დაბურულ ტყეში მომიწევს ყოფნა (ლენქორანში). ნიკონ ფ-80-ის თავისი ფლეშით (სხავ არ მაქვს) გადაღება ღირს თუ არა და რა ფირი შეიძლება რომ წავიღო. თუ სლაიდი სჯობს? ორი აპარატი მიმაქვს, ასე რომ ორი სხვადასხვა ფირის გამოყენება შემეძლება. წინასწარ მადლობა! ამინდის პროგნოზიც არადამაკმაყოფილებელია...
ვასო, ფუჯი ნპზ 800 წავიღებდი თუ ფერადი გინდა (ზაზასთან ფუჯიში იკითხე, 13 ლარი ღირს). ან შავ-თეთრებს ILFORD XP2 400, ან Kodak T-MAX 400 და 800-სად გადავიღებდი, შემდეგ პუშით ამოვქაჩავდი.