მე მოჯადოებული ვარ ჰიტლერის რბილი, ფუნთუშა ზურგით, რომელზეც ასე კოხტად ჰქონდა მორგებული უცვლელი ვიწრო მუნდირი. მისი ფუნთუშა სხეული ჩემზე რაღაც ჰიპნოზურად მოქმედებს. ყველაფრის მიუხედავად, ვაძლევდი რა ანგარიშს ჩემს თავს უგუნურების, სიგიჟის ამგვარ შემოტევათა ფსიქოლოგიური ხასიათის გამო, დიდი სიამოვნებით, ტკბობით ვუჩურჩულებდი ჩემს თავს: _"ჩანს, ამჯერად შენ, როგორც იქნა, ნამდვილი სიგიჟე დაითრიე!"