BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Add Poll   
> მიმინო
იხილეს: 1107 · კომენტარი: 10
  · ·
Shav-tetri varianti    Ar eteva ekranze? Daachire aq    Sarke: Horizontaluri shemobruneba    Sarke: Vertikaluri shemobruneba    Oqros kvetis bade    Kadrirebis instrumenti

gallery_6390_2_1417005108.jpg


13 წევრმა შეაფასა ნაშრომი

Total Score:მხატვრულობატექნიკა
ჯამური ქულა: 3.383.383.38


კლუბის წევრების შეფასების შედეგად
ნამუშევარი შესულია საუკეთესო ნაშრომების კოლექციაში
 

> Comments for this image
Amateur+ Mikheil Samkharadze



მოკლედ, რამდენჯერმე მოვისმინე ბოკეზე ჯერ კიდევ აქტიური ბოკელებისგან, რომ "საიტი მოკვდა", "აღარავინ აქტიურობს", "ხალხი წავიდა" და კიდევ ბევრი წუწუნი.

ჰოდა, რა მინდა, იცით, გითხრათ?
შემოდიხართ, დებთ თქვენს ფოტოებს, ზედ არ უყურებთ სხვის არავის ფოტოს, 1-2 გამონაკლისის გარდა. გადიხართ, მერე შემოდიხართ დღეში კიდევ 5-6-ჯერ, ისევ არავის ფოტოს აფასებთ, კომენტარებს არ პასუხობთ და არც სხვას უწერთ, არავის არაფერს ასწავლით, ფოტოს არ განიხილავთ და თან გინდათ, ყველას გაქვთ ამბიცია, რომ თქვენი ფოტოები შეაფასონ?

ბოდიში და თქვენ ნორმალურები თუ ხართ? მემგონი რეალობას საერთოდ ამცდარები ხართ. არაადეკვატურები ხართ სიტუაციასთან მიმართებაში.

შემოდით დადეთ ფოტოები, ჩამოუარეთ სხვა ფოტოებს, რაც არ გინახავთ და რასაც იმსახურებს ის დაუწერე.
1/1? 2/2? 5/4? 4/2??? როგორც თქვენ თვლით ისე შეაფასეთ, დაწერეთ მერე რატომ ფიქრობთ ასე. იმსჯელეთ, გაიზარდეთ და სხვაც გაზარდეთ. ძალიან ძნელია?

მე ბოლო წლები ხშირად არ ვდებდი ფოტოებს, მაგრამ ყოველთვის შემოვდივარ და ვაფასებ ხოლმე სხვების ნაუშევრებს. თუ ეს აქტიურობა არ გაინტერესებთ და ამის "მუღამი"არ გაქვთ, მაშინ ბევრი სხვა საიტია, მაგალითად Flickr, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოები და არავინ შეგაწუხებთ, იყავით იქ თქვენს ფოტოებთან მარტო.

თუ გასაგები არის რასაც ვწერ, მაშინ გაანძრიეთ ტრაკი და სხვებს დაუთმეთ ცოტაოდენი ყურადღება, მერე თქვენც მოგაქცევენ ყურადღებას და თუ გარე თვალი შეამჩნევს, რომ აქ ხალხი ისევ დაკავებულია ფოტოგრაფიით, მაშინ სხვებიც შემოვლნ.

ვხედავ ხოლმე ჩემი ძველი მეგობრები, პროფესიონალები შემოდიან, დებენ ფოტეობს და 3-4 კაცის გარდა არავინ აფასებს? რას უწუნებთ? რამე არ მოგწონთ? ცუდ ფოტოებს იღებენ? თქვენს გემოვნებას ვერ აკმაყოფილებენ? არა, უბრალოდ თქვენ ამბიციები გაქვთ, ცხვირებს იბზუებთ და გეზარებათ ერთი ადგილის განძრევა.

ჰოდა შეცვალეთ რა თქვენი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ.
მე ეს საიტი მიყვარს, აქ ვისწავლე გადაღება, აქ ვისწავლე ფოტოგრაფია და ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფების უმეტესობა ამ საიტზე გაიზარდა. მე flickr-იც გავიარე, ფაეიბუქის ფეიჯიც მაქვს და ფოტოებსაც ვყიდი და ჩემი ფოტოებიც ყველამ იცის, ვისაც აინტერესებს. აქ იმიტომ ვდებ, რომ ამ საიტზე ახალი ხალხიც შემოდის, ახალი დაინტერესებული ფოტოგრაფები, ვისაც მეც შემიძლია ცოტა რამ ვასწავლო და ამ საიტის ფუნქცია არ დაიკარგოს, ფოტოგრაფების აქტიურობა, გაცნობა და გაზრდა.

ჰოდა ვისაც ამ საიტის ფუნქია არ გესმით, ნუ კლავთ ამ საიტს რა.
Amateur ma-lo



მიხეილ, აბსოლიტურად მართალი ხარ! სამწუხაროდ ერთმანეთის( ანუ ვგულისხმობ ნაცნობობას) ფოტოები ფასდება ამ საიტზე. ბუნებრივიც არის, რომ ჩავარდნილია ეს საიტი ...
მე , ვაფასებ ფოტოებს თუ მართლა მომწონს! მე ჯერჯერობით თავს ვიკავებ შევაფასო დამწყები ფოტოგრაფების ფოტოები. ერთი მარტივი მიზეზის გამო, მე არ ვთვლი თავს პროფესიონალ ფოტოგრაფად! არ მინდა ვიგაცა შეცდომაში შევიყვანო და არაკორეკტული შეფასება მივცე...)) გარკვეული დრო მჭირდება იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდე ნორმალურ ფოტოგრაფად...
Amateur+ Mikheil Samkharadze



მესმის, ეგ შიში, მაგრამ საერთოდ არშეფასებას სჯობს, მსუბუქად შეაფასო. 4-ები დაწერო და სხვა. იმიტომ რომ სრულიად აიგნორებენ ახალმოსულ დამწყებებს. ასე არ შეიძლება.
არავინ გაბრაზდება თუ ოდნავ დაბალ ქულას დაუწერ. მთავარია დაწერეთ რამე.
Amateur ma-lo



შევეცდები ვიყო კორეკტული და სწორად შევაფასო ფოტოები...smile.gif
Amateur Rhea



!!!
NewComer vitara



ვეთანხმები მიხეილს ! აშკარად გული შეგტკივა საიტის მდგომარეობაზე ! სურათს რაც შეეხება ძალიან ლამაზია , თუ საიდუმლო არ არის რომელი აპარატით არის გადაღებული და რა ობიექტივით ? (ვვარაუდობ ნიკონი იქნება )
Amateur+ NatuRallY MilenNium



!
ადმინმა ქნას ისე DDDD.gif რომ რამეფრად ყოველდღე ახალი დ/ფ გვქონდეს ... ჩვენ ვერ ვვარგივართ
Amateur+ Mikheil Samkharadze



ადმინი ვერაფერს ვერ იზამს, იმდენი აქტიური იუზერის ჩამოთვლა შემიძლია, რომ თავისუფლად ეყოფა დღეში რამდენჯერმე შეიცვალოს დღის ფოტო. არ აფასებენ უბალოდ ფოტოებს, 1-2 ფოტოს გარდა.
Amateur coldplay1983



მაგარია smile.gif
Amateur Vampa



5/5

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 27th April 2024 - 14:16

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'