ალბათ გცივა ბებო.. შეშაც ვეღარ გითბობს სახსრებს.. ბაბუც დაგიბერდა უკვე..დანაოჭებულ სახეზე ღიმილი ჩაგეკარგა ბებო.. ფანჯრიდან მელი.. ზამთარმა დაგვათოვა ბებო.. ელოდები როდის გავკვალავ დათოვლილ ეზოს, მოვალ და ჩაგეხუტები რომ ისევ ისე გაგითბო გული, როგორც ადრე, პატარა რომ ვიყავი და ლექსებს გიყვებოდი.. "ბები ბები.. ჩემო ბები.."