DIKARKA
ატვირთულია: Nov 24 2012, 07:02
წარწერა რა თქმა უნდა დაშვებულზე გრძელია და ირაკლიმ ცოცხალი თავით ეს არ გამოასწორა,ამიტომაც დავწერ კომენტარში... ~))) ) Www.Dikarka.Ge
მემგონი საუკუნეა აქ არ შემოვსულვარ,მაშინ როდესაც წლების წინ კომპიუტერის ჩართვისას ბოკე ავტომატურად ირთვებოდა…რაღაც რიტუალივით იყო ჯერ აქ შემოსვლა და მერე ინტერნეტ სივრცის დათვალიერება.დღეს ეს ყველაFერი შეიცვალა და სავარაუდოდ სოციალურმა ქსელებმა აჯობეს ჩვენს ბებერ ბოკეს ~))) ) ხო უკვე ბებერია და ჩვენც არც თუ ისე პატარები,ყოველშემთხვევაში მე,თორე ახალი Tაობა რომ მოდიხართ და ჯერ კიდევ ბოკეზე რეგისტრირდებით… ადრე თუ არ მომწონდა ახლა მიხარია კიდევაც შეიძლება ითქვას... შემთხვევით ჩავრთე,რაღაცას ვეძებდი და შემოვრჩი... შემოვრჩი იმ ძველ გრძნობებს და ემოციებს ,რომელსაც იწვევს ეს საიტი...როგორი უცნაური შეგრძნებაა იცით,აი თითქოს ჩვეულებრივი საიტია,მაგრამ აქ იმხელა ენერგეტიკა იყო და...ჩვენ ხომ აქ ვცხოვრობდით Fაქტიურად,ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით...ვმეგობრობდით,ვჩხუბობდით,ვკამათობდით,გვიყვარდებოდა, ვშორდებოდით,ოჯახებს ვქმნიდით ~)) ) (ამას ახლებისთვის ვწერ,თორე კი იცით თქვენ)) ბოკეს ისეთი მადლობელი ვარ,რომ სიტყვებით ალბათ ვერც გადმოვცემ,ნამდვილად არ მაქვს ამის უნარი…ისეთი ადამიანები შემახვედრა-გამაცნო,რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება რომ მეძებნა ვერ ვიპოვიდი...მიყვარხართ სიყვარულით,გულით და გონებით. უბრალოდ რომ არ მეთქვა ეს არ შეიძლებოდა ~))) ) ძველი წარწერები რომ ვნახე გული ისე ამიჩიყდა,მეშინია ძველი თემების ამოქექვა რომ დავიწყო რა დამემართება... კომენტარები და ერთმანეთისთვის Fოტოების მიძღვნა,ესეც ხომ ტრადიცია იყო...მენატრებით,ოღონდ აი სხვანაირი მონატრებით,უFრო ბავშურით და იმით რაც თქვენთან დამრჩა... ხოდა არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს,ამიტომაც Fოტო შენ ბოკე...ისეთი როგორიც მე მახსოვხარ...თბილი და მეგობრული...
გამოხმაურება ბოლოს ჩაასწორა DIKARKA: Nov 24 2012, 07:12
ყველაფერს აქვს ცხოვრებაში დასაწყისი, განვითარება და დასასრული. იგრძნობა კიდეც, რომ ბოკეზე რაღაც დიდი დასრულდა და დღესდღეობით მხოლოდ იმ წარსულის ინერციით მიდის. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება.
საოცრად გამიხარდა შენი ხილვა ამ საიტზე დიიდხანია ველოდი შენს ფოტოს და დადგა ეს მომეტნიტ,მართლაც ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მეტანტრება შენი ფოტოები შენი კრიტიკა და ყველაფერი ის რაც შენ გახასიათებს,რაც შენ წახვედი მართლა მოკვდა ეს ბოკე,ტავისებური ხალისი და ის ბრძოლა მოგქონდა რომ ადამიანს ან ფოტოს გადაღებას დაავიწყებდი ან პირიქით ბრძოლას ასწავლიდი რო უკეთ გადაეღო და მიეხწია იმ მიზნისთვის რაც შენ გსურდა,მადლობა შენ და მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ საიტზე ბევრი წვლილი შეიტანა აქ მყოფი საზოგადოების განვიტარებისთვის,ყოველთვის გამიხარდება შენი ფოტოების ხილვა.
მენატრები მაგრად. ეხლა ეს რომ წავიკითხე გამახსენდა ყველა წამი შენთან ერთად გატარებული, ბოლოს და ბოლოს მე და შენ ბოკემ შეგვყარა : ))) მიყვარხარ ძიკარკა -))
ეს ის არის რაც ალამაზებს ცხოვრებას, რაც აზრს აძლევს ყოფას, რაც უკან სიამოვნების გრძნობით გაგახედებს. არ ყოფილა წყალში ჩაყრილი ძალიან ბევრი ადამიანის შრომა, უძილო ღამეები, ნერვების აწეწვა და უშეღავათო შეტევები ღვიძლზე (ლუდს ვგულისხმობ რაღა).
ვითომ ყველაფერი დამთავრდა?
არაფერიც არ დამთავრდა, ახლა იწყება და საერთოდ ყველაფრის დასასრული ახლის დაწყების მაუწყებელია. ჩვენ, ძველები თუ დავიღალეთ მერე რა, კარგი საქმე ხომ გავაკეთეთ, ხოდა ახლები მოვლენ და უკეთესს იზამენ. ამის რომ არ მჯეროდეს საერთოდ არ ექნებოდა ჩემთვის ცხოვრებას აზრი. ყველა მიზანი რაც ჩამოვწერეთ 2003 ში ჯერ კიდევ მიღწეული არ არის, ჯერი თქვენზეა ახლებო.
ბოკე მართლა მშვიდობის სიმბოლოა.. ))) ბოლო-ბოლო ჩვენ შეგვარიგა. დღემდე მაქვს შენახული ჩვენი მიმოწერა. ძალიან მიყვარს ბოკე და შენ.. მომენატრე მეც ახლა და ძალიან ვბრაზდები, რომ დაგავიწყდი..
დიკარკა იყო სტიმული, რომ უკეთესად გადამეღო ))) რა გამოვიდა არ ვიცი, მაგრამ სტიმული ხომ იყო.
და რაც შეეხება ბოკეს: ალტერნატიული რეალობა გვქონდა. მე მადლობელი ვარ მხატვრული ბავშვობისათვის, ფერებით და კადრებით სავსე ბავშვობისათვის, რაც ბოკემ მაჩუქა. შეიძლება რაღაც დასრულდა საიტზე, კი კგაიზარდნენ და ცხოვრებამ მოიტანა, რომ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი წევრები აღარ არიან აქ. მაგრამ არიან ჩემს მოგონებებში, თანაც ისე მკაფიოდ, რომ მგონია ახლაც ფოტო მაქვს ატვირთული და ველოდები დიკარკაკს ნულებს
ახალი წლები, ომი და კიდევ რამდენი დღე გავატარეთ ერთად ბოკეზე. გამოფენები, ევენთები, შეხვედრები და ბოლოს და ბოლოს, დღევანდელი ფოტოგრაფების უდიდესი ნაწილი აქ იწყებდა თავის პირველ ნაბიჯებს
აჰჰჰ დინ რა სენტიმენტალური გახდი ჩორტ დაბერდი აშკარად :* არადააა მეც იგივე მჭირს . მე დღემდე ავტომატურად ვაღებ ბოკეს ყოველ დილა ვიზიარებ ამ შენს ემოციებს ამაზე ვესაუბრებოდი ზუსტად ეხლა კეშას BOKE მართლაც არ არის უბრალო და ის დრო მგონი ყველას ენატრება
თუ შეამჩნიეთ რომ არავინ არსად არ წასულა? რამდენმა ხალხმა დააკომენტა ეს იმას ნიშნავს რომ ის ჩვევა ყველას შერჩა და დღეში ერთხელ მაინც იხედებიან ბოკეზე ანუ ჩვენყველას ეს გვაერთაინებს არავინ არსად არ წასულა ყველა ცალი თვალით ადევნებს აქაურობას თვალს
აჰჰ დიკარკას ნოლები ნუ ეს ბოკეს საფირმო კერძი იყო თავიდან ვერ ვიტანდი მერე დავჭკვიანდი და ვეგუებოდი მერე ვაბშე შევიცვალე აზრი ამ ადამიანზე ( დადებითად ) დიკარკიან ბოკეს სულ სხვა ხიბლი ჰქონდა
Amas winat gadavxede mec dzvel komentarevs da ra sxvanairi vyofilvartqo)) da ra kargi iyo martla.. Ramdeni sitbo da ramxela siyvaruli. Zustad dges veubnebodi chem megobars adre imitom vigebdi shedarebit kargad rom vigebdi imistvis rom kidev meswavla, vigacas gavekritikebine, jilka mqonda rom damemtkicebina rom meti shemedzlo.. Axla vigebt imitom rom moewonot..
Yvelani aqedan movdivart)) yvelas saerto istoria gvaqvs..