erekle
ატვირთულია: Jul 21 2007, 15:03
ოქროსთმიანის მზერა ოდიდგან, აქცევდა ყველას ოქროდ, მეც შემომხედა და გარდავიქმენ ოქროს უსულო ძეგლად, ჩემი გრძნობები გაქრნენ გაშეშდნენ, დამჭრეს, დამადნეს ათას ნაწილად, ვარ ეხლა: ბეჭედი, საყურე, კბილი და მე უსულო, არ ვარ ღმერთთან.
მადლობთ ყველას იმ ხალხის არ მესმის, ვინც ქულას წერს დაბალს და სიტყვას არ იძახის. ალბათ რა უნდა თქვას რაც არ იცის იცის, რომ ხანდახან თქმას ჯობია არ თქვას
8 კაცს შეეშინდა ხმის ამოღების და ჩუმად დარჩა. უბრალოდ სასაცილოა, დაჟე სატირალიც არაა, მაგარი სასაცილოა. რა თავში სარტყმელად ან რა ჯანდაბად მინდა ვინმეს ქულა, ან რაში დამჭირდება, როცა აზრის გამოხატვის უუნარობის გამო ვერ ვისმენ შემფასებლების მესამედის აზრს.
დამუნჯდა ყველა, არავის არააქ არაფრის ხალისი აქ.
ძირითადი შეფასება: " ! " ან " საღოლ" ან " დავეცი " ნუთუ მეტი ფანტაზია არ გააჩნია ხალხს. ალბათ არა.
ამას იმიტო არ ვწერ, რომ რაიმე პრეტენზია მაქ, რომ მაინდამაინც ჩემ ფოტოზე დაწეროს ვინმემ რამე გრძელი სიტყვა ან რაღაც ორიგინალური. არა. უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ არავინ არ ცდილობს, ოდნავ მაინც აღიქვას ფოტო და ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატოს. ერთი და ორი სიტყვა კი ერთ დიდ აზრს ვერ ასახავს ხოლმე. არ მესმის ხალხის, ვისაც აზროვნება ეზარება და თავისვე თავში მძორდება უაზრობისგან
გამოხმაურება ბოლოს ჩაასწორა erekle: Jul 22 2007, 02:29