არივედერჩი *** ცხოვრება თამაშია თამაშში კამათია წითელი ბარათია მწვანე თუ არ ანთია *** წასვლას ნიჭი უნდა ღიმილიც გაიგუდა ტიბეტი რომ მოუნდა დაადნო თეთრი გუნდა *** წვეთებად დაიღვარა იმედით დაიღალა ადგა და გაიპარა ღიმილით გაიპარა *** თამაშით დაიღალა ღიმილში გაიპარა *** წასვლას ხომ ნიჭი უნდა ...........მიდის.............. GAME OVER
დავაგვიანე იმ დღეს სახლში ჩუმად ფეხაკრეფით შევიპარე არ გავაღვიძოთქო ვიფიქრე მაგრამ ეღვიძა. აწითლებული თვალები მომანათა ნათლად დავინახე გრძნობა იშვიათად გრძნობა სახეძე ასე გარკვევით ეწეროს წავიკითხე და შემრცხვა სირცხვილმა მჭამა ვერ დავიძინე დამათენდა
დილი ავდექი ჩავიცვი გასასვლელად მოვემზადე კარის საკეტი გადავატრიალე და უცებ.... ჩუმად ფეხაკრეფით როგორც წუხელ მივეპარე
ვაკოცე
სამწუხაროდ იმ საღამოსაც შემაგვიანდა ჩუმად შევიპარე არ გავაღვიძო მეთქი მაგრამ ისევ .......................................
როგორც მე მივხვდი archigio ძააან სტრანნიაააა... მაგრამ ინტირესნი ასე რომ მე მესმის ამ ლექსებიტ ის იმას ამბობს რაც გულში აქ ეს რომ გაიგოთ ან ძააან უნდა იცნობდეთ ან უნდა იგივეს Gრძნობდეეეეეეეეეეეეეეთ....
ასე რომ მორჩიტ მის ნაწერებზე საუბარს !
TU VER CHAWVDEBIT ES MXOLOD TQVENI BRALIAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAA....
როგორც მე მივხვდი archigio ძააან სტრანნიაააა... მაგრამ ინტირესნი ასე რომ მე მესმის ამ ლექსებიტ ის იმას ამბობს რაც გულში აქ ეს რომ გაიგოთ ან ძააან უნდა იცნობდეთ ან უნდა იგივეს Gრძნობდეეეეეეეეეეეეეეთ....
ასე რომ მორჩიტ მის ნაწერებზე საუბარს !
TU VER CHAWVDEBIT ES MXOLOD TQVENI BRALIAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAA....
ძველი ჟოლობიდან აქაფებული ჟანგნარევი წვიმის წყალი მოთქაფუნობდა ამ წყლის გგუბეში ვიდექი არ მაწუხებდა პირიქით მსიამოვნებდა ის სველი კონტაქტი გრძნობას აღვიძებდა
რატო ვიდექი.... ფანჯარას ვუყურებდი მესამე სართულზე შუქი ენთო ველოდებოდი არ მეჩქარებოდა დრო იყო გაშეშებული იმ ანთებულ ფანჯარაში 2 სილუეტი მოძრაობდა
მოხუცი ქალი სადარბაზოში და მივხვდი რომ ძალიან მგავდა გულზე სურათი ქონდა მიმაგრებული თითქოს ძლიერი მზერა ქონდა ეტყობოდა რამდენი სიმწარეც ენახა მაგრამ თვალები თვალებში ყველაფერი იკითხებოდა შემომხედა მიყურა იმანაც წაიკითხა და შემდდეგ ზურგი შემაქცია. ნელნელა აუყვა კიბეებს
ზარი.... უაზროდ ზანზარი ფიქრი იმაზე რაც აღარ არი ათრთულებული ხელი ყურმილზე წამი ათად ქცეული ხარ ისევ ეული მარტო ხარ საუბარი მოკლე სიტყვებით უაზრო დუმილი და ტუუ ტუუ ტუუ
დიდხანს გეჭირა ცარიელი გამოფიტული ყურმილი მერე კედელზე მიხეთქებული გაწითლებული თვალები
გაორებული ტკივილი ისევ ააწყე ტეელეფონი იქნებ გადაიფიქროს იქნებ ისევ დარეკოს
სიჩუმე სიჩუმე რომელიც ყურებს გიწვავს ჩაგთვლიმა ზარი....
სიზმარში არა რეალურად ზარია თვალის გახელის ასე თუ შეგეშინდებოდა გეგონა
ზარი ნამდვილია ის აწყობილი ტელეფონი ძლივს წკრიალებს
ისევ გიდევს ყურმილზე ხელი ფიქრობ: ბოდიშს მოვუხდი არ ვაცლი პირდაპირ ბოდიშს ვეტყვი ეგრევე ეგრევე ეგრევა
და აიღებ..... იძახიიი.
ბოდიშიიიიი მე ხომ ...
და..... არა ქალბატონო!! სხვაგან მოხვდით !
და ისევ კედელზე მინარცხებული ! ნამსხვრევების ფანტელი........
გამოხმაურება ბოლოს ჩაასწორა archigio: Nov 17 2006, 22:40