ნეტავ ყველას ხელახლა გამოატარა ლაღი ბავშვობა ... მხოლოდ დაცემისას აგვიცრელდებოდა ტკივილისგან თვალები და ბაგეებამდე ჩამოაღწევდა ცრემლი , მერე ვიღაც მოგვწმენდდა თანაგრძნობით . ბავშვობაშიც ათასჯერ წავქცეულვარ და ეხლაც ვიქცევი , მაგრამ არავის ძალუძს ჩემი წამოყენება , უფრო კი მე არ მსურს აღვდგე, ვეერც ვერვინ მომწმენდს მძიმე ცრემლებით დანამულ თვალებს , ბაგეებამდე სველს ბავშვივით . ხელში აპარატი მეჭირა და პეიზაჟს ვიღებდი , უცებ ბავშვი დავინახე გარბოდა , მთელი ჩემი ცხოვრება წამომიდგა თვალწინ , ამ სირბილში დავინახე სისცოცხლე , სიცოცხლე რომელიც ჩვენ არ გამოგვივლია , უცხო დროს მოსწრებულ ბავშვებს , მე ავცრემლდი... გარბოდა სანაპიროზე ეს პატარა სხეული მთელი სიძლიერით რომელსაც აშინებდა დაუსრულები სივრცე ... მერე უცნაურად დამაფიქრა სახეზე ნაადრევად გამოკაწრულ ნაოჭების , იქნებ ეს ბავშვი არც არსებობდა , და ის ჩემი ეგზომ ძლიერი ბავშვობის მონატრებით შეიქმნა ? ბავშვი გარბოდა და თითქოს ტალღები შლიდა ნაკვალევს , მაშინღა გავაცნობიერე რომ მე ის არვიყავი , ჩემი ნაკვალევი სამუდამოდ ჩარჩა ისტორიის ფურცლებზე და ათასმა ტალღამ რომ წარხოცოს , კვლავ ნაკვალევად დარჩება . ამ პატარა არსებამ კი ვფიქრობ შესანიშნავი კადრი მაჩუქა , აი ფოტოს შექმნის ვრცელი ისტორია
კარგი სერიაა, რაღც საკამათო რაღც პირიქით, მაგრამ კარგი.
რჩევას თუ მიიღებ, ფოტოგრაფიაში ზოგადად კადრის ფორმატს (3:2, 4:3, 1:1 ...) აქვს მნიშვნელობა. ჩემი აზრით ყველა კადრი რაღაც ფორმატში უნდა მოაქციო. კი კადრირება დასაშვებია, მაგრამ სწორია პროპორციის შენარჩუნება კადრირების დროს.