ო როგორი რთულია უშენობა.. კვლავაც ამიტაცებს თვითმკვლელობის იდეა.. დანა კვლავაც ხელში გამიშეშდება.. ვიღებ გასაღებს და მივდივარ.. კვლავაც ადრენალინია ჩემი მხსენილი.. გზა მხოლოდ ერთი შენსკენ მომავალი... ავტობანი.. ანტი რადარები.. სპიდომეტრზე 220 ზე მეტი.. სიცოცხლეს ვიწყებ.. სადღაც ჩემი აზრების მიღმა გხედავ კიდევაც.. ცარიელი გზა.. არავინ მინდა შენს გარდა.. შენ ერთი ხარ ჩემთვის.. ჩემად წოდებული.. ბენზინის სუნი.. ნელნელა ცრემლებში ირევა და მილიონობით პატრა ნეიტრონებად და პროტონებად იქცევა.. ლუქი გავხსენი.. მივდივარ 200 მდე.. ღამეა .. ტელეფონი დუმს.. არავის ვახსოვარ.. ალბათ კარგია.. გრძნობით ანთებული მე5 სიჩქარეზე გადავდივარ,.. სადღაც ქუთაისს უნდა გავცდე .. ფეხებზე მკიდია.. ღამის 4 .. მიფრინავს ჩემი აუდი.. მცივა მხოლოდ ვისთან .. ჩემს მოგონებასთან.. შენს აჩრდილთან.. თითქოს მასთან შეხებით შევძლებ გაღვიძებას.. თითქოს ეს კოშმარია რომელშიც გვერდით არ ხარ.. ნეტავ გამეღვიძოს კვლავაც შენს გვერდით.. და გულში მიკრავდე წყნარად..
აი მეც მოვედი უძილო ღამე.. თვალუწვდენელი.. ნაპირი.. აუდი.. მე ფეხშიშველა გავირბენ ნაპირს.. თენდება უკვე.. დილაა თითქმის.. ახლა 5 შეიძლება იყოს.. ალბათ არ გძინავს.. მე კი დილის ნაპირზე გავყურებ ჰორიზონტს.. ზღვიდან მონაბერი ნიავი თითქოს მეფერება.. თითქოსდა მიცნო.. მცივა .. უშენოდ მცივა.. ფეხებიც დამისველდა.. ოდნავ სევდიანი.. ცრემლიანი თვალებით გავყურებ ნაპირს.. ეს ნიავი .. ტალღების ხმასთან ერთად განუყოფელ სიმფონიას ქმნის.. საიდანღაც მოისმა მარტოსული ვიოლინოს ხმა.. მარტოსული ვიოლინოს ხმა.. და შენზე ოცნება.. კვლავაც ამითრთოლებს სხეულს.. თითქოს ყურის უკან მკოცნიდე ნაზად.. თითებით მეხებოდე სახეზე.. ჩუმად მიწმინდავდე სიხარულის ცრემლებს.. მიყვარს ილუზია შენზე.. მწარე რეალობას მხოლოდ ასე გავურბივარ .. დღეს ორშაბათია მე კი ზღვის პირას ვდგავარ.. გავყურებ გემებს .. შენი სახე ჩემს წინ წარმომიდგება.. კვლავაც მინდა შეგახო ხელი .. მოგელაერსო ჩემად შეგიგრძნო.. იქვე ვჯდები ჩემთვის ჩუმად გესაუბრები .. ცივა .. დილაა მე კი მთელი ღამე არ მეძინა.. ეხლა კი სამუშაოზე მეჩქარება.. არავინ იცის სად ვარ.. ვზივარ ჩემთვის კლდოვან ნაპირზე.. არავინ არის ირგვლივ ზღვაც ოდნავ ტორტმანობს.. მისი ხმაც თითქმის არ ისმის.. ჩუმი ვიონინოს სოლო კონცერტი.. მტირალა ინსტრუმენტი.. Thomas Hewitt Jones გამახსენა.. ანდა წითელი ვიოლინოს ხმა.. არ ვიცი ალბათ ესე ჩამესმის .. ჩემი მონატრება.. შენზე ოცნება და ზღვის სიმფონია.. ათასი მილის იქით ხარ.. არავინ არსებობს ჩემთვის შენს გარდა .. გული ამევსო სისხლით.. ალბათ არის რაღაც ძალა რომლითაც ჯერ კიდევ სულდგმულობს ჩემი არსება.. აი ამ სიმფონიას სევდიანი პიანინოს ნოტებიც შემოერია.. აი უკვე ჩუმად სადღაც ჩუმად ყრუდ მოისმა ორი გემის მისალმება..
სახეს ემოციები აღარ ყოფნის .. სული იფანტება სადღაც აქვე .. ხეს ეფარება.. ვნება .. ფიქრები.. ალეწილი სული.. ფიქრები კვლავაც შენზე.. ათასი ფიქრების მიღმა.. ნამდვილი მე.. გოგონა რომელსაც მთელი არსებით უყვარხარ.. ვიოლინო და პიანინო.. სული ჩერდება .. დრო ჩერდება მხოლოდ მე და შენ ,.. ნოტები .. შენთვის ნაწერი წერილები.. ჩანახატები.. ზღვის ნაპირზე ფურცლები აფრიალდება..
დღეს ორშაბათია მე კი სამუშაოზე უნდა ვიყო.. ხელში მხოლოდ გასაღები.. უნდა წავიდე დილაა .. უკვე დილაა.. დილამშვიდობის ჩემო ოცნებავ..
უბრალოდ მინდოდა მეთქვა.. რა ძლიერ მიყვარს შენი უძირო სევდა.. როცა ძალიან ცუდად ვარ .. მოლბერტი.. საღებავები.. წვიმიანი.. ღრუბლიანი სევდა ნარევი ნახატები.. ხშირად ფოტოებიც .. თან დართული ჩემთვის უკვდავებად ნაქცევი ჩანახატები სადაც იმალება ნამდვილი მე.. ყოველგვარი ნიღბის გარეშე რადგანაც ეს ცხოვრება თეატრია რომელშიც ზოგი მსახიობია ზოგიც მაყურებელი.. არის მომენტები როცა ეს ორი უკანასკნელი პოზიციებს იცვლიან და თავად მსახიობები ხდებიან მსაჯები .. ცხოვრების განმსაჯელები.. თუმცა არავის აქვს ნება.. იცქიროს სხვისი ფიქრების მიღმა აწონ დაწონოს ვიღაცის ვნება ფუნჯით ასწოროს ვიღაცის ფიქრი..
დღის 4:23 ვერავინ ვერაფერს ამჩნევს მე როგორც ყოველთვის 10 ზე უკვე სამუშაოზე ვიყავი.. ვერავინ ხვდება რომ მე დღეს შენთან ვიყავი.. გული კვლავაც მხოლოდ შენზე ფიქრებით არსებობს.. არავის ძალუძს განკურნოს ეს ჭრილობა.. არავინ იცის .. მხოლოდ ჩემმა აუდმა ... უნდა ჩავიდე ლუქი დავხურო.. აქ ეხლა წვიმს ალბათ გაიგო ზეცამ როგორ მიყვარხარ ჩემთვის..ათასი ფიქრების მიღმა.. ცხოვრებისეულ ორომტრიალში შემორჩენილი ერთადერთი წმინდა გრძნობა რომელიც შემომრჩა და მასულდგმულებს.. როგორ მიყვარხარ ნეტავ იცოდე.. თვალუწვდენელი ჰორიზონტიც ვერ შეედრება.. ვერც დრო და ვერც მანძილი.. უძიროა ეს გრძნობა.. მხოლოდ შენ და ათასობით ადამიანების გარემოცვაში ნაპოვნი მარტოობა..
იცი ვაკვირდები შენს შემოქმედებას, ფოტოებს არა, ნაკლებად უფრო დანართებს!! ბევრი შემოვა ფოტოს იხილავს ტექსტს აარიდებს თვალს, ზოგი უბრალოდ თითქოს ვერც ამჩნევს, ზოგიც კი იმისგამო რო დიდი ტექსტია,იშვიათია ადამიანი ვინც ბოლომდე წაიკითხავს და ჩაწვდება იმ გრძნობას თუ რადევს ამ ფოტოს მიღმა, ფოტო სიმბოლურია მის უკან დიდი მწუხარება,ნაღველი, ტკბილი მოგონება, დიდი სიხარული და ყოველივეა არეული, უფალი მოწამეა,არავის დატოვებს ამქვეყნად ისე რო ის თხოვნა ის მუდარა და ის მონატრება არშეგისრულოს რომელიც შენშია, მგონი ბევრი ვწერე ამისთვის მომიტევე, უფრომეტის წერაც შეიძლება, მინდა ბევრი ვწერო მაგრამ ეს შენია შენი ფოტოა შენი ცხოვრება და არავის აქვს ჩაერიოს მაში, ბედნიერება და ყოველივე კარგი მინდა გისურვო, ლამაზი გული გაქვს და ეს მან იცის ეს მცირედი ჩემგან შენ იმდენს იმსახურებ აქ არც იქნება მსგავსი სმაილიკი !!
არ ვიცი როგორ გადმოვცე აღფრთოვანება... ისეთი გულიდან ამოხეთქილია რომ,ერთი ამოსუთქვით ჩავიკითხე,თითქოს ჩემი სულის ამოდძახილიაო ... შენ მშვენიერებას აღიქვავ და ამითი უკვე ბედნიერი ხარ,მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიხარულს გისურვებ... ფოტოც ისეთივე ამაღლებულია და ერთი ფუნჯით მოსმულს გავს... სევდა,ჰარმონია და იმედი იგრძნობა მასში !!! წარმატებები ))