Fani, ჩვეულებრივი კამერაა - Canon SI 1S. უბრალოდ ადამიანი გადაღების ტექნიკას უნდა ფლობდეს მაქსიმალურად კარგად, აპარატის რესურსის მაქსიმალური გამოყენებაც მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩემი აზრით, მაღალი ხარისხის ფოტოს ილუზიას კარგი და სუფთა კომპოზიცია(შუქი, ფორმა და ა.შ.) ქმნის მეტწილად
Fani, არა, არც მინდა შეგნებულად, რომ ფოტოგრაფია გახდეს ჩემი პროფესია. თან ერთი თვის წინ ორმა ჟურნალმა ერთდროულად შემომთავაზა ფოტოგრაფობა, რაზეც კატეგორიული უარი უთხარი, რადგან ვიცი რომ ეს სერიოზულად შეაფერხებს ჩემს განვითარებას და წინსვლას ფოტოგრაფიაში
Fani, ჩვეულებრივად როგორც ყველა. მაგრამ ფოტოშოპის მეშვეობით მანიპულაციების სერიოზული წინააღმდეგი ვარ, ამიტომაც ჩემს ყველა სერიოზულ კადრს ყოველთვის ფირზე ვიღებ და ყველა "მანიპულაციას" გადაღების პროცესში ვაკეთებ და საბოლოო შედეგსაც ფირზე(სლაიდზე) ვღებულობ. რაც შეეხება ციფრულ სასაპნეს, ძირითადად ფოტოების web-ში გამოსაქვეყნებლად ვიყენებ