BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Add Poll   
> ჩემეული დილა..
იხილეს: 1344 · კომენტარი: 13
  · ·
Shav-tetri varianti    Ar eteva ekranze? Daachire aq    Sarke: Horizontaluri shemobruneba    Sarke: Vertikaluri shemobruneba    Oqros kvetis bade    Kadrirebis instrumenti

gallery_6864_36_1294802852.jpg


18 წევრმა შეაფასა ნაშრომი

Total Score:მხატვრულობატექნიკა
ჯამური ქულა: 3.63.603.60


კლუბის წევრების შეფასების შედეგად
ნამუშევარი შესულია საუკეთესო ნაშრომების კოლექციაში
 

> Comments for this image
Amateur+ Angelochik



დილის კრუასანი..

არაფერია ამაზე სათუთი, ამაზე ტკბილი.. ზამთრის სუსხიან დილით მზეს მიფიცხებული.. სული მშვიდი.. ოდნავ დაბალ ხმაზე ისმის ედით პიაფის ლამაზი შანსონი..
რა მშვენიერია ეს დილა.. კარამელის კრუასანი.. მარიანამ რამდენიმე წუთის წინ ყავაც დაფქვა .. კაფეში დაუვიწყარი სურნელი ტრიალებს.. უკვე ახლად მოდუღებული ყავის და ახლადგამომცხვარი ფრანგული ბაგეტის.. აი თენდება კიდეც.. ჩვეული კაფე ჩვეულ რითმს ეძლევა..

და მხოლოდ სათუთმა ოდნავ ცივმა ზამთრის მზემ იცის როდესაც მიუხლოვდება.. კვლავაც ჩვეულ ადგილას დახვდება ერთი.. ბლოკნოტით ხელში.. წამით გააჩერებს წერას.. დახუჭავს თვალებს .. ოდნავ გაეღიმება.. ესიამოვნება.. თითქოს და მზეს ეამბორა.. კატასავით მიეფიცხება.. თითქოსდა სული გაუთბო ამ მზემ.. გადაავიწყა სუსხი და ყინვა

გარეთ იანვრის ცივი დილა თენდება..

უეცრად კალამს იღებს და წერას გამალებით იწყებს, უნდა რომ მზემ დალოცოს ნაწერი მისი.. ფურცლებზე ჩნდება ნეტავ სახელი ვისი.. მთელი გულით და მთელი არსებით.. არა კვლავაც ჩედება კალამი, ოდნავ დაშორებულ ფურცელს მელნის წვეთი ეცემა.. მან კვლავაც დახუჭა თვალები ..

წამით მოაგონდა პარიზის საღამოები სანამ მზე ჩავიდოდა...
რა საოცარი ვნებით რომ ატარებდა პოეზიის საღამოებს..
რივოლის ქუჩაზე მაშინ თავისთვის წვიმდა .. კუთხეში ერთი მხატვარი იჯდა.. შავი ფანქრისგან დასვრილი ხელი.. ნელ-ნელა ფურცელზე ჩნდებოდა ლამაზი მკერდი.. კისერი.. სახე ლამაზი .. ტუჩები ოდნავ ათრთოლებული.. თვალები მშვიდი.. ღრმა თითქოს უფსკრული.. პატარა ხალი თვალის გუგასთან.. თმაც ლამაზი ოდნავ ხვეული..

უეცრად კაფეს კარები უცხომ შემოაღო... გარედან ცივმა ნიავმა ჩვენს მეოცნებეს თითქოსდა სილა გააწნა .. ისევ კალამი.. ისე ბლოკნოტი.. ყავაც ცივდება..
გარეთ კი, იანვრის ცივი დილა თენდება..

wub.gif wub.gif wub.gif
ფიქრებით შენზე..
Photographer Nika Gabedava



5
Amateur+ LOOSER



მინდა ეხლა მანდ დავჯდე და შევექცე გემრიელად :P
Amateur kvitso



აუ მომინდა კროასანიsmile.gif5/5
Amateur Ninukala



მზიანი დღე.... smile.gif

ძალიან ლამაზია და თბილი... smile.gif
Amateur Giorgi Lomtadze



: )) wub.gif
Lasha Palavandishvili



ფრიად!
Amateur Rhea



ნაზი და თბილი ფოტოა smile.gif
Amateur IKmix



რა კარგია!!!!!!!!!!!!!
Amateur Maxo



მომილოცავს ახალი წელი....

იიის, მუდამ შენთან ყოფილიყოს... wick.gif
Amateur kapkpa



რა მშვენიერი ატმოსფეროა, დილიდ ყავა და კრუასანი.. მომინდა მანდ, ეს ფოტო მაგალითია იმის რომ ბედნიერება პატარა დეტალებშია.ზოგჯერ სულ ყავა და კარგი გარემოც გყოფნის ამი
Amateur kapkpa



რა მშვენიერი ატმოსფეროა, დილიდ ყავა და კრუასანი.. მომინდა მანდ, ეს ფოტო მაგალითია იმის რომ ბედნიერება პატარა დეტალებშია.ზოგჯერ სულ ყავა და კარგი გარემოც გყოფნის ამითვის ადამიანს.. არვიცი თუ სწორად ვთქვი რისი თქმაც მინდოდა.. smile.gif
Amateur speci



თავი დანართში მეგონა და მეც გამაწნეს კინაღამ სილა.......

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 28th April 2024 - 14:33

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'