესაბამისად გაუკეთებთ ორგანიზებას.