1) კონკურსანტებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა საკონკურსო თავისი, ან სხვისი ფოტოების შეფასებაში. 2) არც კონკურსანტმა, არც შემფასებელმა და არც კომენტარის ავტორმა არ უნდა გამოავლინონ ფოტოების ავტორი ვინაობა კომენტარების საშუალებით 3) ფოტოების კომენტარებში შეფასების ქულების რამენაირი დაწერა სასტიკად აკრძალულია!!! -------------------------------------- ამ წესების დარღვევის შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს და მისი ექაუნთი დაიბლოკება 1 თვით, ხოლო ფოტო მოიხსნება კონკურსიდან
ჰეჰე ძალიან მაგარი Fოტოა, ჩემი აზრით ერთ-ერთი Fავორიტი უნდა იყოს, მჭახე ფერებია და საკმაოდ საინტერესო პერსპექტივა, ტექნიკურად და კომპოზიცია მაგარია ავტორს ვუსურვებ წარმატებას
უფრო საინტერესო ჩრდილები გაცილებით ეფექტური იქნებოდა. ტონალური პერსპექტივა კარგადაა გამოკვეთილი, დეტალირებასაც არაუშავს. გზის მოჭრილი მონაკვეთი იმდენად დისონანსურია, რომ საერთო ასოციაციაზე ძალიან მოქმედბს. ასევე უადგილოა მარცხენა მხარეს წინა პლანზე მდებარე ბორცვი.
ალბათ ავტორმაც კარგად იცის ეს თვალში გაჩრილი ბორცვი რომ აფუჭებს ფოტოს , მიუხედავად ამისა მაინც მშვენიერია .. ახლოს რომ მისულიყავი და ისე გადაგეღო არ გამოვიდოდა ვითომ ? ... პასუხს არ ველოდები...
თითქოს მარტივია - ორი ნაბიჯი წინ და ფოტო სრულყოფილი გახდებოდა. მაგრამ შეიძლება ოპტიკას აღარც მიეცა კადრის ფორმირების საშუალება. მიკვირს - როცა ბანალურ და ათასჯერ სხვადასხვანაირად გადაღებულ კადრებს ამდენი მეხოტბე ყავს და ეს კი - ხან მოხვდება ხოლმე ბესთებში და ხან ქრება. ამ კაცმა ერთდროულად ასე ლამაზად შეგვახედა მთის ორივე მხარეს და გზაც ასე ლამაზად სერავს ფერდობს. ვაღიარებ - სხვებში - უკეთეს კომპოზიციასაც ნახავ, უკეთეს განათებასაც, უკეთეს დამუშავებას და სხვებმაც აღიარონ - უკეთეს აპარატურასაც, მაგრამ თუ არტზეა ლაპარაკი - მე ამ ფოტოს ლიდერებში დავასახელებდი. სიამოვნებით ვნახავდი ავტორის სხვა ფოტოებსაც და იმედია ამის საშუალება კონკურსის დამთავრების შემდეგ მომეცემა. მჯერა - ეს შემთხვევითი გაწკაპუნება არაა და სხვაგანაც ასე კარგი ხედვა ექნება.