ეხლა დავუბრუნდი ამ ფოტოს და რომ ამბობ ზუმის ბრალია და ახლოს უნდა მივსულიყავიო, გეტყვი რატომ არაა სწორი ეგ!
ახლოს რომ მისულიყავი, ესე იგი უფრო ფართე კუთხით გადაგეღო, აუცილებელი გახდებოდა დიაფრაგმის შემცირება, რომ ორივე ბავშვი ფოკუსში ყოფილიყო (განსაკუთრებით თვალები) და აბა წარმოიდგინე რა დაემართებოდა ამ საოცარ სირბილესა და ჰაეროვნებას! თანაც უკანა ფიგურის თვალი რომელიც საკმაოდ კონტრასტულია (თითქოს ფოკუსშია) ამ შემთხვევაში "დიფუზურ" სახის ნაკვთებთან, უკანა პლანს წინ სწევს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აბრტყელებს ფოტოს. აბა მიაფარე თვალს რამე და ნახე როგორ დაიკარგება მთელი შარმი.... დახურული დიაფრაგმა ძალიან ცუდად იმუშავებდა. უკანა პლანი გადანათებული გამოჩნდებოდა და ფოტო კიდევ ერთობლიობაში ჭრელი